გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/658
სათაური: დიკასტერია და მისი როლი საეკლესიო მმართველობაში
სხვა სათაურები: XVIII ს-ის II-ნახ-XIX ს-ის დასაწყისი
ავტორები: ოსაძე, თამარ 
ხელმძღვანელი: თაბუაშვილი, აპოლონ 
ხარისხის სახელი: საქართველოს ისტორიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საქართველოს ისტორია
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: დიკასტერია
საეკლესიო მმართველობა
XIX საუკუნის I ნახევარი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წარმოდგენილი ნაშრომი ეხება დიკასტერიას და მის როლს საეკლესიო მმართველობაში XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის I ნახევარში, შედგება შესავალის, ხუთი თავისა და დასკვნისაგან.
ქართული სამართლის წყაროთა შორის საეკლესიო სამართალს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ეჭირა საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით.
ქართული სამართლის ისტორიაში ნაკლებადაა შესწავლილი საკითხი იმაზე, თუ როგორ უნდა გადაწყვეტილიყო დავა ეკლესია-მონასტრებს შორის. ასევე ნაკლები ცნობები მოიპოვება, თუ რა სახით იყო წარმოდგენილი საეკლესიო სასამართლო XVIII საუკუნის საქართველოში.
ამ ნაშრომით შევეცადეთ წარმოგვედგინა, თუ როგორ ყალიბდება ქართულ სინამდვილეში საეკლესიო სასამართლო-დიკასტერია, რომლის საქმიანობის სფერო მხოლოდ ერთი კუთხით არ განისაზღვრებოდა. ასევე ის წინაპირობები, რამაც განაპირობა შემდგომში ასეთი ფუნქციის მატარებელი ორგანოს დაარსება, რომელიც არამარტო სასამართლო ფუნქციით შემოიფარგლებოდა, არამედ განიხილავდა მთლიანად საეკლესიო საქმეებსაც.
XIX საუკუნის დასაწყისიდან კი დიკასტერია სხვა სახეს იღებს და მისი კონტროლი რუსეთის ხელისუფლების უფლებამოსილებაშია.
ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ, თუ როგორ დაარსა საქართველოში დიკასტერია, ვინ იყო მისი სულისჩამდგმელი, ასევე მისი საქმიანობის სფერო. ამ ყველაფრის წარმოჩენით კი გაირკვევა, თუ როგორ აისახა დიკასტერიის დაარსება იმდროინდელი სამეფოს პოლიტიკურ მოვლენებზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/658
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro osadze.pdfდიკასტერია და მისი როლი საეკლესიო მმართველობაში508.07 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

80
checked on May 19, 2024

გადმოწერა

511
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.