გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2992
სათაური: ფენტეზის ჟანრული თავისებურებები (ჯ. როულინგის, ჯ.რ.რ მარტინის და ჯ.რ.რ ტოლკინის ნაწარმოებთა მიხედვით)
ავტორები: ნადარეიშვილი, ავთანდილ 
ხელმძღვანელი: გელაშვილი,მანანა 
ხარისხის სახელი: ფილოლოგიის დოქტორი
PhD in Philology
სასწავლო პროგრამის სახელი: ფილოლოგია
Philology
დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ფენტეზის ჟანრი
მხატვრული თავისებურებები
რელიგიისა და მისტიკის როლი ფენტეზის სამყაროში
ისტორიული პარალელები
კომპარატივიზმისა და დესკრიფციის მეთოდები
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ფენტეზის ჟანრის მხატვრული თავისებურებები სამი მწერლის: ჯოან როულინგის, ჯონ ტოლკინის და ჯორჯ მარტინის მრავალტომიან საგებზე დაყრდნობით („ჰარი პოტერის თავგადასავალი,“ „ბეჭდების მბრძანებელი,“ „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“).
ნაშრომში გაანალიზებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა რელიგიისა და მისტიკის როლი ფენტეზის სამყაროში, ძალაუფლების და მისკენ სწრაფვის თემა. გამოთქმულია ვარაუდები ნომენკლატურის საკითხში სავარაუდო წყაროების თაობაზე და განმარტებულია პერსონაჟთა საკუთარი სახელები, გეოგრაფიული ტოპონიმები და ავტორთა მიერ გამოგონილი ორიგინალური ლექსიკური კომპოზიტები.
თავში სახელწოდებით „ისტორია და დღევანდელობა“ გამოვლენილია ისტორიული პარალელები რეალობასა და ფენტეზის სამყაროს შორის. ნაჩვენებია, რომ ჯორჯ მარტინი საგაში არსებული პარალელები, მაშინ როცა ტოლკინი მსგავს პარალელებს მაქსიმალურად გაურბის, ხოლო როულინგის სამყაროში ჩვეულებრივი კალენდარი მოქმედებს და ნაწარმოების მოქმედებაც რეალურ დროში ვითარდება. განხილულია კავშირი დღევანდელობასთან. გამოკვეთილია, თუ რა პოზიციებს აფიქსირებენ ავტორები მთელ რიგ აქტუალურ საკითხებზე: თავისუფლება, დისკრიმინაცია სქესის, აღმსარებლობის თუ სოციალური სტატუსის ნიშნით, ადამიანის საბაზისო უფლებები.
ნაშრომის ვრცელი ნაწილი ეთმობა თხრობის დამაჯერებლობის საკითხს. ხაზგასმულია, თუ რა საშუალებებით იქნა მიღწეული ავტორთა მიერ შემოთავაზებული თითოეული ალტერნატიული, გამოგონილი სამყაროს თვითმყოფადობა და როგორ მოხერხდა, რომ მათ არა მხოლოდ შეექმნათ მკითხველში რეალურობის ილუზია, არამედ საკმაოდ დიდხანს შეენარჩუნებინათ კიდეც ეს განცდა.
ნაშრომის ბოლო თავში, დარგის სპეციალისტთა თეორიულ ნაშრომებთან გავლებული პარალელების მეშვეობით, გაანალიზებულია ფსიქოლოგიური პორტრეტები, როგორც სიახლე ფენტეზის ჟანრისთვის, რომლის დინამიკაც, როგორც აქამდე ითვლებოდა,
შეიძლება ნაკლებად აძლევდეს მწერალს ამ კუთხით დიდი წიაღსვლების საშუალებას. საბოლოო ჯამში, ნაშრომში კომპარატივიზმისა და დესკრიფციის მეთოდების გამოყენებით, გამოვლინდა მსგავსება-განსხვავებები სამი ავტორის წერის სტილსა და მსოფლმხედველობაში.

The present work discusses the artistic features of the fantasy genre based on the voluminous sagas of three writers: Joan Rowling, John Tolkien and George Martin ("The Adventures of Harry Potter," "The Lord of the Rings," "A Song of ice and fire"). From different angles. Each chapter provides extensive answers to such questions as, for example, the role of religion in these works, what is the contribution of mysticism, how the theme of power and aspiration to it is covered in each of the
analyzed texts. Assumptions about possible sources in the issue of nomenclature are expressed and characters' proper names, geographical toponyms or original lexical composites invented by the authors are explained.
The chapter titled "History and the present" reveals historical parallels between reality and George Martin's saga, while Tolkien avoids such parallels as much as possible, while in Rowling's world there is a familiar calendar and the events unfold in real time. The connection with the present is discussed. The opinions of the authors are stated on a number of topical issues: freedom and slavery, discrimination on the grounds of gender, religious belief or social status, basic human rights. Quite an extensive part of the work is devoted to the question of persuasiveness, which is very important for fantasy because of its specificity. The mentioned texts have been studied in the present work in terms of logical correctness, shortcomings are clearly indicated, if any. It is emphasized by what means the originality of each of the alternative, fictional worlds proposed by the authors was achieved, how they were made self-sufficient and how they managed not only to create the illusion of reality in the reader, but also to maintain this feeling for quite a long time. In the last chapter of the work, through the parallels drawn with the theoretical works of specialists in the field, psychological portraits are analyzed as a novelty for the fantasy genre, the dynamics of which, as it was previously believed, may give the writer little opportunity (space or time) in this regard.
Finally, in the work, using the methods of comparison and description, similarities and differences in the writing style and worldview of the three authors were revealed.
URI: https://openscience.ge/handle/1/2992
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
ნადარეიშვილი ავთანდილ.pdfფენტეზის ჟანრული თავისებურებები (ჯ. როულინგის, ჯ.რ.რ მარტინის და ჯ.რ.რ ტოლკინის ნაწარმოებთა მიხედვით)2.34 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
ავთენტურობა ნადარეიშვილი.pdfანტიპლაგიატი753.88 kBAdobe PDF    ასლის გამოთხოვა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

14
checked on May 16, 2024

გადმოწერა

8
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.