Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/607
Title: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში
Authors: ეგრისელაშვილი, ლევან 
Advisor: სამადაშვილი, უშანგი 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: უცხოური ინვესტიციები
საქართველო
ეკონომიკური ზრდა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Topicality: Globasation process is taking place all over the world, involving in this is
especially important for developed countries, which have no own recources to increase
industry. Foreign direct investments represent how to widen industry borders, also to take
an active part in collaboration and in international trading. It has not passed much time since
that representatives of the countries realised, direct foreign investmens need much attention
for economical development.
Direct foreign investments have some perpective branches. Among them on the first place
are: engineering, communications, transport. In the recent period the interest on property
and building market is quite increased. On other branches the interest is considerably low.
It’s as well interesting that in spite of such flora, investments interest to agriculture is low,
it’s only 4%.
According to statistical date, from 1996 to 2014 third quarter, direct foreign investments
income in Georgia exceeded 12.4 milliard $. From this amount 42% is influent from
European Union countries.
Although according to the thitd quarter of 2014 on the first place in direct foreign
investment countries is China. (157 million $) It began activating only in the third quarter
and compiled 29% of given quarter. (it is 47 times more than last year) It might be said that
China is beginning now its economical “expansion” in Georgia.
Industry repartition of other three direct foreign investments looks so: construction (36%);
transport and communications (21%); property (12%); Investments in mentioned industry in
Georgia by this quage won’t be positive in longterm period, because exsisting investments is
not suitable for country’s economical development, it is made for enrichmenting investors.

გლობალიზაციის პროცესები მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს და მასში
ჩართულობა განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვისაა მნიშვნელოვანი,
რომლებსაც საკუთარი სახსრები არ ჰყოფნით წარმოების ზრდისთვის. პირდაპირი
უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს, როგორც წარმოების საზღვრევბის
გაფართოების, ასევე საერთაშორისო ვაჭრობასა და თანამშრომლობაში აქტიურად
ჩართვის შესაძლებლობას. დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ქვეყნების
წარმომადგენლებმა გაანალიზეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებს დიდი
ყურადღება სჭირდება ეკონომიკური განვითრებისათვის, როგორც განვითარებული
ქვეყნებისათვის ასევე განვითარებადი ქვეყნებისათვის.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საქართველო შეიძლება
ჩაითვალოს მიმზიდველ ქვეყნებს შორის, თუმცა საგულისხმოა, რომ უცხოელი
ინვესტორები ადგილზე არსებული იაფი მუშა-ხელით და ადგილობრივი ბაზრის
ათვისებით არიან დაინტერესებულნი.
საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით რამდენიმე
პერსპექტიული დარგი აქვს მათ შორის მოწინავე ადგილს იკავებენ: ენერგეტიკა,
კავშირგაბმულობა და ტრანსპორტი. ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ინტერესი
უძრავ ქონებაზე და სამშენებლო ბაზარზე. დანარჩენ დარგებზე ინტერესი
გაცილებით დაბალია, საინტერესოა ისიც, რომ ასეთი ფლორის მიუხედავად
ინვესტორთა ინტერესი საკმაოდ დაბალია სოფლის მეურნეობის მიმართულებით მას
მხოლოდ 4 % შეიცავს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1996 წლიდან 2014 წლის მესამე კვარტლის
ჩათვლით, საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $12.4
მილიარდს გადააჭარბა, რომლის 42% ევროკავშირის ქვეყნებიდანაა შემოდინებული.
თუმცა 2014 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემების თანახმად, პირდაპირი
უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელ ქვეყანათა რიცხვში ერთ-ერთი
წამყვანი ადგილი ჩინეთს ($157 მლნ) უჭირავს, რომელმაც გააქტიურება მხოლოდ III
კვარტლში დაიწყო და ინვესტიციამ $149 მლნ ანუ მოცემული კვარტლის 29%
შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47-ჯერ მეტი). შეიძლება
ითქვას, რომ ჩინეთი თავის ეკონომიკურ „ექსპანსიას" საქართველოში ახლა იწყებს.
რაც შეეხება იგივე კვარტალში პირდაპირი 3 უცხოური ინვესტიციების დარგობრივ
გადანაწილებას, ის შემდეგნაირია: მშენებლობა (36%); ტრანსპორტი და
კავშირგაბმულობა (21%); უძრავი ქონება (12%).
URI: https://openscience.ge/handle/1/607
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
egriselashvili levani.pdfპირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში1.4 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

146
checked on May 5, 2024

Download(s)

957
checked on May 5, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.