Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/342
Title: | მიწოდებათა ჯაჭვში მარაგების მართვის სრულყოფის გზები | Authors: | გიორგი, არჩაია | Advisor: | ჩიქოვანი, ეკატერინე | Reviewer: | ჭილაია, ნინო | Degree Name: | Master of Transport Logistics სატრანსპორტო ლოჯისტიკის მაგისტრი |
Degree Discipline: | Transport Logistics სატრანსპორტო ლოგისტიკა |
Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი | Faculty: | ლოგისტიკის ფაკულტეტი | Keywords: | მარაგების მართვა მარაგების შექმნა დასაწყობება |
Issue Date: | 2019 | Publisher: | ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი | Abstract: | წარმოდგენილა სამაგისტრო ნაშრომში „მიწოდებათა ჯაჭვში მარაგების მართვის სრულყოფის გზები“ გაანალიზებულია მარაგების მართვის თეორიული ასპექტები, კერძოდ, მარაგების მართვის მეთოდების საფუძვლები, კლასიფიკაცია, მარაგების შენახვისა და დეფიციტის წარმოქმნის რისკები და მარაგების მართვის ამოცანები. ამ საკითხის აქტუალობას ადასტურებს ერთის მხრივ, ნაშრომში ამ მიმართულებით წარმოდგენილი კვლევები და მეორეს მხრივ, კონცეპტუალურ ასპექტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი უცხოური კომპანიების გამოცდილება, რომელიც თეორიული ანალიზის სახიტ არის წარმოდგენილი ნაშრომში. დეტალურადაა ჩამოყალიბებული მარაგების მართვის კონცეპტუალური მიდგომები და მომარაგებისა და მისი მართვის ტექნოლოგიები ლოგისტიკაში. ტექნოლოგიების თეორიული ანალიზი მოცემულია უცხოური ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნაშრომში მარაგების მოთხოვნების განსაზღვრის სტრატეგიული მეთოდების ანალიზს, ამ ჭრილში გამოკვლეული და შესწავლილია როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიების გამოცდილება. სასაწყობო მეურნეობების შექმნისა და განვითარების ამოცანების გადაჭრის გზები წარმოდგენილია პროდუქციის განაწილების სისტემური ანალიზის ჩარჩოში, იგივე ჭრილშია შესწავლილი კვლევების საფუძველზე ლოგისტიკური განაწილების არხების და სისტემების ჩამოყალიბების მექანიზმები. დასაბუთებულია, ამ კუთხით, სისტემური მიდგომების აუცილებლობა. მარაგების მართვის ლოგისტიკური პროცესების სწორი ორგანიზების მეთოდებისა და მეთოდოლოგიების ანალიზს სასაწყობე მეურნეობაში ცალკე თავი ეძღვნება, რადგან მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პროდუქციის თვითღირებულების, ასევე მარაგების მართვის ღირებულების შემცირების თვალსაზრისით. ნაშრომში წარმოდგენილი კვლევებისა და ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულია დასკვნებისა და რეკომენდაციების პაკეტი, რომელსაც, ვფიქრობთ, პრაქტიკული ღირებულება ექნება ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/342 |
Appears in Collections: | სამაგისტრო ნაშრომები |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
samagistro archia.pdf | მიწოდებათა ჯაჭვში მარაგების მართვის სრულყოფის გზები | 1.07 MB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
170
checked on Apr 25, 2024
Download(s)
1,937
checked on Apr 25, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.