Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2996
Title: ეთნიკური უმცირესობების კულტურათა მხარდაჭერა და სახელმწიფო მიდგომები საქართველოში (2009-2019 წლები)
Authors: საგანელიძე, ირინე 
Advisor: ჩიქოვანი, ნინო 
Degree Name: კულტურის კვლევების დოქტორი
PhD in Cultural Studies
Degree Discipline: კულტურის კვლევები
Cultural Studies
Institution: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოში ეთნიკური უმცირესობები
ეთნოსის იძულებითი თუ ნებაყოფლობითი მიგრაცია
ეთნოსების კულტურათა თვითმყოფადობის შენარჩუნება
ქართულ კულტურასთან ინტეგრაცია
Issue Date: 2022
Abstract: 
სადისერტაციო ნაშრომის მიზანია 2009-2019 წლებში საქართველოში ეთნიკური უმცირესობების კულტურათა მხარდასაჭერად სახელმწიფო მიდგომების სამეცნიერო კვლევა. თავდაპირველად, წარმოვადგინეთ ამ მიმართულებით ისტორიულად არსებული სტრატეგიული ხედვის ფაქტობრივი მიზეზები: წარსულში არაერთი ეთნოსის იძულებითი თუ ნებაყოფლობითი მიგრაცია; ხელისუფალთა პოლიტიკურ-ეკონომიურ მოსაზრებათა გამო მათი საქართველოში ჩამოსახლება; სახელმწიფოსა და ავტოქთონი მოსახლეობის მხრიდან მცირე ეთნოსების კულტურათა მიმართ გამოვლენილი ტოლერანტიზმის მიზეზები, გარემოებანი და ა. შ. ამავე მიზნით მიმოხილულ იქნა XIX საუკუნეში რუსეთის კოლონიური ეთნოპოლიტიკა, რაც არსებითად გამოიხატა ადგილობრივ ეთნიკური სურათის შესაცვლელად სხვადასხვა ეთნოსის გამიზნულად ჩამოსახლებაში, მათთვის ეროვნული კულტურული ინსტიტუციების გახსნასა და სხვადასხვა სახის კულტურული საქმიანობის ფინანსურად და ორგანიზაციულად ხელშეწყობაში. ნაშრომში მოხმობილ იქნა არაერთი მაგალითი, რომ, ამ ანტიქართული პოლიტიკის მიუხედავად, ავტოქთონმა მოსახლეობამ და მისი კულტურის წარმომადგენლებმა, შეინარჩუნეს რა ისტორიულად ეთნიკურ კულტურათა მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება, კულტურის აქ დამკვიდრებულ კავკასიელ, რუს თუ ევროპელ მოღვაწეებთან თანაცხოვრებითა და თანასაქმიანობით შექმნეს XIX საუკუნის საქართველოს გამორჩეული მულტიკულტურა. პოლიტიკურად წინააღმდეგობრივი მოვლენებით აღსავსე მომდევნო XX საუკუნეში კი ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვისადმი განსხვავებული სახელმწიფო მიდგომების დემონსტრირება მოვახდინეთ 1918 წლიდან 1995 წლამდე მიღებული კონსტიტუციების მიმოხილვით. ამასთან, ყველა ეს ისტორიული პოზიტიური წინამძღვარი მიჩნეულ იქნა როგორც ერთგვარი განმაპირობებელი თანამედროვე საქართველოში ეთნიკურ კულტურათა მიმართ ჰუმანური პოლიტიკისა, რომლის ჩამოყალიბების პირველ ეტაპად და 2009-2019 წლებში ეთნიკური უმცირესობების მხარდასაჭერად შემუშავებული სახელმწიფო მიდგომის ერთგვარ წინაპირობად მიჩნეულ იქნა საერთაშორისო ნორმატიული აქტების გათვალისწინებით შემუშავებული და ჩვენ მიერ დისერტაციაში გაანალიზებული ადგილობრივი საკანონმდებლო პროფილური დოკუმენტები და Iცალკეული პროფილური ინსტიტუციების საქმიანობა. ამის არგუმენტირებისათვის ზოგადად გამოიკვეთა ეთნიკური კულტურის პოლიტიკის გამტარებელი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ამ პოლიტიკის მაკონტროლებელი (სახალხო დამცველის, მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ა. შ.) დაწესებულებების საქმიანობის არსებითი მიმართულებები, შემდეგ კი შედარებით დაწვრილებით იქნა წარმოდგენილი 2009-2019 წლებში ეთნოსების კულტურათა თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქართულ კულტურასთან ინტეგრაციის მიზნით ამის უშუალო განმახორციელებელი ინსტიტუციების: სახელმწიფოს ქვემდებარე სსიპ დაწესებულებების-ეთნიკური თეატრებისა და მუზეუმების საქმიანობა; ასევე ეთნიკურ უმცირესობათა მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ასევე მათ კულტურათა მხარდამჭერი ღონისძიებების სანიმუშო მაგალითები, რაც ადასტურებს 2009-2019 წლებში ეთნიკური უმცირესობების კულტურათა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გააქტიურებასა და თანმიმდევრულ ხასიათს. ამას დიდად განაპირობებს სახალხო დამცველის აპარატისა და ტოლერანტობის ცენტრის სამოტორინგო მუშაობის შედეგიც-დისერტაციაში გაანალიზებული და შეფასებული მათი ყოველწლიური ანგარიშები, რომლებშიც აღნუსხულია სახელმწიფო უწყებათა მიერ ეთნიკური უმცირესობების კულტურათა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები; დაფიქსირებულია ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები და მათი გამოსწორების მიზნით გაცემული რეკომენდაციები. იმის საჩვენებლად, თუ რამდენად შეესატყვისება 2009-2019 წლებში შესაბამისი ინსტიტუციების მიერ რეალიზებული ოფიციალური პოლიტიკა ევროპულ ფასეულობათა დასამკვიდრებლად საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, ზოგადად მიმოვიხილეთ ევროკავშირის, გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთოსა და სხვათა მიერ შემუშავებული უმთავრესი საერთაშორისო დოკუმენტები; შედარებისათვის წარმოვაჩინეთ ზოგიერთი პოსტსაბჭოთა (ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, მოლდოვა) და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი) ქვეყნის პოლიტიკა, მისი მსგავსება და განსხვავება ანალოგიური ქართული პოლიტიკისაგან. ეთნოსების კულტურათა მიმართ ოფიციალური პოლიტიკის იმპლემენტაციის ხარისხის შესწავლის მიზნით კი გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი ემპირიული კვლევის IIკომბინირებული მეთოდი, რომლის შესაბამისად ჩვენ მიერ შედგენილი კითხვარი დაეგზავნა დედაქალაქისა და რეგიონების კულტურის სფეროს ორგანიზაციებს. გამოკითხვის შედეგებმა, ასევე ზემოთ აღნიშნული ინსტიტუციების საქმიანობის კვლევამ გამოავლინა 2009-2019 წლებში ეთნიკური უმცირესობების კულტურათა მიმართ გატარებული პოლიტიკის როგორც მიღწევები, ისე ხარვეზები, რის გამოსასწორებლად ნაშრომში მოვახდინეთ ჩვენეული რეკომენდაციების დემონსტრირება.

The aim of this thesis is to research the state's approaches to supporting ethnic minority cultures of Georgia between 2009 and 2019. The reasons for forced or voluntary migration of ethnic groups; their settling in Georgia due to political-economic views; reasons for the tolerance shown by state authorities towards the cultures of small ethnic groups. Colonial ethno-politics of Russia in the 19 th century was reviewed, which was expressed through the deliberate resettlement of various ethnic groups in order to open national institutions for them and provide financial and organizational assistance for various cultural activities. The thesis cites examples of how, despite the non-Georgian policy, the indigenous population and representatives of its culture maintained a tolerant attitude towards ethnic cultures, which created 19 th century Georgia’s distinctive multiculturalism through coexistence and collaboration between Caucasian, Russian and European cultural figures. Different state approaches of the 20 th century regarding the protection of rights of ethnic minorities through the review of constitutions adopted from 1918 to 1995 are demonstrated. Local legislative profile documents that were developed in accordance with international normative acts and the activities of separate profile institutions are also shown. Areas of activity implementing control of ethnic cultures policy (Public Defender, the Center of Tolerance, etc.) were revealed. Measures for supporting the cultures of ethnic minorities and consistent nature of the state policy between 2009 and 2019 were largely owing to the monitoring activities of the Public Defender's Office and the Center of Tolerance. The thesis analyzes and evaluates their annual reports regarding recorded measures taken by the state agencies for protection of the cultural rights of ethnic minorities; existing shortcomings were identified and recommendations were indicated for their modification. To disclose how relevant institutions in were implemented between 2009 and 2019, in line with Georgia's international commitments to European values, key international documents developed by the EU, UN. Council of Europe, OSCE were examined; the policies of post-Soviet countries (Estonia, Lithuania, Ukraine, Moldova) and Western European states (Germany, Finland, the Netherlands) were compared with similarities and differences in analogous Georgian policies. The combined method of qualitative and quantitative empirical research was used for studying the implementation quality of official policies towards ethnic cultures, according to which the questionnaire was compiled and sent to cultural organizations in Tbilisi and the regions. The results of the survey and analysis of the activities of institutions revealed both the achievements and shortcomings of the policy towards cultures of ethnic minorities in 2009 -2019.
URI: https://openscience.ge/handle/1/2996
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
საგანელიძე ირინე.pdfეთნიკური უმცირესობების კულტურათა მხარდაჭერა და სახელმწიფო მიდგომები საქართველოში2.3 MBAdobe PDFView/Open
ავთენტურობა საგანელიძე.pdfანტიპლაგიატი284.25 kBAdobe PDF    Request a copy
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

27
checked on Apr 29, 2024

Download(s)

26
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.