გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2968
სათაური: ფატალიზმი - ქართული კულტურული მოდელი
ავტორები: ჩხაიძე, თამარ 
ხელმძღვანელი: სურმანიძე, ლალი 
ხარისხის სახელი: ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორი
PhD in Psychological Anthropology
სასწავლო პროგრამის სახელი: ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)
Psychological Anthropology (interdisciplinary
დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კულტურული მოდელი
კულტურული კონსენსუსი
ულტურული კონსონანსი
ფატალიზმი
ულტურული კონსონანსი, ფატალიზმი
Cultural Mode
Cultural Consensus
Cultural Consonance
Fatalism
Emic Approach
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
სადისერტაციო ნაშრომი შესრულდა თანამედროვე ფსიქოანთროპოლოგიის, კერძოდ, „კულტურული მოდელები კულტურული კონსენსუსი კულტურული კონსონანსის“ კონცეპტუალურ ჩარჩოში. მოცემული ჩარჩო კულტურის თეორიაში არსებულ ორ საკვანძო პრობლემას პასუხობს. პირველი, ესაა დუალისტური მიდგომის, კერძოდ, შინაგანი/გარეგანი, ჰომოგენური/ჰეტეროგენული დიქოტომიების მცდარობის დასაბუთება. მეორე, კულტურა-დონის და ინდივიდი-დონის ერთმანეთისგან გამიჯვნის საჭიროება და შემდეგ მათი კავშირის უზრუნველმყოფელი მექანიზმების თეორიული კონცეპტუალიზაცია.
„კულტურული მოდელები კულტურული კონსენსუსი  კულტურული კონსონანსის“ ჩარჩოს ღირებულება მხოლოდ თეორიული ღირებულებით არ შემოფარგლულა. მან, ამავდროულად, ნაყოფიერი ემპირიული კვლევის ჩატარების შესაძლებლობა მოგვცა. საკვლევ სფეროდ შეირჩა ფატალიზმი, რომელიც ადამიანის ქცევის საკმაოდ ფართო სპექტრის ახსნაში გვეხმარება. მათ შორის, საზოგადოების განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ქცევების, როგორიცაა ეკონომიკური კაპიტალის დაბანდება, უმუშევრობასთან ბრძოლა, სამოქალაქო აქტივობა, საარჩევნო ქცევა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევა და ა.შ.
ამგვარად, ფატალიზმის შესწავლის აქტუალურობიდან გამომდინარე და მის შესასწავლად ფსიქოანთროპოლოგიის პოტენციალის გათვალისწინებით, წინამდებარე ნაშრომის მიზანი ფატალიზმის შესახებ ქართული კულტურული მოდელის შესწავლა იყო. ამისათვის კი კვლევის ე.წ. “რბილი” და “მკაცრი” მეთოდების სინთეზს მივმართეთ: სიღრმისეული ინტერვიუების საშუალებით შეგროვებული დისკურსების „კულტურული ანალიზის“, კერძოდ, მეტაფორების ანალიზის შედეგად ფატალიზმის კოგნიტურის სქემის შემდეგი ემიკური კომპონენტები გამოვლინდა: პიროვნული კონტროლი, ღვთაებრივი კონტროლი, წინასწარგანსაზღვრულობა, უმწეობა და იღბალი. მიღებული მონაცემების ტრიანგულაციისთვის „დისკურსის კულტურული ანალიზის“ მეორე მეთოდი, პროპოზიციების ანალიზი გამოვიყენეთ. დამატებით, პროპოზიციების ანალიზმა კომპონენტებს შორის სპეციფიკური ურთიერთმიმართებების გამოვლენის საშუალება მოგვცა. ურთიერთმიმართებების სპეციფიკა ცვალებადობა/უცვლელობის განზომილებით აღიწერა.
კოგნიტური მოდელის გამოვლენის შემდეგ მისი გაზიარებულობა, სხვა სიტყვებით, „კულტურულობა“ კულტურული კონსენსუსის ანალიზით დადასტურდა. დამატებით, კულტურული კონსენსუსის ანალიზის შედეგად მივიღეთ რესპონდენტთა კულტურული ცოდნის ფლობის, ანუ კულტურული კომპეტენციის მაჩვენებლები (M=.75; SD=.23) და დებულებებზე კულტურულად სწორი პასუხების შესახებ ინფორმაცია. ამ უკანასკნელის საფუძველზე კულტურული კონსონანსის (კულტურა-დონისა და ინდივიდი-დონის თანხმობა) მაჩვენებლები (M=75.82; SD = 13.45) გამოვთვალეთ და კულტურული კომპეტენციის რაოდენობრივი ანალიზის შედეგებს შევადარეთ. შედეგების თანახმად, კულტურული კომპეტენციის და კულტურული კონსონანსის განსხვავებული კონსტრუქტების შესახებ თეორიული დაშვებები ემპირიულად ვერიფიცირდა. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია, თავისი არსით, მეცნიერებათა (ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, სოციალური, ქცევითი) გადაკვეთაზე მყოფი ინტერდისციპლინური სფეროა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონცეპტუალური წინააღმდეგობების - როგორც თეორიული, ისე მეთოდოლოგიური - დაძლევაა (სურმანიძე, 2021). წინამდებარე ნაშრომი კიდევ ერთი ნიმუშია იმისა, რომ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის, როგორც ინტერდისციპლინური დარგის აქტუალობა დღეს განპირობებულია არა მარტო კომპლექსური თეორიული მიდგომებით, არამედ მეთოდოლოგიური სინთეზის აშკარა პოტენციალითაც.

The dissertation was performed in the conceptual framework of Contemporary Psychological Anthropology, in particular, we used “Cultural Models  Cultural Consensus  Cultural Consonance” conceptual scheme. The latter addresses two key issues in culture theory. The first is to substantiate the fallacy of the dualistic approach, such as the internal vs external culture, homogeneous vs heterogeneous culture dichotomies. The second is to emphasize the need for cultural-level and individual-level separation not only on a theoretical but also on an empirical phase.
The value of the framework “Cultural Models  Cultural Consensus  Cultural Consonance” was not limited with the theoretical value. At the same time, it enabled to conduct the fruitful empirical research. Fatalism was chosen as the field of study (Cultural Domain), which helps us to explain a wide range of human action, including the important actions for the development of society such as investing economic capital, fighting against unemployment, civic activism, electoral behavior, health-related behavior, and so on.
Thus, due to the relevance of studying fatalism and considering the potential of Psychoanthropology to inquiry this phenomenon, the presented paper aims at identifying and verifying the Georgian cultural model of fatalism. The synthesis of so-called “soft” and “hard” research methods was used for this purpose. The "Cultural analysis" (in particular, The Metaphor analysis) of the discourses, collected through in-depth interviews, revealed the emic components of the Fatalism Cognitive Schema. Those are Personal Control, Deity, Destiny, Helplessness and Luck. For triangulation of the obtained data, the second method of “Cultural analysis” of discourse – “Reasoning analysis” (Reconstructing the “gist propositions”) was used. In addition, the analysis of propositions allowed us to identify the relationships between the components. The specifics of the relationship were described with the changeable/unchangeable dimension. After the identification of the cognitive model, its sharedness was confirmed with the cultural consensus analysis. In addition, as a result of the cultural consensus analysis, the respondents' cultural competence scores (M = .75; SD = .23) and “Cultural Answer Key” were obtained. Based on the latter, the Cultural Consonance (consonance of cultural-level and individual-level) scores (M = 75.82; SD = 13.45) were calculated and compared to the results of the quantitative analysis of cultural competence. According to the results, the theoretical assumptions about different constructs of cultural competence and cultural consonance were empirically verified. Psychological anthropology, with its essence, is an interdisciplinary field at the crossroads of the sciences (humanities, natural sciences, social), and one of its main goals is to overcome the conceptual contradictions, both theoretical and methodological (Surmanidze, 2021). The present paper is another demonstration of how not only the complex theoretical approaches but also the obvious potential of its methodological synthesis makes the field of psychological anthropology such a relevant interdisciplinary research area.
URI: https://openscience.ge/handle/1/2968
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
+Chkhaidze_PhD_Full_Version_GEO_Final.pdfფატალიზმი - ქართული კულტურული მოდელი3.31 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
ჩხაიძე_ დასკვნა პლაგიატის შესახებ.pdfანტიპლაგიატი223.77 kBAdobe PDF    ასლის გამოთხოვა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

59
checked on May 16, 2024

გადმოწერა

27
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.