გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/627
სათაური: საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური მდგრადობის ანალიზი და პროგნოზირება
ავტორები: ბარათაშვილი, ლიზა 
ხელმძღვანელი: წიკლაური, გელა 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური მდგრადობა
საწარმოს ფინანსური მდგრადობა
კრიზისების მართვის მეთოდიკა
წარუმატებელი საწარმოს გაჯანსაღება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The financial sustainability analysis of enterprise is always actual, as different interested legal and physical persons pay huge attention to their current and expected economic situation. The most important challenge for enterprises is to avoid problems associated with insolvency.
Financial activity analysis is one of the most important directions of the company management, its main goal is to find out financial circumstances and solvency issues timely. For determining the economic sustainability of the enterprise and its success-failure, it is necessary to evaluate the financial situation in a complex way, using the corresponding financial ratios. Based on the above, the aim of the Master's thesis is to evaluate financial sustainability in the enterprise, finding out and studying factors of sustainability. After all, the ratios for determining the assessment of financial sustainability are analyzed and the factors that affect financial sustainability are defined.
The fiasco of the enterprise can be overcome with the help of solving problems that have occurred in the process of anti-crisis management. Insolvency of the enterprise is influenced by anti-crisis management and regulation of enterprise activity, which aims to detect negative trends and carry out prophylactic measures.
The general evaluation of the company's performance and analysis by us is normal for the given period, however, a detailed analysis of financial ratios has shown some disadvantages. In order to correct the given disadvantages, the company must set up its action plan, to review and evaluate its financial condition in relation to the action plan.

საწარმოს ფინანსური მდგრადობის ანალიზი მუდმივად აქტუალურია, ვინაიდან, საწარმოსთან ურთიერთობისას, სხვადასხვა დაინტერესებული იურიდიული და ფიზიკური პირები დიდ ყურადღებას აქცევენ მათ მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ მდგომარეობას. საწარმოებისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს გადახდისუუნარობისგან თავის დაღწევა. ფინანსური საქმიანობის ანალიზი კი კომპანიის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის მთავარი მიზანია დროულად გამოავლინოს ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხები. საწარმოს ეკონომიკური მდგრადობისა და მისი წარმატება წარუმატებლობის დადგენისათვის საჭიროა ფინანსური მდგომარეობა შეფასდეს კომპლექსურად, შესაბამისი ფინანსური კოეფიციენტების გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამაგისტრო ნაშრომის მიზანია საწარმოში ფინანსური მდგრადობის შეფასება, მდგრადობაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენა და შესწავლა. ყოველივე ამის შემდეგ, გაანალიზებულია ფინანსური მდგრადობის შეფასების განსაზღვრისთვის საჭირო კოეფიციენტები და განსაზღვრულია ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფინანსურ მდგრადობაზე.
საწარმოს წარუმატებლობის დაძლევა შესაძლებელია იმ პრობლემების მოგვარების შედეგად, რომლებიც აღმოცენდა ანტიკრიზისული მართვის პროცესში. საწარმოს გადახდისუუნარობა ექცევა ანტიკრიზისული მართვის პროცესისა და საწარმოს საქმიანობის რეგულირების გავლენის ქვეშ, რომლის მიზანი ნეგატიური ტენდენციების დროულად გამოვლენა და პროფილაქტიური ღონისძიებების გატარებაა.
ჩვენ მიერ განხილული და გაანალიზებული კომპანიის საქმიანობის ზოგადი შეფასება მოცემულ პერიოდში ნორმალურია, თუმცა ფინანსური კოეფიციენტების საფუძველზე ჩატარებული დეტალური ანალიზით გამოვლენილ იქნა გარკვეული ნაკლოვანებები. ამ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად კომპანიამ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი სამოქმედო გეგმა, განიხილოს და შეაფასოს თავისი ფინანსური მდგომარეობა სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/627
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro baratashvili liza.pdfსაწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური მდგრადობის ანალიზი და პროგნოზირება1.67 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

206
checked on May 2, 2024

გადმოწერა

863
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.