გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2980
სათაური: ანტისამთავრობო გამოსვლები შიდა ქართლის მთიანეთში 1918-1921 წლებში
ავტორები: გუნცაძე, მანუჩარ 
ხელმძღვანელი: კუპატაძე, ბონდო 
ხარისხის სახელი: ისტორიის დოქტორი
PhD in History
სასწავლო პროგრამის სახელი: ისტორია
PhD Programme in History
დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: შიდა ქართლის მთიანეთი
სამხრეთ ოსეთი
ანტისამთავრობო გამოსვლები
რუსეთთან შეერთება
ტერიტორიის საქართველოსგან გამოყოფა
გამოცემის თარიღი: 2022
რეზიუმე: 
ნაშრომში განხილულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს შიდა ქართლის მთიანეთში (ე.წ. „სამხრეთ ოსეთში”) დაწყებული ანტისამტავრობო გამოსვლები, რომელთა მასშტაბის იქამდე გაიზარდა, რომ აღნიშნული ტერიტორიის საქართველოსგან გამოყოფას და რუსეთთან შეერთებას მოითხოვდნენ.
კვლევისათვის მნიშვნელოვანია დაპირისპირების სრული ანალიზი, ამიტომ განხილულია, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე სამხედრო მოვლენები, რაც სრული სურათის აღქმაში გვეხმარება.
აღნიშნული მიმართულებით საკმაოდ დიდი მასალა არსებობს საქართველოს ცენტრალურ არქივში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი. მათი დიდი ნაწილი ან თანამედროვე პერიოდშია გამოქვეყნებული, ან თანადროულ პრესაში. აღნიშნულ ავთენტურ მასალასთან ერთად საინტერესოა მონაწილეთა მოგონებები, განსაკუთრებით კი ორი პიროვნების, გენერალ გიორგი კვინიტაძისა და გენერალ ვალიკო ჯუღელის. მემუარების სუბიექტურობის მიუხედავად, წყაროთა შეჯერების საფუძველზე, შეგვიძლია ბევრი ფაქტი აღვადგინოთ ან/და დავაზუსტოთ, რაც დამატებითი ანალიზის საფუძველს იძლევა.
აღნიშნული საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ახალი და უახლესი პერიოდის ისტორიისათვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს ე.წ. „სამხრეთ ოსეთი” და მისგან ისმის ბრალდებები, რომ საქართველომ 1920 წელს ოსებს მოუწყო გენოციდი. წინამდებარე ნაშრომში განხილული იქნება ეს მოსაზრება და ასევე წარმოდგენილი იქნება ზოგადი სურათი, თუ რა ვითარება იყო 1918-1921 წლების საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, როგორც კანონმდებლობისა და კონსტიტუციის მაგალითზე, ასევე პრაქტიკაში განხორციელებული ქმედებების მიხედვით.

The paper discusses the anti-government rallies launched during the Democratic Republic of Georgia in the Shida Kartli highlands (so-called "South Ossetia"), the scale of which increased to the point where they demanded the separation of the territory from Georgia and unification with Russia.
A complete analysis of the controversy is important for the study, so both political, economic, and military events are discussed, which help us to perceive the full picture.
There is a lot of material in this direction in the Central Archive of Georgia, in the archives of the Ministry of Internal Affairs, the National Center of Manuscripts. Most of them are published either in the modern period or in the contemporary press. Along with the authentic material, the memories of the participants are interesting, especially of two people, General Giorgi Kvinitadze and General Valiko Jugheli. Regardless of the subjectivity of the memoirs, based on a combination of sources, we can reconstruct and / or clarify many facts, which provides a basis for further analysis. This issue is quite important for the history of Georgia in the new and recent period, especially if we take into account the current political situation, when Russia has occupied the so-called. "South Ossetia" and allegations that Georgia organized genocide against Ossetians in 1920. This paper will discuss this view and also provide an overview of the situation in Georgia in terms of protection of the rights of ethnic minorities in 1918-1921, both in terms of legislation and the Constitution, as well as in practice.
URI: https://openscience.ge/handle/1/2980
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
გუნცაძე მანუჩარ.pdfანტისამთავრობო გამოსვლები შიდა ქართლის მთიანეთში 1918-1921 წლებში3.54 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
ავთენტურობა გუნცაძე.pdfანტიპლაგიატი615.75 kBAdobe PDF    ასლის გამოთხოვა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

25
checked on May 16, 2024

გადმოწერა

28
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.