გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/620
სათაური: თამაზ ბიბილურის რომანი „შვიდი ხმისა და ტოროლასათვის“
ავტორები: დიაკონიძე, ელენე 
ხელმძღვანელი: ლორია, კახაბერ 
ხარისხის სახელი: ფილოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული ლიტერატურა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: თამაზ ბიბილური
„შვიდი ხმით ნატირალი სიმღერა“
ნარატივი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The master’s work is about the novel “For seven voices and for a lark” by Tamaz Bibiluri, the writer of the 20th century. The novel was firstly published in 1984 and got critics’ attention immediately.
Due to the fact that this author is less known to wide readers, in the first part of the work we paied attention to author’s personality and his creative work. Tamaz Bibiluri was actively involved in Georgian literary life and also, took part in ongoing literary process.
In the work we have reviewed author’s narrative peculiarities, the specifics of selecting the novel’s title’s and subtitleses, sone symbols are interpreted thought a modern writing style as well. We have also studied life path of all characters, stories sagged in their consciousness and people, who had an impact on their personality.
In the novel the author created the myth of Chalauri – this is a misted village on the edge of life and death, where people go with different motives, but they are not sure whether it exists or not. In our work we have examined Chalauri phenomenon in details, the characters path to it and all the reasons why each of them left the “house”, because of this mystical place.

სამაგისტრო ნაშრომი ეხება XX საუკუნის ავტორის - თამაზ ბიბილურის რომანს
„შვიდი ხმისა და ტოროლასათვის“, რომელიც პირველად 1984 წელს გამოვიდა და
მაშინვე კრიტიკოსების ყურადღება მიიქცია.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს ავტორი ნაკლებად ცნობილია ფართო
მკითხველისათვის, ნაშრომის პირველ ნაწილში ყურადღება გავამახვილეთ ავტორის
პიროვნებასა და შემოქმედებაზე. თამაზ ბიბილური აქტიურად იყო ქართულ
სამწერლობო ცხოვრებაში ჩართული და ასევე, გარკვეულ როლს თამაშობდა
მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში.
ნაშრომში მიმოხილულია ავტორის ნარატივის თავისებურებები, სათაურების
შერჩევის სპეციფიკა, ახსნილია სხვადასხვა სიმბოლო თანამედროვე მწერლობის
ჭრილში. ასევე, დეტალურად გვაქვს მიმოხილული პერსონაჟთა ცხოვრებისეული გზა,
მათ ცნობიერებაში დალექილი ამბები და ადამიანები, რომელთაც განაპირობეს მათი
პიროვნული ჩამოყალიბება.
რომანში ავტორი ქმნის ჩალაურის მითს - ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე
მყოფი, ბურუსითმოსილი „სოფელი“, რომლისკენაც მიდიან სხვადასხვა მოტივით,
მაგრამ დარწმუნებულნი არ არიან, რომ ის არსებობს. ჩვენს ნაშრომში დეტალურად
არის განხილული ჩალაურის ფენომენი, პერსონაჟითა გზა იქამდე და ის მიზეზები, თუ
რატომაც დატოვა თითოულმა მათგანმა „სახლი“ ამ მისტიკური ადგილისთვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/620
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro diakonidze.pdfთამაზ ბიბილურის რომანი „შვიდი ხმისა და ტოროლასათვის“669.25 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

238
checked on May 1, 2024

გადმოწერა

930
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.