გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/513
სათაური: Perspectives of Developing the Nursing Practice in Georgia
საექთნო საქმიანობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
ავტორები: Omiadze, Tamar 
ომიაძე, თამარ 
ხელმძღვანელი: ყაზახაშვილი, ნატა 
ხარისხის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საექთნო საქმიანობა საქართველოში
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საექთნო საქმიანობა აქტუალური განხილვის საგანია, რადგან ექთნების რაოდენობის დეფიციტი საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს და განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა დაბალი და საშაულო შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობაში. ექთნების რაოდენობის სიმცირე და განათლების დაბალი დონე კი მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისათვის. არსებული მდგომარეობა უარყოფითად აისახება ჯანდაცვის სისტემასა და პაციენტის სამედიცინო მომსახურების შედეგებზე.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ,,საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისათვის“ ნათქვამია, რომ ,,საქართველოში კვალიფიციური ადამიანური რესურსის ნაკლებობა და მათი არათანაბარი გეოგრაფიული გადანაწილება არის მნიშვნელოვანი ბარიერი ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისათვის. კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ექიმებისა და ექთნების არაბალანსირებულმა თანაფარდობამ (1:0.67), ამ მონაცემით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებლებს. საქართველოში გაცილებით მაღალია მოსახლეობის ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი (573.3 ყოველ 100,000 მოსახლეზე — 2015), ვიდრე ევროპულ ქვეყნებში (322). სახეზეა ექთნების ნაკლებობა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. საგრძნობია ექთნების რაოდენობის ნაკლებობა და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია. მდგომარეობას ამძიმებს მკვეთრი დისბალანსი ადამიანური რესურსის წარმოებასა და მოთხოვნას შორის. ასევე, ყოველგავრ ქმედით მექანიზმს მოკლებულია უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) სისტემა, რომელიც ვერ აძლევს სამედიცინო პერსონალს ადეკვატური თეორიული ცოდნისა თუ კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ადამიანური რესურსის პრობლემას” (საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითრების გეგმა 2030 წლისათვის).
URI: https://openscience.ge/handle/1/513
ჩანს კოლექციებში:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Samagistro Tamar Omiadze.pdfსაექთნო საქმიანობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში1.25 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

151
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,165
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.