Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/625
Title: მხატვრული სახე-სიმბოლოები ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში
Authors: აბულაძე, მზია 
Advisor: ნიშნიანიძე, რუსუდან 
Degree Name: ფილოლოგიის მაგისტრი
Degree Discipline: ქართული ლიტერატურა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ნიკო სამადაშვილი
სახე-სიმბოლოები
საკრალური ადგილი
„საუკუნეებს მაცხოვარი გაჰყვება მეხრედ...“
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Niko Samadashvili’s poetry is one of the most renowned in XX century’s Georgian literature. His poetry is multi-faceted and profound in content. Poet uses paganism, Christianity, mythology to express their own word, this everything are so close to each other and sometimes is difficult to understand what did want to say poet. Exactly this ambiguous, symbols, metaphors and allego-ries makes Samadashvili’s handwriting originally.
In N. Samadashvili’s poetry, except themes are important images. The aim of our research is to show the character of the Mother of God and Savior, how they are presented in poet’s work. The issue is interesting in the sense that it is not properly studied. In addition, except this will discuss Betania as a sacral place. (According to the poem „Betania“ by N. Samadashvili.) also we will discuss symbol of bell and bell-tower. Niko Samadashvili’s perception is different from their traditional understanding.
Based on Bible books, Georgian compositions and scientific materials we have tried to find out the above-mentioned issues as far as possible.

ნიკო სამადაშვილის პოეზია XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი შემოქმედება მრავალპლანიანი, ღრმა შინაარსისა და უამრავი ქვეტექსტის მატარებელია. პოეტი საკუთარი სათქმელის გამოსახატავად მიმართავს წარმართობას, ქრისტიანობას, მითოსს და ეს ყველაფერი ერთმანეთის გვერდით ისე მჭიდროდაა წარმოდგენილი, რომ ხანდახან ლექსის სათქმელის ამოკითხვა ჭირს. სწორედ ორაზროვანი ფრაზებით, სიმბოლოებით, მეტაფორებითა და ალეგორიებით დატვირთული სტრიქონები აქცევენ ნ. სამადაშვილის ხელწერას ორიგინალურად.
ნ. სამადაშვილის პოეზიაში, გარდა თემებისა, მნიშვნელოვანია სახეები. ჩვენი კვლევის მიზანია, წარმოვაჩინოთ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახის განსახიერების თავისებურება პოეტის შემოქმედებაში. საკითხი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი სათანადოდ არაა შესწავლილი. გარდა ამისა, ნაშრომში განხილული იქნება ბეთანია, როგორც საკრალური ადგილი. ( ნ.სამადაშვილის ლექსის „ბეთანია“-ს მიხედვით.) კვლევის შედეგად გამოიკვეთა აგრეთვე ზარისა და სამრეკლოს სახე-სიმბოლო. ნიკო სამადაშვილისეული აღქმა ძლიერ განსხვავდება აღნიშნულ ენიგმათა ტრადიციული გაგებისაგან.
ბიბლიის წიგნებზე, ქართულ თხზულებებსა და სამეცნიერო მასალაზე დაყრდნობით შევეცადეთ შეძლებისდაგვარად შეგვესწავლა ზემოთ ხსენებული საკითხები. ნაშრომი მოკრძალებული მცდელობაა ნიკო სამადაშვილის პოეზიის ახლებური წაკითხვისა.
URI: https://openscience.ge/handle/1/625
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro abuladze.pdfმხატვრული სახე-სიმბოლოები ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაში829.78 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

448
checked on May 21, 2024

Download(s)

1,748
checked on May 21, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.