Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2900
Title: ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში: მიმართვიანობა და რეაგირება
Authors: კეკუტია, მირანდა 
Advisor: ჩქოფოია, სოფო 
Degree Name: საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
Master of Public Administration
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ქალთა მიმართ ძალადობა
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა
ქალთა უფლებები
Issue Date: 2021
Abstract: 
ქალთა მიმართ ძალადობა ნებისმისერი ფორმითა და გამოვლინებებით წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. ძალადობა ხელს უშლის ქალების სრულფასოვან განვითარებას და მათი შესაძლებლობების რეალიზებას.
წინამდებარე ნაშრომი ეხება ქალთა მიმართ ძალადობას და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელ ღონისძიებებს საქართველოში. მიუხედავად არაერთი წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ქალთა უფლებების დაცვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
ქალთა მიმართ ძალადობა არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური პრობლემა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ქალთა მიმართ ძალადობა წლების მანძილზე ითვლებოდა, როგორც ტაბუდადებული თემა და მასზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობდნენ, მაგრამ ეს პრობლემა იმდენად თვალშისაცემია, რომ არსებული გენდერული უთანასწორობისა და დისბალანსის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა.
ნაშრომი შედგება ორი თავისა და გვეთავებისაგან. პირველ თავში - განხილულია ძალადობის პრობლემის არსი და მნიშვნელობა. განმარტებულია ძალადობის ფორმები და იდენტიფიცირებულია მისი გამომწვევი შესაძლო მიზეზები. ჩამოთვლილია ქალთა უფლებები და მათი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალებები.
მეორე თავში - საუბარია ქალთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიებზე და იმ მექანიზმებზე რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციას. ასევე მოცემულია რეკომენდაციები და სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები რაც აუცილებელია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
საბოლოო კვლევის შედეგად გაკეთებულია შეჯამება და დასკვნა.

Violence against women in any form and manifestation is a violation of human rights. Violence hinders the full development of women and the realization of their potential.
This work deals with violence against women and the necessary measures to combat it in Georgia. Despite the positive steps forward in Georgia, the protection of women's rights remains a challenge.
Violence against women is an important and large-scale problem all over the world, including in Georgia. Violence against women has always been considered a taboo subject and has rarely been spoken about loudly, but the problem is so rampant that the fight against gender inequality and imbalance is ongoing around the world.
The work consists of two chapters and chapters. The first chapter discusses the essence and significance of the problem of violence. The forms of violence are explained and its possible causes are identified. Listed are the rights of women and the means to fully realize their potential.
The second chapter discusses the legislative guarantees for the protection of women's rights and the mechanisms that ensure the fight against and prevention of violence against women in Georgia. It also provides recommendations and measures to be taken by the state to combat violence.
In the end the survey results are summarized and concluded.
URI: https://openscience.ge/handle/1/2900
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Miranda Kekutia Samagistro.pdfქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში: მიმართვიანობა და რეაგირება469.8 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

795
checked on Apr 30, 2024

Download(s)

1,249
checked on Apr 30, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.