Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2935
Title: რელიეფური სცენები მონადირე-მხედრებითა და ზოომორფული გამოსახულებებით შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში
Authors: გოდერძიშვილი, ნინო 
Advisor: გენგიური, ნატო 
Reviewer: ქავთარია, ნინო 
კვაჭატაძე, ეკატერინე 
მარჩესინი, იზაბელა 
Degree Name: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (PhD)
Degree Discipline: ქართული ხელოვნების ისტორია მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში, ხელოვნებათმცოდნეობა
Institution: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 
Keywords: შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება
მონადირე-მხედრების გამოსახულებები
ნადირობის სცენები
Issue Date: 2020
Abstract: 
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება შუა საუკუნეების ქართულ ქანდაკებაში გავრცელებული თემის _ მონადირე-მხედრების გამოსახულებების კვლევას. კერძოდ კი, ნადირობის სცენებს, რომლებიც საქართველოში ძირითადად წმ. ევსტათის ნადირობის სახით არის წარმოდგენილი, თუმცა გვაქვს ისეთი რელიეფებიც, რომლის სიუჟეტი არ არის მკაფიოდ გარკვეული. ჩვენ დისერტაციაში ასეთი სახის რელეფებსაც განვიხილავთ - ზოგადად მონადირე მხედრებსა და მათთან ერთად გამოსახულ ზოომორფულ ფიგურებს, ამ სცენების შინაარსსა და მხატვრულ-იკონოგრაფიულ თვისებურებებს. მონადირე-მხედრის ფიგურები ძირითადად ევსტათი პლაკიდასადმი მიძღვნილმა კომპოზიციებმა შემოგვინახა. თუმცა არის ისეთებიც, რომელთა ზუსტი შინაარსი არ არის ცხადი და გარკვევას საჭიროებს. აღნიშნული კომპოზიციები მოიპოვება როგორც ქვაზე კვეთილ, ისე ლითონმქანდაკებლობის ნიმუშებში. ჩვენი დისერტაცია ქანდაკების ორივე სფეროს ეხება. ქართულ რელიეფურ ქანდაკებაში ადრექრისტიანული ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე კვლევის შედეგად გამოვლინდა 18 კომპოზიცია (16 ქვაზე კვეთილი და 2 ლითონმქანდაკებლობის ნიმუში). მათ გარდა, პარალელურ მასალად მოძიებულია უცხოური ქრისტიანული ქვეყნების სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში გავრცელებული კომპოზიციები. დასახელებული რელიეფური სცენები სადისერტაციო ნაშრომში, ქრონოლოგიის მიხედვით, თავებად და ქვეთავებადაა დაყოფილი. თითოეული კომპოზიცია შესწავლილია იკონოგრაფიული თვალსაზრისით, აზრობრივად _ სიმბოლიკის ანალიზის საფუძველზე და მხატვრულ-სტილისტურად. ნაშრომი შედგება შესავლის, ლიტერატურული წყაროების მიმოხილვის, 6 ძირითადი თავის, 22 ქვეთავის და დასკვნითი ნაწილისაგან. ტექსტს თან ერთვის ბიბლიოგრაფია, ილუსტრაციების სია, საილუსტრაციო მასალა და სურათების წყაროები.
შესავალში დასაბუთებულია თემის აქტუალურობა, სადისერტაციო ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს ქართულ რელიეფურ ქანდაკებასა და ლითონმქანდაკებლობაში არსებული მონადირე-მხედრების და ზოომორფული გამოსახულებების კომპლექსურად შესწავლა. კვლევის მიზანია ქართულ და უცხოურ ხელოვნებაში არსებული ნიმუშების მოძიება, სისტემატიზება და ერთიან ჭრილში გაცნობა.
შემდეგ გადმოცემულია საკითხის შესწავლის ისტორია, რომელიც თავის თავში აერთიანებს, ერთი მხრივ, ლიტერატურული წყაროების ანალიზს და, მეორე მხრივ, შესწავლილ სამეცნიერო ნაშრომებს; განხილულია მკვლევართა მოსაზრებები, რომლებიც ნაშრომის ემპირიულ ბაზას ქმნის.
სადისერტაციო ნაშრომის პირველ თავში განხილულია ნადირობის თემის მნიშვნელობა და სიმბოლიკა წინაქრისტიანულ და ქრისტიანულ ქართულ ხელოვნებაში, მასთან დაკავშირებული მითები, ფოლკლორი და ლიტერატურული წყაროები. აქვე შევეხებით ირმის კულტის, როგორც წმინდა ცხოველის, მნიშვნელობას და სიმბოლიკას, რომელიც აქტიურადაა ჩართული ჩვენთვის საინტერესო კომპოზიციებში. აღნიშნულ თავში ნათლად ჩანს წინაქრისტიანული ხანის მსოფლმხედველობა, ქართველი ხალხის ფსიქოლოგიური ასპექტი, რამაც შემდეგ ქრისტიანული ხელოვნების ჩამოყალიბება განსაზღვრა. ცალკე ქვეთავადაა გამოყოფილი წმინდა ევსტათი პლაკიდას ცხოვრება და მისი კავშირი დასავლეთევროპულ ხელოვნებაში ფართოდ გავრცელებული წმ. ჰუბერტის ბიოგრაფიასთან. აქ წარმოდგენილია კვლევა ჰაგიოგრაფიულ ჭრილში, წმინდანთა ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელსაც ნაშრომით გათვალისწინებული რელიეფური სცენების უმეტესობა ასახავს. შედარებითი ანალიზის საფუძველზე კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის რელიეფურ ქანდაკებაში გაცოცხლებულ კომპოზიციებზე, გვეხმარება შინაარსის დადგენასა და სიმბოლიკის ანალიზში. მომდევნო თავებში ქრონოლოგიურად დაჯგუფებული და ქვეთავებადაა დაყოფილი რელიეფური სცენები მონადირე-მხედრებითა და ზოომორფული გამოსახულებებით შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში: ადრექრისტიანული ხანის _ იოანე ნათლისმცემლის სტელა (VI-VII სს.), ატენის სიონის სცენა (VII ს.), მარტვილის ტაძრის ნადირობის სცენა (VII ს.), წებელდის კანკელის ფილა (VII-VIII სს.); განვითარებული შუა საუკუნეების _ ნადირობის სცენა ოშკის სარკმლის თავსართზე (X ს.), ინგუშეთის ტყობა-ერდის სამი რელიეფი (X ს.), ბაგრატის მშვილდოსანი (XI ს.), ტაბაწყურის სარკმლის რელიეფი (X ს.), ერთაწმინდის ორი კომპოზიცია (XIIIს.); გვიანი შუა საუკუნეების _ სადგერის წმინდა გიორგის ეკლესიის (XV ს.), ხეოთის სამრეკლოს (XV-XVI ს.), ნიქოზის ამაღლების (ღვთაების) ტაძრის (XVს?), ლეჩხუმის ცხეთის წმინდა გიორგის ტაძრის სარკმლის რელიეფი (XVIII საუკუნის I ნახევარი) და წმ. ევსტათის ორი ჭედური ხატი (XVII-XVIIIსს.).
შუა საუკუნეების ქართული რელიეფური ქანდაკების მრავალფეროვან იკონოგრაფიულ რეპერტუარში ნადირობის თემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. რელიეფურ სცენებს მონადირე მხედრების გამოსახულებებით, სხვადასხვა ფორმით და ინტერპრეტაციით, V-დან XVIII-მდე თითქმის ყველა საუკუნეში ვხვდებით. ასეთი კომპოზიციები სხვადასხვა სიუჟეტისაა: გვაქვს „ტიპური ნადირობა“_ მონადირე და მისი მსხვერპლი, რომელიც მოცემულია ძირითადად პლაკიდას სცენებით, და ასევე ვხვდებით კომპოზიციებს, სადაც მონადირე არატიპურ კონტექსტშია ჩაყენებული (მაგ.: ოშკი, ბაგრატი, ტყობა-ერდი, აწყური). ამ შემთხვევაში კომპოზიციათა შინაარსის და საზრისის გარკვევაც კვლევის ამოცანაა.
დასახელებული კომპოზიციების კვლევის დროს, განვითარებულ შუა საუკუნეებში გამოვლინდა „მონადირის“ ფიგურის განსხვავებული გამოსახულება, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, ზოდიაქოს ნიშნის მშვილდოსანთან ავლენს კავშირს, რაც სადისერტაციო ნაშრომის ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს. აღნიშნულ ჭრილში ქართული რელიეფური ქანდაკების შესწავლა წინამდებარე ნაშრომის მნიშვნელოვანი ასპექტია. მესამე თავში მას ეთმობა ცალკე ქვეთავი, სადაც დეტალურადაა განხილული ზოდიაქოს ნიშნები ქართულ და დასავლეთევროპულ ქრისტიანულ ხელოვნებაში. წარმოდგენილია კვლევა ნადირობის კომპოზიციების იკონოგრაფიული სქემის განვითარებაზე როგორც რელიეფურ ქანდაკებაში, ისე კედლის მხატვრობასა და წიგნის მინიატურაში.
სადისერტაციო ნაშრომში ასევე, თავმოყრილია ნადირობის სცენები მეზობელ და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით ვრცლად ფრანგული ხელოვნებაა შესწავლილი, გამომდინარე იქიდან, რომ ნადირობის სცენების ყველაზე მეტი ნიმუში საფრანგეთში გამოვლინდა და გამოირჩევა იკონოგრაფიული სქემის მრავალფეროვანი ვარიაციით. ფრანგულ ხელოვნებაში წმ. ევსტათის პარალელურად გვხვდება წმ. ჰუბერტის ნადირობის კომპოზიციები, რომელთა სიუჟეტიც თითქმის პლაკიდას მსგავსია. მოძიებული მასალების საფუძველზე ჩანს, რომ დასახელებული წმინდანების ხილვის სცენა, ქართულთან შედარებით, მეტი პოპულარობით საფრანგეთში სარგებლობდა. წმ. ევსტათის სახელთან, ცხოვრების ეპიზოდებთან დაკავშირებული და მისგან წარმოშობილი წმ. ჰუბერტის ხილვის სიუჟეტების მრავალი მაგალითი გვაქვს როგორც რელიეფური ქანდაკების, ისე წიგნის მინიატურებში. წმ. ევსტათის ცხოვრების ეპიზოდებს აქტიურად იყენებენ ვიტრაჟების გადაწყვეტაში. მონუმენტური კედლის მხატვრობის მცირე რაოდენობის ნიმუში მოგვეპოვება. შინაარსობრივად ურთიერთმიმართებაში განხილული სცენების ანალიზის საფუძველზე, კომპოზიციების აზრობრივ-სტილისტური თავისებურებები იკვეთება.
სადისერტაციო ნაშრომის დასკვნით ნაწილში შეჯამებულია კვლევის შედეგები. ქართულ ხელოვნებაში სხვადასხვა დროს გავრცელებული ნადირობის კომპოზიციები შესაბამისი ეპოქის იდეის მატარებელი და მხატვრული სახის გამომხატველია, რაც ეფუძნება წინაქრისტიანულ ხელოვნებას და სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობის შედეგად ქმნის სინთეზს, რომელიც, თავის მხრივ, ქართულ რელიეფურ ქანდაკებას ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს.
ძირითად ტექსტს თან ერთვის მოძიებული ნიმუშების ვიზუალური მასალა და ილუსტრაციების სია.

The present work is devoted to research on the topic of hunter-horsemen images common in medieval Georgian sculpture. Figures of a hunter-horseman are mainly preserved in compositions dedicated to Eustace Placida, though there are also others, the exact content of which are unclear and require further research. The above compositions are found in art samples of stone carving and metalworking. Our dissertation covers both spheres. The study revealed 18 compositions in Georgian relief sculpture from the early Christian period to the Late Middle Ages. Apart from these, as a parallel material, compositions spread in different branches of the fine arts of foreign Christian countries have been found. The aforementioned relief scenes are divided in this dissertation into chapters and subchapters in accordance with chronology. Each composition was studied in terms of iconography; semantically - through the analysis of symbolism, as well as artistically and stylistically. The work consists of an introduction, a review of literary sources, 6 main chapters, 22 subchapters and conclusion References, a list of illustrations and illustrative material are attached to the text.
The relevance of the topic is substantiated in the introduction; the scientific novelty of the dissertation is in its comprehensive study of images of hunter-horsemen as well as zoomorphic images existing in Georgian relief sculpture and metalworking from a single point of view. The aim of the study is to research, systematize and study from a single perspective the samples found in Georgian and foreign art.
Following on from this, a review of historical literature on this topic was undertaken, which combines, on the one hand, analysis of literary sources and, on the other hand, the scientific works studied; opinions of researchers were considered, creating the empirical basis of the work.
The importance and symbolism of the hunting theme in pre-Christian and Christian Georgian art, as well as the myths, folklore and literary sources connected with it are considered in the first chapter of the dissertation. We will also concern ourselves here with the meaning and symbolism of the cult of the deer as a sacred animal, which is of particular interest to us. In the same chapter the pre-Christian ideology, the psychological aspect of the Georgian people, is clearly seen, which subsequently determined the formation of Christian art. A separate subchapter is devoted to the life of St. Eustace Placida and its connection with the biography of St. Hubert widespread in Western European art. The study, from the hagiographic point of view, is presented here; the life and work of the saints, which are reflected in most of the relief scenes discussed in the work, give us significant information about the compositions reproduced in relief sculptures based on comparative analysis, helping us to identify the content and analyze the symbolism.
In the next chapters, relief scenes with hunter-horsemen and zoomorphic images in medieval Georgian art are chronologically grouped and divided into subchapters: the stele of John the Baptist of the early Christian period (VI-VIII cc.), the scene of Ateni Sioni (VII c.), the hunting scene of the Martvili Cathedral (VII c.), the plate of the Tsebelda iconostasis (VII-VIII cc.), the relief of the Tabatskuri window (X c.), the hunting scene on the top of the Oshki window (X c.), the relief of Tkoba-Ierdi in Ingusheti (X c.), the archer of Bagrati (XI c.), two compositions of the High Middle Ages of Ertatsminda (XIII c.), window reliefs of the Late Middle Ages of the Sadgeri St. George Church (XV c.), the Kheoti bell tower (XV-XVI cc.), the Nikozi Ascension (Ghvtaeba) Church (XV c?) and the Lechkhumi Tskheta St. George Church (I half of XVIII c.).
The hunting theme is one of the most important in the diverse iconographic repertoire of medieval Georgian relief sculpture. Relief scenes depicting hunter-horsemen in various forms and interpretations are found in almost all centuries from V to XVIII cc. Such compositions have different plots: there is a “typical hunting” - a hunter and his victim, which is mainly given in the scenes of Placida, and there are also compositions where a hunter is in an atypical context (for example: Oshki, Bagrati, Tkoba-Lerdi, Atskuri). In this case, the definition of the content and meaning of such compositions is the subject of research.
A different image of the figure of the “hunter” was discovered during the study of the above compositions in the High Middle Ages. According to our assumption, this reveals a connection to the zodiac Archer, which is one of the novelties of the dissertation. The study of Georgian relief sculpture from this angle is an important aspect of this work. A separate subchapter is devoted to it in the third chapter, where the zodiac signs in Georgian and Western European Christian art are discussed in detail. A study of the evolution of the iconographic scheme of hunting compositions in relief sculpture, mural painting and book miniatures is presented.
Hunting scenes in neighboring and other Christian countries are compiled in the sixth chapter. However, it should be noted that French art has been studied extensively, as the majority of hunting scenes have been found in France and are distinguished by numerous variations of their iconographic schemes. In parallel with the hunting compositions of St. Eustace, in French art we also find those of St. Hubert, the plots of which are almost identical to the plot of Placida. From the materials found it can be seen that the scene of the vision of the mentioned saints was more popular in France than in Georgia. There are numerous examples of plots related to St. Eustace, episodes of his life and the vision of St. Hubert, originating from it, in relief sculpture, as well as in book miniatures. The episodes of the life of St. Eustace are actively used in stained-glass windows. We have a small number of samples of monumental mural painting. The semantic and stylistic peculiarities of the compositions are revealed by the analysis of scenes considered in interrelation.
The results of the study are summarized in the final part of the dissertation. Hunting compositions spread in different times in Georgian art are bearers of ideas and expressions of an artistic image of a corresponding era that is based on pre-Christian art and created through a synthesis due to the relations with various countries that, in turn, give an individual character to Georgian relief sculpture.
Visual materials of the samples found and a list of illustration are attached to the main text.
URI: https://openscience.ge/handle/1/2935
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nino Goderdzishvili Disertatsia.pdfრელიეფური სცენები მონადირე-მხედრებითა და ზოომორფული გამოსახულებებით შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში2.7 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

185
checked on Apr 24, 2024

Download(s)

383
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.