Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/647
Title: საწარმოს (ორგანიზაციის) ლიკვიდურობის შეფასება
Authors: გუბელაძე, მარიამ 
Advisor: წიკლაური, გელა 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: ორგანიზაციის ლიკვიდურობა
საფინანსო პოლიტიკა
საბრუნავი კაპიტალის მნიშვნელობა ლიკვიდურობის მართვაში
ლიკვიდურობის კოეფიციენტები
ლიკვიდურობა და გადახდისუნარიანობა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
In the master thesis we discussed the importance of liquidity analysis and management role in the enterprise. Our main goal is to find out and analyze the factors influencing company’s liquidity.
We present how the management can manage resources rationally and can be prepared for the future risks by estimating firm’s liquidity. The subject of research is the different ways of calculating liquidity coefficients. For the purpose of our research we chose financial statements of one of the construction companies, "Balavari" LLC.
Any company in the market economy faces various risks. Among them is a liquidity risk that can be avoided or reduced by liquidity assessment. It should be noted that liquidity analysis is essential and important for the company management as well as for other interested individuals.
With the constant estimation of the liquidity coefficient, we know exactly what the enterprise has to do and what is the best for its future development. In addition, the positive rate of liquidity is more reliable and interesting for the other party as the liquidity ratio determines if the company can cover its liabilities in the event of potential inability.
For performing significance of the research, we have reviewed the financial statements of the "Balavari" LLC. Based on these statements we made liquidity analysis with different approaches. As a result, we have made conclusions about the company's financial position, evaluated its liquidity and discussed possible factors which determined company's liquidity.
After estimating the liquidation of "Balavari" LLC, we gave recommendations that are designed for company’s better financial position.

სამაგისტრო ნაშრომში განვიხილეთ ლიკვიდურობის ანალიზისა და მართვის როლის
მნიშვნელობა საწარმოში. ჩვენი მთავარი მიზანია გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომლებიც
გავლენას ახდენენ კომპანიის ლიკვიდურობის განსაზღვრაზე. ჩვენ წარმოგიდგენთ, თუ
როგორ შეუძლია მენეჯმენტს ლიკვიდურობის შეფასებით რაციონალურად მართოს
რესურსები და მზად იყოს მომავალში მოსალოდნელი რისკებისთვის. კვლევის საგანია
ლიკვიდურობის კოეფიციენტების გამოთვლის განსხვავებული ხერხები. ჩვენი კვლევის
ობიექტად კი შევარჩიეთ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის, შპს „ბალავარის“ ფინანსური
ანგარიშგებები.
ნებისმიერი კომპანია საბაზრო ეკონომიკის პირობებში დგას სხვადასხვა რისკის
წინაშე. მათ შორის არის ლიკვიდურობის რისკი, რომლის თავიდან აცილება ან შემცირება
შეიძლება ლიკვიდურობის შეფასებით. აღსანიშნავია, რომ ლიკვიდურობის ანალიზის
ჩატარება კომპანიაში აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როგორც მენეჯმენტისთვის ასევე
სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ლიკვიდურობის კოეფიციენტის მუდმივი შეფასებით
ზუსტად გვეცოდინება, თუ რისი რესურსი აქვს საწარმოს და რისი გაკეთება არის უმჯობესი
მისი სამომავლო განვითარებისთვის. გარდა ამისა, ლიკვიდურობის დადებითი
მაჩვენებელი უფრო საიმედო და საინტერესოა სხვა მხარისთვის, ვინაიდან ლიკვიდურობის
კოეფიციენტი განსაზღვრავს, რამდენად შეუძლია კომპანიას პოტენციური უუნარობის
დროს ვალდებულებების შესრულება.
თემის აქტუალურობის უკეთ წარმოსაჩენად სამაგისტრო ნაშრომში განვიხილეთ შპს
„ბალავარის“ ფინანსური ანგარიშგებები, რომელთა საფუძველზეც გავაკეთეთ
ლიკვიდურობის ანალიზი განსხვავებული მიდგომებით. შედეგად კი გავაკეთეთ დასკვნები
კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შევაფასეთ მისი ლიკვიდურობა და
განვიხილეთ შესაძლო ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს კომპანიის ლიკვიდურობას.
შპს „ბალავარის“ ლიკვიდურობის ანალიზის შემდეგ ჩვენივე დასკვნებთან ერთად
ჩამოვაყალიბეთ რეკომენდაციები, რომელიც გათვლილია კომპანიის უკეთესი ფინანსური
მდგომარეობის შესაქმნელად.
URI: https://openscience.ge/handle/1/647
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro gubeladze mariam.pdfსაწარმოს (ორგანიზაციის) ლიკვიდურობის შეფასება1.02 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

92
checked on Apr 24, 2024

Download(s)

1,233
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.