გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/626
სათაური: ერეკლე მეორის სახე ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებასა და მოგონებებში
ავტორები: ქოქუაშვილი, ნათია 
ხელმძღვანელი: მინაშვილი, ლადო 
ხარისხის სახელი: ფილოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული ლიტერატურა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ერეკლე მეორე
ქართველი რომანტიკოსები
გრიგოლ რჩეულიშვილი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The purpose of the master’s work is to illustrate how the image of King Erekle is described in the artistic creations and memoirs of Georgian romanticists, his merit and achievements towards the country. In this regard, the poems, stories and dramas of Grigol Orbeliani, Aleksandre Orbeliani, Vakhtang Orbeliani, Nikoloz Baratashvili and Grigol Rcheulishvili are discussed in this work as far as possible.
In this master's thesis, there is a sort of similarity found in Grigol, Alexander and Vakhtang Orbeliani lyrics and poems, in the point of view that they alive and praise the king Erekle, the great patron, as the unequalled hero, the heroic warrior, the fearless warlord, who became fanmous borth in the East and in the West. But what about the works of Nikoloz Baratashvili, the character of King Erekle is presented differently: the poet describes him not as unequalled warrior and commander, but as a far-sighted politician. He was the great poet who portrayed King Erekle face as worried about the fate of the country, caring for the future existence and for the orientation of the country.
By this way, our writers, remained in the past, were reviving themselves in such a gloomy epoch, healing their damaged dignity by the memories of the past, or were considering that the glory of Iveria was buried along with King Erekle, or were trying to seek for a hope for the future.
Nikoloz Baratashvili stated clearly that the King Erekle not only evaluated rightly the necessity of the connection of Georgia to Russia, but also marked that it was even the way because of the historical necessity. The great poet not only showed the well-considered arguments of the king's correctness at the moment of solving the issue, but also emphasized properly that the king's step was proceeded with the desiered result. In his lyric: "Tomb of the King of Irakli", he presented even this desired results with all possible conditions.
In the end, between the romanticists, the prosaist Grigol Rcheulishvili presented the face of King Erekle in the "Lemons of Widow". As a European type of prosaist, he presented the king in an unusual circumstances, thus gained the serious reproaches.This difference was unacceptable for the romanticists who were seized of the glory of the past and dissatisfied with the present.

სამაგისტრო ნაშრომში მიზნად ვისახავთ დავახასიათოთ, თუ როგორაა წარმოდგენილი ქართველ რომანტიკოსთა მხატვრულ შემოქმედებასა და მოგონებებში მეფე ერეკლეს სახე, მისი დამსახურება და ღვაწლი ქვეყნის წინაშე. ამ თვალსაზრისით ნაშრომში შეძლებისდაგვარად განხილულია გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ორბელიანის,ვახტანგ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ რჩეულიშვილის ლექსები, მოთხრობები და დრამა.
სამაგისტრო ნაშრომში ერთგვარი კანონზომიერებაა დაძებნილი იმ თვალსაზრისით, რომ გრიგოლ, ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები თავიანთ ლექსებსა და პოემაში აცოცხლებენ და ხოტბას ასხამენ მეფე ერეკლეს, სახელოვან პაპას, როგორც სწორუპოვარ გმირსა, საარაკო მებრძოლს, უშიშარ სარდალს, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ამით ჩვენი მწერლები იმ პირქუშ ეპოქაში ერთგვარად სულს იბრუნებდნენ, შელახულ ღირსებას წარსულის მოგონებებით წამლობდნენ, წარსულშივე დარჩენილები ან ფიქრობდნენ რომ მეფე ერეკლესთან ერთად დაიმარხა ივერიის დიდებაც. ანდა ცდილობდნენ რომ იმედისათვის ეხმოთ სამომავლისოდ. განსხვავებული სახითაა წარმოდგენილი მეფე ერეკლეს სახე ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში. პოეტი წარმოგვიდგენს არა სწორუპოვარ მეომარს,სარდალს, არამედ როგორც შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსს. იგი იყო ის დიდი პოეტი, რომელმაც მეფე ერეკლე პირველმა დაგვიხატა როგორც ქვეყნის ბედით შეწუხებული, მისი სამომავლო არსებობისთვის მზრუნველი, ქვეყნის ორიენტაციაზე მოფიქრალი.
ნიკოლოზ ბარათაშვილმა თვალნათლივ აჩვენა, რომ მეფე ერეკლე არა მარტო სწორად აფასებდა საქართველოს რუსეთთან დაკავშირების აუცილებლობას, არამედ იმასაც უჩვენებდა, რომ ეს თვით ისტორიული აუცილებლობით განსაზღვრული გზაა.დიდმა პოეტმა არა მარტო მოფიქრებული არგუმენტებით აჩვენა მეფის სისწორე საკითხის გადაჭრის მომენტში, არამედ ისიც სათანადოდ აღნიშნა, რომ მეფის ნაბიჯს შედეგიც სასურველი მოჰყვა. ლექსში ,,საფლავი მეფის ირაკლისა“ ლირიკული თხზულების შესაძლებლობის პირობებში მან ეს სასურველი შედეგებიც წარმოაჩინა.
URI: https://openscience.ge/handle/1/626
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro qoquashvili.pdfერეკლე მეორის სახე ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებასა და მოგონებებში376.15 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

340
checked on Sep 27, 2024

გადმოწერა

5,628
checked on Sep 27, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.