გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/3008
სათაური: მასწავლებელთა მოტივაციის, თვითეფექტურობისა და სოციალური იდენტობის ურთიერთმიმართება (ეიზენის „დაგეგმილი მოქმედების თეორიის” პერსპექტივიდან)
ავტორები: გველესიანი, თამარი 
ხელმძღვანელი: ქიტიაშვილი, ანასტასია 
ხარისხის სახელი: ფსიქოლოგიის დოქტორი
PHD in Psychology
სასწავლო პროგრამის სახელი: გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია
Applied Social Psychology
დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მასწავლებელი
მოტივაცია
სოციალური იდენტობა
თვითეფექტურობა
სოციალური განწყობა
დაგეგმილი მოქმედების თეორია
Teacher
motivation
Self-efficacy
Social Identity
Attitudes
Theory of Planned Behavior
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: 
სადისერტაციო კვლევის მთავარ მიზანს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების მოტივაციას, თვითეფექტურობასა და სოციალურ იდენტობას შორის ურთერთმიმართების შესწავლა წარმოადგენდა ეიზენის (1991) “დაგეგმილი მოქმედების თეორიის” პერსპექტივიდან. სადისერტაციო ნაშრომის ცვლადების ურთიერთმიმართება შეესაბამება ეიზენის “დაგეგმილი მოქმედების თეორიის” მოდელს. ეიზენის “დაგეგმილი მოქმედების თეორია” სოციალური ქცევისა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების ახსნის თვლასზარისით უმნიშვნელოვანესი თეორიაა, თუმცა განსხვავებული ქცევითი კონტექსტი გავლენას ახდენს თეორიის ფაქტორებს შორის მიმართებაზე, რაც თეორიული მოდელის კონკრეტულ სიტუაციებთან მისადაგებას საჭიროებს. წინამდებარე ნაშრომში აქცენტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლების პროფესიულ ქცევასა და მის განმსაზღვრელ ცვლადებზე გაკეთდა. აღნიშნულ მოდელში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება დაგეგმილ ქცევას წარმოადგენს, სოციალური იდენტობა სუბიექტური ნორმის, ხოლო თვითეფექტურობა აღქმული ქცევითი კონტროლის ანალოგია, მოტივაციის ცვლადი მოდელში ქცევით განზრახვას ასახავს, ხოლო პროფესიული საქმიანობის მიმართ მასწავლებელთა სოციალური განწყობები პირდაპირაა გაზომილი. საკვლევ ცვლადებს შორის მიმართებების შესწავლის მიზნით, ხელმისაწვდომი შერჩევის საფუძველზე, რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, საქართველოს ხუთი ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 405-მა მასწავლებელმა. კვლევა ეთიკური სტანდარტების დაცვით ჩატარდა...

The main purpose of the dissertation research was to study relationship between teachers’ motivation, self-efficacy and social identity from the perspective of Ajzen’s (1991) Theory of Planned Behavior. The interaction among the research variables are consistent with Ajzen’s Theory of Planned Behavior. It is arguably one of the most important theory for explaining social behavior and its determinants, although different behavioral contexts affect the relationship between factors, requiring a theoretical model to be adapted to specific situations. The dissertation research focuses on the professional behavior of school teachers and its defining variables. In the model, teachers’ professional development is a planned behavior, social identity corresponds to the subjective norm, while self-efficacy corresponds to perceived behavioral control. The motivation reflects behavioral intentions, while teachers' attitudes towards their professional tasks are directly measured. In order to better understand the relationships between the study variables, on the basis of convenience sampling method, quantitative research was conducted, with the participation of 405 school teachers from five cities in Georgia. The research was conducted in compliance with ethical standards...
URI: https://openscience.ge/handle/1/3008
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
GVelesiani, Tamr-Disertatsia.pdfმასწავლებელთა მოტივაციის, თვითეფექტურობისა და სოციალური იდენტობის ურთიერთმიმართება1.07 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
Gvelesiani-Antiplagiati.pdfანტიპლაგიატი56.11 kBAdobe PDF    ასლის გამოთხოვა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

253
checked on May 16, 2024

გადმოწერა

77
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.