Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Humanities
  6. Dissertations and Master Theses
  7. დიკასტერია და მისი როლი საეკლესიო მმართველობაში
 
  • Details

დიკასტერია და მისი როლი საეკლესიო მმართველობაში

XVIII ს-ის II-ნახ-XIX ს-ის დასაწყისი
Date Issued
2019
Author(s)
ოსაძე, თამარ  
Advisor
თაბუაშვილი, აპოლონ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Humanities  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/658
Abstract
წარმოდგენილი ნაშრომი ეხება დიკასტერიას და მის როლს საეკლესიო მმართველობაში XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის I ნახევარში, შედგება შესავალის, ხუთი თავისა და დასკვნისაგან.
ქართული სამართლის წყაროთა შორის საეკლესიო სამართალს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ეჭირა საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით.
ქართული სამართლის ისტორიაში ნაკლებადაა შესწავლილი საკითხი იმაზე, თუ როგორ უნდა გადაწყვეტილიყო დავა ეკლესია-მონასტრებს შორის. ასევე ნაკლები ცნობები მოიპოვება, თუ რა სახით იყო წარმოდგენილი საეკლესიო სასამართლო XVIII საუკუნის საქართველოში.
ამ ნაშრომით შევეცადეთ წარმოგვედგინა, თუ როგორ ყალიბდება ქართულ სინამდვილეში საეკლესიო სასამართლო-დიკასტერია, რომლის საქმიანობის სფერო მხოლოდ ერთი კუთხით არ განისაზღვრებოდა. ასევე ის წინაპირობები, რამაც განაპირობა შემდგომში ასეთი ფუნქციის მატარებელი ორგანოს დაარსება, რომელიც არამარტო სასამართლო ფუნქციით შემოიფარგლებოდა, არამედ განიხილავდა მთლიანად საეკლესიო საქმეებსაც.
XIX საუკუნის დასაწყისიდან კი დიკასტერია სხვა სახეს იღებს და მისი კონტროლი რუსეთის ხელისუფლების უფლებამოსილებაშია.
ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ, თუ როგორ დაარსა საქართველოში დიკასტერია, ვინ იყო მისი სულისჩამდგმელი, ასევე მისი საქმიანობის სფერო. ამ ყველაფრის წარმოჩენით კი გაირკვევა, თუ როგორ აისახა დიკასტერიის დაარსება იმდროინდელი სამეფოს პოლიტიკურ მოვლენებზე.
Subjects

დიკასტერია

საეკლესიო მმართველობა...

XIX საუკუნის I ნახევა...

Degree Name
საქართველოს ისტორიის მაგისტრი
Degree Discipline
საქართველოს ისტორია
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro osadze.pdf

Description
დიკასტერია და მისი როლი საეკლესიო მმართველობაში
Size

508.07 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):fd10f97f20dfa076ab8c146e696729bd

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings