Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/663
Title: ინვესტიციები - საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მექანიზმი
Authors: ხაჯიშვილი, ლიანა 
Advisor: ბარბაქაძე, ხათუნა 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: ინვესტიციები, როგორც ეკონომიკური კატეგორია
საინვესტიციო საქმიანობა და საინვესტიციო გარემო საქართველოში
საგადასახადო პოლიტიკასა და ინვესტიციებს შორის კავშირი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ინვესტიციები, როგორც ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესების მექანიზმი, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და მისი თავისებურებები, ინვესტიციების განვითარების შესაძლო პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები.
პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების შემოდინება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელიც ქვეყანაში მოწინავე ტექნოლოგიებისა და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას უწყობს ხელს. ამავდროულად, არ უნდა მოხდეს ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფა.
სახელმწიფოს მიერ გატარებული საინვესტიციო პოლიტიკა მიზანმიმართული უნდა იყოს არამხოლოდ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, არამედ შიგა ინვესტიციების ხელშეწყობასა და განვითარებაზე. აღნიშნული მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, რადგან ამ ფორმით, არამარტო ინვესტიციების წყარო იქმნება, არამედ მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად მიღებული მოგების დიდი ნაწილი ქვეყანაში დარჩება.
ლიბერალური საგადასახადო სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. საჭიროა გაანალიზდეს გადასახადების გავლენა ინვესტორებზე და ამის შემდეგ შერბილდეს საგადასახადო პოლიტიკა. სწორედ ამას ადასტურებს ჩვენ მიერ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში ჩატარებული კვლევა - საგადასახადო პოლიტიკას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება საინვესტიციო გარემოსთვის, როცა მას ვიხილავთ ინსტიტუციურ ფაქტორებთან ერთად, ხოლო, რაც შეეხება, საგადასახადო პოლიტიკის შედარებას ინვესტიციების ე.წ კლასიკურ ფაქტორებთან (ბაზარი, რესურსები, გეოგრაფიული მდებარეობა და მაკროეკონომიკული სტაბილურობა) მისი მნიშვნელობა მცირდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს შემთხვევაში საგადასახადო პოლიტიკის საკითხებს აქვთ ზღვრული მნიშვნელობა ინვესტირების საბაზისო ფაქტორების განხილვის შემდეგ.

The Master's work reviewed investments as a mechanism for improving economic sustainability, the investment environment in the country and its peculiarities,  possible perspectives for investment development and priority directions.
The inflow of direct foreign investments is one of the main sources of economic growth, which promotes the introduction of advanced technologies and modern methods of management in the country.
At the same time, national interests should be no neglected. Investment policy carried by the state should be aimed not only on attracting foreign investments, but also to promote and development entire investments.
This is important for the country, because in this form not only the source of investment is created, but the majority of profit earned by their projects will remain in the country. Liberal tax system has an important role in attracting foreign investments.
It is necessary to analyze the impact of taxes on investors and then mollify the tax policy. This is confirmed by me research conducted in Energo-Pro Georgia JSC - The tax policy is more important for the investment environment when it is reviewed together with institutional factors, and what about the comparison of tax policy with so-called classical factors (market, resources, geographical location and macroeconomic stability) of investment is decreasing.
Therefore, we can say that in Georgia the issues of tax policy have a marginal value after consideration of the basic factors of investment.
URI: https://openscience.ge/handle/1/663
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro khajishvili liana.pdfინვესტიციები - საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მექანიზმი764 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

134
checked on May 3, 2024

Download(s)

677
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.