გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/535
სათაური: სასიცოცხლო ციკლის სიმწიფის ეტაპზე გარდამავალ დარგში გამოყენებული კონკურენტული სტრატეგიების ანალიზი
ავტორები: გოგოლაძე, ანი 
ხელმძღვანელი: რამიშვილი, ბადრი 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სასიცოცხლო ციკლი
სიმწიფის ეტაპი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Every industry has different characteristics of development. The industry’s life cycle
theory makes it possible to find these changes. Especially in the current period, when the temp
of changes in the modern world is accelerated, companies are vitally important to follow these
changes. Globalization has led to a strengthening of competitive struggles, which puts
companies in need of new approaches. If the company wants to succeed, when entering the
field they should develop a strategy, which will bring a competitive advantage. But before the
formation of the strategy it is important to correctly select the field.
The purpose of the work is to describe organizations, which are on the stage of maturity
of the life cycle and their competitive strategies. The main attention is paid to the following
factors: the situation in the field and the competitive situation will be studied, as well as the
internal environment of the companies and competitiveness. Based on the examples of Georgian
companies, the difficulties are revealed, which they encounter at the stage of maturity of the
life cycle. The research presented in the study covers comparative analysis of competitive
strategies used by Georgian oil companies. On the basis of research I identified the main
problems, which are facing companies and the means to overcome these difficulties. The study
showed the situation in Georgian companies and what is customers satisfaction for products and
services offered by them.

ყოველი დარგისთვის განვითარების სხვადასხვა თავისებურებებია
დამახასიათებელი. ინდუსტრიის სასიცოცხლო ციკლის თეორია კი საშუალებას იძლევა
გაირკვეს აღნიშნული ცვლილებები. განსაკუთრებით მიმდინარე პერიოდში, როდესაც
თანამედროვე მსოფლიოში ცვლილებების ტემპი აჩქარებულია, კომპანიებისთვის
სასიცოცხლოდ აუცილებელია ფეხი აუწყონ ამ ცვლილებებს. გლობალიზაციამ
კონკურენტული ბრძოლის გაძლიერება გამოიწვია, რამაც ბიზნესი ახალი მიდგომების
გამოყენების აუცილობლობის წინაშე დააყენა. თუ კომპანიას სურს წარმატების მიღწევა,
დარგში შესვლისას უნდა შეიმუშაოს ისეთი სტრატეგია, რომელიც კონკურენტულ
უპირატესობას მოუტანს. თუმცა სტრატეგიის ფორმირებამდე მნიშვნელოვანია სწორად
შეირჩეს დარგი, რომელშიც იფუნქციონირებს ფირმა.
ნაშრომის მიზანია, აღწეროს სასიცოცხლო ციკლის სიმწიფის სტადიაზე მყოფი
ორგანიზაციები და მათ მიერ გამოყენებული კონკურენტული სტრატეგიები. მასში
შესწავლილია საანალიზო დარგში არსებული ზოგადი ვითარება და კონკურენტული
მეტოქეობა, ასევე განსახილველი კომპანიების მიერ კონკურენტული უპირატესობის
მოპოვებისთვის განხორციელებული სტრატეგიული ქმედებები. ქართული კომპანიების
მაგალითებზე დაყრდნობით გამოკვეთილია ის სირთულეები, რომლებსაც ისინი
აწყდებიან სასიცოცხლო ციკლის სიმწიფის ეტაპზე გადასვლისას. ნაშრომში
წარმოდგენილი კვლევა მოიცავს საქართველოს ნავთობკომპანიების მიერ
გამოყენებული კონკურენტული სტრატეგიების შედარებით ანალიზს. კვლევის
საფუძველზე გამოვყავით ის ძირითადი პრობლემები, რომლებსაც კომპანიები
აწყდებიან და ამ სირთულეების დაძლევის საშუალებები. კვლევამ აჩვენა რა ვითარებაა
ქართულ კომპანიებში და როგორია მომხმარებელთა კმაყოფილება მათ მიერ
შეთავაზებულ პროდუქციასა და მომსახურებაზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/535
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
gogoladze ani.pdfსასიცოცხლო ციკლის სიმწიფის ეტაპზე გარდამავალ დარგში გამოყენებული კონკურენტული სტრატეგიების ანალიზი1.65 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

158
checked on May 22, 2024

გადმოწერა

1,567
checked on May 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.