Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/506
Title: პოლიტიკური რეიტინგების კვლევის გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე
Authors: ნაფეტვარიძე, გიორგი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სოციოლოგიური კვლევა
წინასაარჩევნო იარაღი
სოციო-კულტურული ველი
Issue Date: 2019
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომი მიმოიხილავს პოლიტიკური რეიტინგების კვლევის არსს, მნიშვნელობას, მის აქტუალობას, სიხშირესა და ხარისხს, მის შესაძლებლობას და უნარს, მოახდინოს ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. პოლიტიკური რეიტინგების კვლევები უკავშირდება სოციოლოგიურ კვლევას, ამიტომაც სამაგისტრო ნაშრომში განხილულია სოციოლოგიური კვლევების არსი, მისი მეთოდები და მეთოდოლოგია, კვლევის ობიექტების, კვლევის საგნის, საკვლევი საკითხის სწორი შერჩევის მექანიზმები, გამოსაკვლევი სეგმენტის ზუსტი განსაზღვრის მეთოდი. კვლევის შედეგების შეფასებისა და ანალიზის ჩატარების სამართლიანი გზები, გაყალბების გარეშე, ობიექტური და ფაქტობრივი ანალიზის შედეგების გავრცელების აუცილებლობა. ნაშრომში საუბარია მედიის მხრიდან კვლევის შედეგების არასწორ ინტერპრეტირებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში ცვლის არჩევნების შედეგებს. ასევე სამაგისტრო ნაშრომში აღნიშნულია, რომ აუცილებელია მოხდეს სოციოლოგიური კვლევების შედეგების გამოყენება ქვეყნის განვითარებისთვის, პოლიტიკური პარტიის პროგრამის დასახვეწად, მისი პრიორიტეტების გამოსაკვეთად, საკუთარი მიზნების, სტრატეგიის და მათ მისაღწევად საჭირო ტაქტიკური ნაბიჯების დასაგეგმად. მხოლოდ ამ შემთხვევაში ფიქსირდება მომხმარებლის მხრიდან ნდობა წინასაარჩევნოდ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების, პოლიტიკური რეიტინგების დადგენის მიმართ. სამაგისტრო ნაშრომში საუბარია სოციოლოგიური კვლევებით მანიპულირებაზე, როდესაც გამოყენებულია ხელოვნური მეთოდები, ამომრჩევლებზე ფარული ზეგავლენის მოხდენით, ეს არის კითხვები უკვე გაწერილი სავარაუდო პასუხებით, როდესაც ამომრჩეველი სხვა, მისთვის უფრო მისარებ აზრს ვერ აფიქსირებს. სამაგისტრო ნაშრომში აღწერილია საარჩევნო კამპანიის წარმოების ტრანსფორმაცია საქართველოს უახლეს ისტორიაში. საუბარია საარჩევნო კამპანიის ამერიკანიზაციის პროცესსა და მნიშვნელოვან სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებზე, რაც დღემდე გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. ტრანსფორმაცია დაიწყო საარჩევნო კამპანიებისთვის მასმედიის ტექნოლოგიური განვითარებისა და მეტი ჩართულობით, საკონსულტაციო-სოციოლოგიური კვლევითი კომპანიების ჩამოყალიბების გზით. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ არჩევნების შედეგებზე მნსვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ევრისტიკული სახის ფაქტორები. სოციოლოგიური კვლევის ჩატარების შემდეგ, მიღებულ შედეგები ერთი მხრივ, ინფორმაციას აწვდის კვლევის დამკვეთს, თუ როგორი საარჩევნო პოლიტიკა გაატაროს, ხოლო მეორე მხრივ, აძლევს იარაღს კვლევის გარკვეული კონტექსტით თუ სტატისტიკით მანიპულირებისთვის. სამაგისტრო ნაშრომში საუბარია ასევე იმაზე, რომ სოციოლოგიური კვლევის შედეგების შერჩევითი პრინციპით გავრცელება ინტერნეტ-მედიის მხრიდან, როდესაც არასრული, ფრაგმენტირებული დეტალების გაჟღერება ხდება მხოლოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე. ნაშრომში ყურადღება დაეთმო ზოგადად ინტერნეტის ფუნქციას და გავლენას არჩევნების შედეგზე, მოყვანილია უცხოური მაგალითები. დასასრულს, მოცემულია კვლევა, თუ რას ფიქრობს საზოგადოება, ენდობა თუ არა კვლევის შედეგებისა და არჩევნების ლეგიტიმურობას, ახდენს თუ არა მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას კვლევის შედეგები.
URI: https://openscience.ge/handle/1/506
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro nafetvaridze.pdfპოლიტიკური რეიტინგების კვლევის გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე520.15 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

229
checked on Apr 25, 2024

Download(s)

886
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.