Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/584
Title: ამერიკის შეერთებული შტატები და 1953 წლის გადატრიალება ირანში
Authors: გოგილავა, ილიკო 
Advisor: გოგენია, ზაალი 
Degree Name: ისტორიის მაგისტრი
Degree Discipline: ახალი და უახლესი ისტორია
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: აშშ-ირანის ურთიერთობები XX საუკუნეში
მოსადეყის მოსვლა ხელისუფლების სათავეში
აშშ-ს როლი ირანის 1953 წლის გადატრიალებაში
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
My research is about the coup, which took place in Iran in the year 1953. As a result of the riot, Mohammed Mossadegh, who was elected according to democratic principles, was finally overthrown by CIA (Central Intelligence Agency) and SIS (Secret Intelligence Service). The study consists of the analyses of Western-Eastern scientific texts, as well as the position of Persian newspapers toward the process. My specific aim is to identify the role, which U.S and namely CIA played in order to subvert Mohammed Mossadegh’s democratically elected government.
Besides, we aimed to use a lot of different historical sources and compared innumerable Persian facts which each other, which highlights the Persian ideas and position. The study has also shown the beginning of historical- economical- political relation between the U.S and Iran, the ways of struggling between them in the near eastern. The study reveals the ways how the U.S began to implement its plans and how Mohammed Mossadegh fought against their plans. The study consists of the information about the operation of “AJAX” .The study has also revealed the relation between the above mentioned countries after the process.
There is a lack of the information in Georgian history. Therefore we contend that the consequences of the research is extremely informative. As nowadays tension between the U.S and Iran is flared up exactly from the period.

ჩვენი საკვლევი თემა შეეხება 1953 წელს, ირაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას, რომლის შედეგადაც დაემხო დემოკრატიულად არჩეული მოჰამად მოსადეყის მთავრობა და რომელიც განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა(CIA) და ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო სამსახურის მიერ(SIS). თემა ითვალისწინებს როგორც დასავლური აღმოსავლური სამეცნიერო ტექსტების ანალიზსს, ასევე, სპარსული ჟურნალ-გაზეთების დამოკიდებულებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მათ შედარებით ანალიზსს, საბჭოთა და დასავლურ სამეცნიერო შეხედულებებს. ჩვენი უპირველესი მიზანია, მაქსიმალურად გამოვკვეთოთ, კონკრეტულ ისტორიულ-სამეცნიერო ფაქტებზე დაყრდნობით დებულება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგნეტომ, შეადგინა სპეციალური ოპერაცია სახელწოდებით „აიაქსი“, დოქტორ მოსადეყის მთავრობის დამხობაში, 1953 წელს, ირანში.
გარდა ამისა ჩვენ კვლევის ფარგლებში მიზნად ვისახავთ მაქსიმალურად ბევრი ახალი ისტორიული წყარო შემოვიტანოთ ქართულ ისტორიულ რეალობაში, ამასთანავე, გავაკეთოთ შედარებითი ანალიზი სპარსულ პერიოდიკაზე დაყრდნობით, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს, ირანელი ავტორების მოსაზრებათა წინ წამოწევას. თემის გარშემო ჩვენ ვეხებით შემდეგ საკითხებს: როგორ დაიწყო აშშ-ირანს შორის ისტორიულ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, როგორ მიმდინარეობდა ზე-სახელმწიფოთა ბრძოლა ახლო აღმოსავლეთში, როგორ იწყებს გააქტიურებას აღნიშნულ რეგიონში აშშ, როგორ აღორძინდა ეროვნული ძალები ირანში და რამ განაპირობა ამ ძალების კონსოლიდაცია, რა პოლიტიკა გაატარა მოჰამად მოსადეყმა ირანში, რა ძალას წარმოადგენდა პროშაჰური მოძრაობა ირანში, რა დროიდან დაიწყეს ფიქრი ბრიტანელებმა და ამერიკელებმა, რომ მოსადეყი უკვე საფრთხისშემცველი იყო მათთვის, რა ბერკეტები გამოიყენეს აშშ-მა და ბრიტანეთმა, რათა ოპერაცია შეემუშავებინათ მოსადეყის წინაამღდეგ, როგორ განხორციელდა ოპერაცია "აიაქსი", რა ურთიერთობები ჩამოყალიბდა ირან-აშშ-ს შორის გადატრიალების შემდეგ, გამიკვეთა თუ არა ამ გადატრიალებში თვითონ ირანელთა წამყვანი როლი.
ზემოთ აღნიშნული საკითხები ნაკლებადაა შესწავლილი ქართულ ისტორიოგრაფიაში, შესაბიმისად ვფიქრობთ საინტერესოა ამ კვლევის შედეგები, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ურთიერთობა ირანთან, სწორედ რომ ამ სახელმწიფო გადატრიალებიდან იღებს სათავეს. ნაშრომში მაქსიმალურად იქნება წარომდგენილი ის ისტორიული წყაროები, რომლებიც მაქსიმალურად ნათელს ხდიან აღნიშნულ სახელმწიფო გადატრიალებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/584
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro gogilava iliko.pdfამერიკის შეერთებული შტატები და 1953 წლის გადატრიალება ირანში1.7 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

269
checked on Apr 27, 2024

Download(s)

531
checked on Apr 27, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.