გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/623
სათაური: არჩილ ჯორჯაძე XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი და კრიტიკოსი
ავტორები: დარჩიაშვილი, მაია 
ხელმძღვანელი: მინაშვილი, ლადო 
ხარისხის სახელი: ფილოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული ლიტერატურა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: არჩილ ჯორჯაძე
XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა
ქართველი რომანტიკოსები
ჟურნალი „ცისკარი“
სამოციანი წლები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Archil Djordjadze is a famous political figure, publicist, public thinking history researcher and the main purpose of this work is a literary criticism of his heritage. Critic expressed notable opinions about Georgian romantics, specifically – about Alexander Tchavtchavadze and Nikoloz Baratashvili’s heritage. Archil Djordjadze deemed unacceptable discussing great artist’s poetry unilaterally, deriving characteristics of their work from environmental conditions and social-political situations. It is a necessity to study the nature of a poet, creative processes of his/her temperament for poetic reality to manifest itself more objectively and in depth. Nikoloz Baratashvili is also described by Archil Djordjadze as an outstanding poet, genius creator. For understanding Baratashvili’s genius, Ilia’s view towards general, universal pain is more acceptable for Archil Djordjadze, then dire political environment of Georgia, during which Nikoloz Baratashvili was active.
Archil Djordjadze gave honorable mention to “Tsiskari” (dawn) in researching and studying history of Georgian public opinion in 50s. Great merit of “Tsiskari” is publishing of “The stronghold of Surami” and “Solomon Medjganuashvili, the son of Isaac”.
Archil Djordjadze vastly considered Ilia Tchavtchavadze as a developer of Georgian historical thinking. He discussed the work, where writer’s national ideals are clearly defined. Ideals, which, according to Archil Djordjadze are genius, always progressive and ahead of its time. Archil Djordjadze specifically rated Ilia’s stories: “letters of a traveler” and “Katsia-Adamiani” (is a man a human?!).

ნაშრომო მიზნად ისახავს ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტის, საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის მკვლევარის არჩილ ჯორჯაძის ლიტერატურული–კრიტიკული მემკვიდრეობის განხილვას. საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვა კრიტიკოსმა ქართველ რომანტიკოსებზე,კერძოდ ალ.ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეობის შესახებ. არჩილ ჯორჯაძისათვის მიუღებელია დიდი ხელოვანის პოეზიის ცალმხრივად განხილვა და მისი გუნება–განწყობილების ოდენ გარემო პირობებით,სოციალურ–პოლიტიკური ვითარებით ახსნა. აუცილებელია მწერლის ბუნების, მისი ტემპერამენტის შემოქმედებითი პროცესების შესწავლა,რომ უფრო ობიექტურად და სიღრმისეულად წარმოსდგეს პოეტური სინამდვილე. ნიკოლოზ ბარათაშვილს არჩილ ჯორჯაძეც გამორჩეულ პოეტად, გენიალურ შემოქმედად სახავს. ბარათაშვილის გენიალობის გასააზრებლად არჩილ ჯორჯაძისათვის სავსებით მისაღებია ილიასეული ხედვა ზოგადსაკაცობრიო სატკივარით ნ. ბარათაშვილის გენიალობის ახსნისა, ვიდრე იმით, რომ საქართველოს მძიმე პოლიტიკური ვითარება შექმნია ნიკოლოზ ბარათაშვილის დროს.
არჩილ ჯორჯაძემ საგანგებოდ დაახასიათა 50–იანი წლები „ცისკრის“ როლი ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიის შესწავლიასთვის. “ცისკრის „დიდი დამსახურებაა „სურამის ციხის“და „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის“ გამოქვეყნება.
არჩილ ჯორჯაძემ დიდი ადგილი დაუთმო ქართული აზროვნების ისტორიაში იალია ჭავჭავაძეს. შეეხო მის ისეთ ნაწარმოებებს, რომლებშიც იკვეთება მწერლის ეროვნული იდეალები. იდეალები, რომლებიც არჩილ ჯორჯაძის თქმით გენიალურია, მუდამ პროგრესული და მოწინავე. არჩილ ჯორჯაძემ საგანგებოდ შეაფასა ილიას მოთხრობები: “მგზავრის წერილები“ და „კაცია–ადამიანი“.
არჩილ ჯორჯაძის ლიტერატურულ–კრიტიკულ ნააზრევში დიდი ადგილი დაიკავა 60–იანი წლების დახასიათებამ,ხოლო ამ დახასიათებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს
URI: https://openscience.ge/handle/1/623
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro darchiashvili.pdfარჩილ ჯორჯაძე XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი და კრიტიკოსი438.96 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

391
checked on May 2, 2024

გადმოწერა

1,311
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.