გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/3005
სათაური: საგანმანათლებლო პოლიტიკა და ნაციონალური იდენტობის ფორმირება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)
ავტორები: ხვედელიანი, ანა 
ხელმძღვანელი: კაკიტელაშვილი, ქეთევან 
ხარისხის სახელი: კულტურის კვლევების დოქტორი
PhD in Cultural Studies
სასწავლო პროგრამის სახელი: კულტურის კვლევები
Cultural Studies
დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: განათლების პოლიტიკა
ნაციონალური იდენტობა
ერი/ნაცია
ერი-სახელმწიფო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
educational policy
national identity
people/nation
nation-state
Democratic Republic of Georgia
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: 
თანამედროვე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში დღემდე აქტუალურია ნაციონალიზმისა და ნაციონალური იდენტობის ფორმირებასთან დაკავშირებული კვლევის საკითხები. ნაციონალური იდენტობის ფორმირება მრავალმხრივი და მრავალგანზომილებიანი პროცესია და სხვადასხვა სამეცნიერო დარგის ინტერესების სფეროში ხვდება. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანმანათლებლო პოლიტიკა და მისი როლი ნაციონალური იდენტობის ფორმირების პროცესში, 1918-1921 წლებში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ქართული საგანმანათლებლო სისტემის ძირეული გარდაქმნა, რიგ შემთხვევებში კი, - მისი ხელახალი შექმნა წარმოადგენდა. ის თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდებოდა ისეთ რეფორმებს, როგორიც არის სამეურნეო, ეკონომიკური თუ თვითმმართველობის რეფორმა. ეს უკანასკნელი იყო კიდეც დაკავშირებული განათლების რეფორმის დემოკრატიზაციის პროცესებთან. 1921 წლის საქართველოს კონსტიტუცია დემოკრატიის ქართული მოდელის ნიმუშად არის შესაფებული. თუმცა, სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ დემოკრატიის ქართული მოდელის ძიება პირველი რესპუბლიკის საგანმანათლებლო პოლიტიკაშიც უნდა გავაგრძელოთ. მით უფრო იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ეს მოდელი ერთდროულად მოიცავდა ეროვნულ ნიადაგზე კულტურული თანასწორობისა და დემოკრატიზმის პრინციპებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო სისტემას. ჩვენი კვლევის მიზანია დავადგინოთ, როგორია ქართული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი 1918-1921 წლებში გატარებული საგანმანათლებლო პოლიტიკის მიხედვით და როგორი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაციონალური იდენტობის თავისებურებები...

Research issues related to the formation of nationalism and national identity are still relevant in modern humanities and social sciences. Formation of the national identity is a multifaceted and multidimensional process and falls into the field of interest of various scientific fields. The paper presents educational policy of the Democratic Republic of Georgia and its role in the process of national identity formation in 1918-1921.
After the declaration of independence of Georgia in 1918, one of the most important directions of the state policy of the democratic republic was fundamental transformation of the Georgian educational system, and in some cases its re-creation. It was not inferior in its importance to such reforms as agricultural, economic or self-government ones. The latter was even related to the democratization processes of the education reform. The Constitution of Georgia of 1921 is considered to be an example of the Georgian model of democracy. However, it should be mentioned that we should continue the search for the Georgian model of democracy in the educational policy of the First Republic. All the more, taking into consideration the circumstances that this model simultaneously included an educational system based on the principles of cultural equality and democracy on the ground of nationality. The purpose of our research is to determine the process of formation and development of the Georgian national identity according to the educational policy carried out in 1918-1921 and the peculiarities of the national identity of the Democratic Republic of Georgia...
URI: https://openscience.ge/handle/1/3005
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
ხვედელიანი ანა.pdfსაგანმანათლებლო პოლიტიკა და ნაციონალური იდენტობის ფორმირება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)1.58 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
ავთენტურობა ხვედელიანი.pdfსაგანმანათლებლო პოლიტიკა და ნაციონალური იდენტობის ფორმირება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)822.31 kBAdobe PDF    ასლის გამოთხოვა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

31
checked on May 16, 2024

გადმოწერა

23
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.