Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2948
Title: ციფრული პლატფორმების მიერ კონტენტის მართვა და ადამიანის უფლებები
Authors: შენგელია, ნინო 
Advisor: ჯორბენაძე, სერგი 
Degree Name: სამართლის დოქტორი
Degree Discipline: სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: სამართლის ფაკულტეტი 
Keywords: ციფრული კომპანიების გაძლიერება
სოციალური მედია
საკონსტიტუციო სამართალი
სოციალური ქსელების რეგულირები
Issue Date: 2022
Abstract: 
ციფრული კომპანიების გაძლიერება გავლენას ახდენს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაზე. დედამიწის მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი ყოველდღიურად გამოხატავს თავის აზრს სოციალური ქსელების საშუალებით. ერი-სახელმწიფოს მიღმა კონსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს კერძო სექტორში, უფრო ზუსტად, სოციალური მედიის კომპანიებში. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული კონსტიტუციონალიზმის ცნება და მასთან დაკავშირებული დისკურსი კარგად არის დამკვიდრებული საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ამ საკითხზე ჯერჯერობით მსჯელობა არ მიმდინარეობს.
ციფრული კონსტიტუციონალიზმის არსი მდგომარეობს ქსელურ კომპანიებში ძალაუფლების შებოჭვაში, როგორც სახელმწიფოთა კანონმდებლობით, ასევე თვით სოციალური მედიის კომპანიების ნორმატიული დოკუმენტებით, ანუ რეგულირებით და თვითრეგულირებით. ამავე დროს ისეთი სუპრანაციონალური ორგანიზაცია, როგორიცაა ევროკავშირი ნერგავს თანარეგულირების ფორმებსაც.
ციფრულ ტექნოლოგიებსა და საკონსტიტუციო სამართალს შორის ურთიერთქმედება განსაკუთრებით აშკარაა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხში. სოციალური ქსელების ვირტუალურ სამყაროში ადამიანების აქტიურობამ წარმოშვა ახალი საფრთხეები, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების კუთხით.
ნაშრომში გამოკვლეულია ციფრული სამყაროს განვითარების და გაფართოების შედეგად წარმოქმნილი რისკები, გაანალიზებულია ერი-სახელმწიფოების და სუპრანაციონალური ორგანიზაციის - ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები ახალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. განხილულია ევროპის ქვეყნების ახალი კანონმდებლობა, რომლის მიზანია სოციალური ქსელების რეგულირება, რათა შესაძლებელი იყოს მათი გაწმენდა სიძულვილის ენისა და ონლაინ ზიანის მომტანი კონტენტისაგან; ევროკავშირის ინიციატივები სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელების შესამცირებლად.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც გამახვილებულია ყურადღება, არის კონსტიტუციური უფლებების გამჭოლი მოქმედება. კონკრეტულად, როგორ მოქმედებს ძირითადი უფლებები კერძო სამართლებრივ ურთიერთობებზე. ე.წ. გამჭოლი დოქტრინის შესაბამისად. ტრადიციული კონსტიტუციონალიზმის კონცეფციაში ძირითადი უფლებების ადრესატი არის სახელმწიფო და დისკურსის საგანს წარმოადგენს ის საკითხი, თუ რამდენად შეიძლება, რომ ძირითადი უფლებების ადრესატი იყოს კერძო კორპორაცია. ეს დისკურსი გამოწვეულია იმით, რომ თანამედროვე ეპოქაში, კერძო უფლებების დარღევის რისკი მოდის კორპორაციებისგან.
წამოჭრილი საკითხები გლობალური მნიშვნელობისაა და ამავე დროს ეხება საქართველოს, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალური ქსელების მომხმარებელია. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით იკვეთება, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელთა უფლებები არ არის სათანადოდ დაცული. ამას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი. ერთი მხრივ, საქართველოში არ არსებობს ონლაინ ზიანის მომტანი კონტენტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, მეორე მხრივ, სოციალური ქსელი, რომელიც მოქმედებს თავისი ბიზნესის ინტერესიდან გამომდინარე, მართავს კონტენტს ისე, რომ არ ითვალისწინებს ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტს. ეს კი არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რომელშიც ძალზე სუსტია მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმები. ამაზე მეტყველებს საქმეების მწირი რაოდენობა, რომელიც აქვს განხილული ქართულ სასამართლოებს სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ დარღვევასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენს მიერ გამოკვლეული მასალა ადასტურებს, რომ საქართველოში სოციალურ სივრცეში ხშირია, როგორც დეზინფორმაციის, ასევე ონლაინ ზიანის შემცველი კონტენტი სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისკენ წაქეზების ჩათვლით, რომელსაც არ არეგულირებს სოციალური ქსელი და სახელმწიფოსგანაც დაუსჯელი რჩება.
ნაშრომში არის მსჯელობა სიძულვილის ენის განსხვავებულ გაგებაზე სხვადასხვა ქვეყანაში, გაანაალიზებულია ევროსასამართლოს მიერ განხილული საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გამოყენებაზე სახელმწიფოთა რეაგირებასთან.
ასევე განხილულია „ფეისბუქის“ საზედამხედველო საბჭოს მიერ განხილული საქმეები, სადაც არის მსჯელობა კონკრეტულ შემთხვევებში რამდენად შეესაბამება „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებები კონტენტის მოდერაციასთან დაკავშირებით, როგორც ამ სოციალური ქსელის „საზოგადოებრივ სტანდარტებს“, ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონს.
ნაშრომში გაანალიზებული ევროპის წამყვანი ქვეყნების პრაქტიკა სოციალური ქსელების რეგულირების მხრივ, ისე, რომ დაცული იყოს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის, კარგ საფუძველს იძლევა მომავალში საქართველოში ანალოგიური საკანონმდებლო მოწესრიგებისთვის.

The empowerment of technology companies influences the way of life of modern society. More than one-third of global citizens express their thoughts through social networks. Beyond a sovereign state, constitutionalizing processes are taking place in the private sphere, precisely within social media companies. Despite the fact that the concept of digital constitutionalism and the discourse associated with it is well embedded in international academic circles, there is no discourse on this topic in Georgian academic literature so far. The concept of digital constitutionalism is focused on taming social media companies in the framework of not just laws and regulations adopted by a sovereign state but also by the policy documents of social media companies or with regulatory or self-regulatory mechanisms. At the same time, a supranational organization such as the EU is in the process of implementing forms of co-regulation.
The interplay between technologies and constitutional law is particularly evident in the field of protection of fundamental human rights and freedoms. Human actions in a virtual world of social media have given rise to a new set of risks, and challenges, especially in the context of freedom of expression.
The paper looks at the risks arising out of the expansion of the digital world and analyzes the measures taken by sovereign states and supranational organizations, such as the European Union, to prevent the emergence of new threats. The paper discusses new legislation in European countries aimed at regulating social networks and at removing hate speech as well as harmful content online and the EU initiatives to reduce the spread of misinformation on social networks.
One of the issues that have been highlighted is the piercing effect of constitutional rights. Specifically, how fundamental rights affect private legal relationships in accordance with the principle of “piercing the corporate veil”. Within the concept of traditional constitutionalism, the addressee of fundamental rights is a sovereign state, and the subject of the discourse is the extent to which the addressee of fundamental rights may be a private corporation. This discourse stems from the fact that in the modern era, the risk of infringement of private rights comes from private corporations.
The issues discussed in the paper are of global importance and, at the same time, concern Georgia, where a large majority of the population uses social networks. According to a survey conducted in Georgia, the rights of Facebook users are not properly protected. Many factors contribute to this. On the one hand, there is no legislation in Georgia regulating harmful content online; on the other hand, a social network that acts in accordance with its commercial interest manages the content in a way that does not take into account the historical, cultural and local context. This puts countries like Georgia in an unfavourable situation, where the mechanisms for protecting the interests of users are very weak. This is evidenced by a small number of cases that have been heard in Georgian courts on the topic of social networks and violations stemming from social networks. However, based on the research conducted in the scope of this paper in Georgia, content on social media that contains disinformation and online harm is circulating very frequently, including the use of hate speech and incitement to violence, which is unregulated by the social network and goes unpunished by the state.
The paper discusses the different understandings of hate speech in different countries and analyzes the cases heard by the European Court of Human Rights related to the response of states to the use of hate speech on social networks.
Also, the paper discusses cases that are reviewed by Facebook's supervisory board, which analyses in certain instances whether Facebook's decisions regarding content moderation are in line with the social network's policy standards and international human rights law.
The practice of the leading European countries in regulating social networks, analyzed in the paper, in such a way as to maintain a balance between freedom of expression and other human rights, provides a good basis for the adoption of a similar legislative proposal in Georgia in the near future.
URI: https://openscience.ge/handle/1/2948
Appears in Collections:სამართლის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nino Shengelia Disertatsia.pdfციფრული პლატფორმების მიერ კონტენტის მართვა და ადამიანის უფლებები3.78 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.