Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2949
Title: ვალაუვალობის წარმოების თავისებურებები ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით და შედარებითი კვლევა ვალაუვალობის ქართულ სამართალთან
Authors: ტურაშვილი, ჯუბო 
Advisor: მიგრიაული, როინ 
Degree Name: სამართლის დოქტორი
Degree Discipline: სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართლის ფაკულტეტი 
Keywords: ვალაუვალობის სამართალი
ევროპული ვალაუვალობის რეგულაცია
ქართული სამართლებრივი ნორმები
ევროპული კანონმდებლობა
Issue Date: 2022
Abstract: 
წინამდებარე ნაშრომზე ფიქრი ჯერ კიდევ საფრანგეთში, ქალაქ ჩემბერში სწავლების პერიოდში დავიწყე. მიზეზი, რომელმაც ვალაუვალობის სამართლის სიღრმისეული ანალიზის სურვილი გამიღვივა, ევროპული ვალაუვალობის რეგულაცია და შემდგომში განახლებული რეგულაციის არსებობა გახლავთ. ვალაუვალობის ევროპული რეგულაცია 2000 წლიდან ძირითადი ნორმატიული აქტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ვალაუვალობის წარმოების ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ერთიან და ჰარმონიზებულ სივრცეს წარმოადგენს წევრი სახელმწიფოთათვის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარებამ და მეწარმე სუბიექტების აქტივობამ, დაარღვია ვალაუვალობის სამართლის ჰარმონია და შედეგად, 2017 წლიდან ძალაში შევიდა ვალაუვალობის განახლებული რეგულაცია, რომელმაც გარკვეულწილად დაასტაბილურა ევროპული ვალაუვალობის ქაოტური მდგომარეობა.
ვალაუვალობის სამართალი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, თუმცა დღემდე განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფი სამართლის დარგია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რატომღაც ვალაუვალობა, როგორც ცალკე აღებული სამართლის დარგი, ვერ იქცევს ისეთ ყურადღებას იმისათვის, რომ მეტი იურისტი ან დამწყები იურისტი დაინტერესდეს მისით. თუ ჩემი შთაბეჭდილება მართებულია, მაშინ შეიძლება გამოსავალი სწორედ იურისტებში ან დამწყებ იურისტებშია, ვინაიდან სწორედ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დარგის აქტუალიზაცია და მისი მნიშვნელობისა და დანიშნულების სწორი ფორმით მიწოდება იურისპუდენციაში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანისთვის. სწორედ მსგავსი მოსაზრებები რეალიზდებიან დარგის სიღრმისეულ კვლევაში და გამომდინარე იქიდან, რომ სამართალი არ გახლავთ ზუსტი მეცნიერება, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ თეორიული დაშვებების, ობიექტური კრიტიკის, არგუმენტირებული მსჯელობისა და პროგრესული აზროვნების ფონზე, ვალაუვალობას შევძინოთ ის აქტუალიზაცია, როგორიც პირობითად სამეწარმეო სამართალს ახასიათებს. მოგეხსენებათ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, საქართველოს სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ქართული სამართლებრივი ნორმების ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზება.
ბუნებრივია, გამონაკლისი არ გახლავთ არც ვალაუვალობის სამართალი და შესაბამისად, დავიწყე ვალაუვალობის ევროპული რეგულაციების თავისებურებების კვლევა, რათა ევროპული ვალაუვალობის ფუნდამენტური საკითხები არ ყოფილიყო უცხო ვალაუვალობის ქართული სამართლისა თუ დარგში მოღვაწე დაინტერესებული პირებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ წინამდებარე კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებდა 2007 წლის „გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო უკვე 2021 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა გადახდისუუნარობის განახლებული - „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების“ შესახებ საქართველოს კანონი.
უნდა აღინიშნოს, რომ ვალაუვალობის ევროპული რეგულაციების თავისებურებების სიღრმისეული კვლევის უმთავრესი მიზანი გახლდათ, ამავე რეგულაციების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების წარმოჩენა, პრობლემების იდენტიცირება და შემდგომში, ვალაუვალობის ქართულ სამართალში გათვალისწინებისა და მათი ადაპტირების შესაძლებლობის ანალიზი. ბუნებრივია, ევროპული სამართლის ქართულ სამართალთან შედარებითი ანალიზის მიზნით, საჭიროებისამებრ პარალელი გავლებულია 2007 წლის გადახდისუუნარობის კანონთან, თუმცა ვალაუვალობის ქართული სამართლის ბოლოს განხორციელებული სიახლისა და ნაშრომის სრულყოფილობის გამო, წარმოჩენილია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის დაშვებებიც.
URI: https://openscience.ge/handle/1/2949
Appears in Collections:სამართლის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Jubo Turashvili Disertatsia.pdfვალაუვალობის წარმოების თავისებურებები ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით და შედარებითი კვლევა ვალაუვალობის ქართულ სამართალთან990.35 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.