გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/28
სათაური: მუსკატური რქაწითელის მეღვინეობაში გამოყენების პერსპექტივები
ავტორები: ქიტიაშვილი, საბა 
ხელმძღვანელი: გოცირიძე, ოლანი 
ხარისხის სახელი: აგრარული მეცნიერებების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Viticulture-Winemaking 
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მეღვინეობა-მევენახეობა
მუსკატური ყურძნის ჯიშები
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ჩვენი ამჟამინდელი კვლევა პირველ რიგში მოიცავს მუსკატური ყურძნის ჯიშების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და წარმოჩენას, რადგან საკვლევი ობიექტი სწორედ ამ ოჯახის წარმომადგენელია. მუსკატური ჯიშები დღემდე ფართოდ გამოიყენება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ძირითადად შემაგრებული, სადესერტო და ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. მუსკატური ყურძნის ჯიშები ხასიათდებიან სპეციფიკური, სასიამოვნო გემოთი და არომატით, რასაც ძირითადად განაპირობებს მათ ეთერზეთში შემავალი თავისუფალი ტერპენები. ეს კომპონენტები ძირითადად ყურძენის კანშია ლოკალიზებული და გადამუშავების შემდგომ ყურძნის წვენსა და ღვინოში გადადიან. რაც შეეხება ჩვენი კვლევის მთავარ ობეიქტს, ესაა სელექციური გზით გამოყვანილი ქართული ყურძნის ჯიში, რომელიც ალექსანდრიული მუსკატისა და რქაწითელის ყურძნის ჯიშების შეჯვარებითაა მიღებული.
ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ინფორმაციული ბაზა ამ ყურძნის ჯიშის შესახებ და ექსპერიმენტული გზით დაგვემზადებინა სხვადასხვა ტიპის ღვინოები, გამოგვეკვლია სხვადასხვა ტექნოლოგიური სქემის და ცალკეული ოპერაციების გავლენა მუსკატური ღვინის ხარისხზე; შესაბამისად, აღნიშნული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დაგვედგინა ოპტიმალური ტექნოლოგიური რეჟიმი, რომლის დროსაც მუსკატური რქაწითელიდან მიღებული ღვინო ყველაზე მეტად ინარჩუნების ყურძნის ორიგინალურ ჯიშურ არომატს და გვაძლევს ხარისხიან ღვინოს.
კვლევის შედეგები ადასტურებს მუსკატური რქაწითელის მაღალ სამეურნეო - ტექნოლოგიურ ღირსებებს და იძლევა საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რომ რეკომენდაცია გავუწიოთ მის განაშენიანებას საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ზოგიერთ რეგიონში.
URI: https://openscience.ge/handle/1/28
ჩანს კოლექციებში:მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
საბა ქიტიაშვილი.pdfმუსკატური რქაწითელის მეღვინეობაში გამოყენების პერსპექტივები3.47 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება 20

410
checked on May 17, 2024

გადმოწერა 50

1,777
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.