Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/619
Title: საქართველოში საპენსიო რეფორმის მიზნების მისაღწევად საინვესტიციო პორტფელების სავარაუდო შემადგენლობა
Authors: აფრასიძე, დავით 
Advisor: ჩიკვილაძე, მიხეილ 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: საპენსიო სისტემა
საპენსიო ფონდი
საინვესტიციო პოლიტიკა
საპენსიო სისტემის ეფექტიანობის ზრდა
საერთაშორისო გამოცდილება
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
This work concerns the pension reform that the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia initiated and, in particular, how to make a complete set of portfolios run by private pension funds. Pension reformation is an important part of the government’s strategy, which aims to create liberal economical surroundings in our country, and thus it is necessary to carry this reform out successfully. Naturally, implementing all the changes included in the reform will come across various complications since the country’s already-existent pension system hasn’t seen fundamental changes in a long time; also, Georgia has no experience in running public assets nor the needed regulations. It is basically impossible to avoid a part of the complications because alterations in the sphere of social protection is always a sensitive subject, although it has to be pointed out that the complications connected to the functionality of private pension funds can be evaded if the state defines fund operation regulations correctly and distinctly. For a long time now Georgia has been emphatically stating its political course but in order to integrate into the Western society, it is necessary to establish some economical standards in the country and for this process it if very important to look into the experience of the countries that have already tread this path.

ნაშრომი ეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას და კერძოდ იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს კერძო საპენსიო ფონდების მიერ მართული პორტფელების დაკომპლექტება. საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი ნაწილია მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული სტრატეგიისა, რომელიც ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკური გარემოს შექმნას ისახავს მიზნად, შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის წარმატებით განხორციელება. ბუნებრივია რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ცვლილებების იმპლემენტაცია სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ქვეყანაში არსებულ საპენსიო სისტემაში დიდი ხანია ძირეული ცვლილებები არ მომხდარა, ამასთან საქართველოში არ არსებობს საჯარო აქტივების მართვის გამოცდილება და შესაბამისი რეგულაციები. სირთულეების ნაწილის თავიდან აცილება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ცვლილებები სოციალური დაცვის სფეროში ყოველთვის სენსიტიური თემაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საპენსიო ფონდების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სირთულეების დიდი ნაწილის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ სახელმწიფო შეძლებს სწორად განსაზღვროს ის რეგულაციები, რომელთა ფარგლებშიც მოუწევთ ფონდებს ოპერირება. საქართველო უკვე საკმაოდ დიდი ხანია მკაფიოდ აფიქსირებს საკუთარ პოლიტიკურ კურსს, თუმცა დასავლურ საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისთვის აუცილებელია ქვეყანაში გარკვეული ეკონომიკური სტანდარტების დანერგვა და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს.
URI: https://openscience.ge/handle/1/619
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro afrasidze daviti.pdfსაქართველოში საპენსიო რეფორმის მიზნების მისაღწევად საინვესტიციო პორტფელების სავარაუდო შემადგენლობა1.85 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

66
checked on May 3, 2024

Download(s)

157
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.