გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/575
სათაური: სრული შემოსავლის ანგარიშგების წარდგენა შპს „ტურისტული კომპანია ჯორჯიან ჰოლიდეის“-ის მაგალითზე.
ავტორები: ნუცუბიძე, თათია 
ხელმძღვანელი: კვატაშიძე, ნადეჟდა 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სრული შემოსავლი
ფინანსური ანგარიშგები
შპს „ტურისტული კომპანია ჯორჯიან ჰოლიდეის“
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In this present work is considered one of the important components of the financial statements of
enterprises, The Comprehensive Income. It’s preparation based on international standards,
statement of the Comprehensive Income and the structure of the training principles. The purpose
of the work of the Comprehensive Income is to give exhaustive information to all interested
parties, internal and external users of financial statements. Following the above, it is possible to
evaluate the structure of the financial documents and its constituent elements recognition and
measurement.
The main objective of the paper is to answer the following questions:
 What is the Comprehensive Income?
 How to recognize and evaluate the Income Statement components. Particularly,
recognition and evaluation of revenues and expenses.
 The value of the company's Profit and Loss Statement reporting?
 What is the Other Comprehensive Income and what elements contains it?
 How to present the Comprehensive Income and what is its structure and format?
The paper aims to demonstrate the advantages and benefits, which will undoubtedly bring
about the preparation and analysis of the Comprehensive Income for the enterprise. Also, what
are the factors affecting the business of an enterprise enables it to see what it would have been
impossible without preparation.
By the example of the specific situations of operations LLC “Travel Company Georgian
Holidays” the article deals with specific situations. Which operation will be represented in
accounting records according to international standards, which is eventually accumulated in the
Comprehensive Income. Based on this information what financial results we get and what
should be considered in the future in order to avoid errors and inaccuracies.
At the end of the work, in conclusion is given the recommendations and suggestions to improve
the financial condition of the enterprise and the resolution of the financial problems.

მოცემულ ნაშრომში განხილული არის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების ერთერთი
მნიშვნელოვანი კომპონენტი, სრული შემოსავლის ანგარიშგება. მისი მომზადება
საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, სრული შემოსავლის ანგარიშგების
სტრუქტურა და მომზადების პრინციპები. ნაშრომის დანიშნულებაა სრული
შემოსავლის ანგარიშგებაზე ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება დაინტერესებული
პირებისთვის, ინფორმაციის როგორც შიდა, ასევე გარე მომხმარებლებისთვის.
ყოველივე აღნიშნულის შემდგომ, შესაძლებელია შევაფასოთ აღნიშნული ფინანსური
დოკუმენტის შედგენის სტრუქტურა და მისი შემადგენელი ელემენტების აღიარება და
შეფასება.
ნაშრომის მთავარი ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:
 რა არის სრული შემოსავლის ანგარიშგება?
 როგორ ხდება მოგებისა და ზარალის შემადგენელი ელემენტების აღიარება და
შეფასება, კერძოდ: შემოსავლებისა და ხარჯების აღიარება და შეფასება?
 რა მნიშვნელობა აქვს კომპანიისათვის მოგებისა და ზარალის ანგარიშგების
შედგენას?
 რა არის სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება და რა მუხლებს მოიცავს იგი?
 როგორ უნდა წარვადგინოთ სრული შემოსავლის ანგარიშგება, როგორია მისი
სტრუქტურა და ფორმატი?
ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს ის დადებითი მხარეები და სარგებლობა, რაც უდავოდ
მოაქვს სრული შემოსავლის ანგარიშგების მომზადებასა და ანალიზს საწარმოსათვის.
ასევე, საწარმოს საქმიანობაზე მოქმედი რა ფაქტორების დანახვის შესაძლებლობას
იძლევა იგი, რაც მისი მომზადების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
შპს „ტურისტული კომპანია ჯორჯიან ჰოლიდეის“-ის მიერ განხორციელებული
სამეურნეო ოპერაციების მაგალითზე განხილულია კონკრეტული სიტუაციები. თუ როგორ აისახება სამეურნეო ოპერაცია საბუღალტრო ჩანაწერებში საერთაშორისო
სტანდარტების მიხედვით, რომელიც საბოლოო ჯამში თავს იყრის სრული შემოსავლის
ანგარიშგებაში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით რა ფინანსურ შედეგს ვიღებთ და
მომავალში რა უნდა გავითვალისწინოთ შეცდომების და უზუსტობების თავიდან
აცილების მიზნით.
ნაშრომის ბოლოს, დასკვნაში, მოცემულია რეკომენდაციები და წინადადებები
საწარმოში არსებული ფინანსური პრობლემების მოგვარების და ფინანსური
მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/575
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
nutsubidze tatia.pdfსრული შემოსავლის ანგარიშგების წარდგენა შპს „ტურისტული კომპანია ჯორჯიან ჰოლიდეის“-ის მაგალითზე.1.52 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

68
checked on May 21, 2024

გადმოწერა

424
checked on May 21, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.