Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2882
Title: საჯარო მოხელის შეფასების სისტემის სირთულეები
Authors: გერგაული, გურამ 
Advisor: ლორია, ხათუნა 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
Institution: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სამართალი
საჯარო მოხელის შეფასება
საჯარო მოხელის შეფასების სამართლებრივი შედეგები
საჯარო სამსახური
Issue Date: 2021
Abstract: 
საჯარო მოხელის შეფასება დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია, ის საჯარო სამსახურის რეფორმის შედეგად გამოწვეული ცვლილებების და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია, რომელიც საჯარო სამსახურში მოხელისათვის სხვადასხვა სამართლებრივი შედეგის საფუძველია: კლასის მინიჭების, პროფესიული განვითარების, წახალისებისა და სამსახურიდან გათავისუფლების. საჯარო მოხელე წარმოადგენს საჯარო სამსახურის მამოძრავებელ ბირთვს, სწორედ ამიტომ, საჭიროა ეფექტური შეფასების სისტემის ფუნქციონირება, რათა ობიექტურად და ეფექტურად განხორციელდეს ის ფუნქციები, რომლებიც საჯარო მოხელეებს აკისრიათ კონკრეტულ პოზიციებზე.
საჯარო დაწესებულებებში შეფასების სისტემის სირთულეები, ვფიქრობ, ბუნებრივიცაა, ვინაიდან ეს არის ახალი მექანიზმი საქართველოსთვის, თუმცა, ნაშრომში წარმოდგენილი იქნება ევროპის ქვეყნების მაგალითები, სადაც უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს შეფასების სისტემა.
ნაშრომი შედგება ორი თავისა და ქვეთავებისაგან. პირველ თავში საუბარია საჯარო მოხელის შეფასების სისტემის არსსა და მიზანზე, საჯარო სამსახურსა და საჯარო მოხელეზე, საჯარო მოხელის შეფასების მნიშვნელობასა და პრინციპებზე, საჯარო მოხელის შეფასების სამართლებრივ რეგულირებაზე, საჯარო მოხელის შეფასების მეთოდებზე, საჯარო მოხელის შეფასების სამართლებრივ შედეგებსა და შეფასების შედეგების გასაჩივრების პროცედურასა და სასამართლო პრაქტიკაზე.
მეორე თავში განხილულია საჯარო მოხელის შეფასების სისტემის სირთულეები და გამოწვევები, საჯარო მოხელეთა დამოკიდებულება შეფასების სისტემისადმი და საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემები ევროპის ქვეყნების მაგალითზე.
წინამდებარე ნაშრომში ყურადღება გამახვილდება თუ რა სირთულეებისა და ხარვეზების წინაშე დგას საჯარო სამსახური მოხელის შეფასების დროს, კერძოდ: რამდენად მორგებულია ესა თუ ის შეფასების მეთოდი თითოეული საჯარო დაწესებულების სპეციფიკას, რომელი შეფასების მეთოდია ყველაზე გავრცელებული, რამდენად ობიექტურად ტარდება შეფასება და ხომ არ იკვეთება რაიმე სუბიექტური ნიშნები, რამდენად კონფიდენციალურად მიმდინარეობს შეფასების პროცესი, რამდენად ეფექტური და დროულია უკუკავშირი, ხომ არ აქვს შეფასებას ფორმალური სახე და სხვა. ასევე, იგეგმება კითხვარის შემუშავება და გამოკითხვის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საჯარო დაწესებულებების მოხელეები.
განსახილველ ნაშრომში იქნება ქართული შეფასების სისტემის შედარება ევროპის ქვეყნების შეფასების სისტემებთან და გამოიკვეთება მსგავსებები და სხვაობები.
ნაშრომი ასევე შეეხება შეფასების შედეგების გასაჩივრების შემთხვევებთან დაკავშირებით არსებული დავების მიმოხილვას და სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
ნაშრომის ბოლოს, წარმოდგენილია არსებული საკითხის შესახებ დასკვნა.

The evaluation of a public servant is quite relevant today. Which, Following the changes brought by the Civil Service Reform, is one of the key components of the Law of Georgia on Civil Service, which is the basis for various legal outcomes for civil servants: class assignment, professional development, incentives and dismissal. The civil servant is the driving force of the public service, which is why it’s necessary to have an effective evaluation system in order to objectively and effectively perform the functions assigned to public servants in specific positions.
I think the difficulties of the evaluation system in public institutions are natural, considering this is a new mechanism for Georgia. however, the paper will present examples of European countries where the evaluation system has been functioning for a long time.
The paper consists of two chapters and subsections. The first chapter discusses the essence and purpose of the public servant evaluation system, public service and public servant, the importance and principles of public servant evaluation, legal regulation of public servant evaluation, public servant evaluation methods, legal results of public servant evaluation and the procedure for appealing evaluation results amd court practice.
The second chapter discusses the difficulties and challenges of the public servant evaluation system, the attitude of public servants towards the evaluation system and the evaluation systems of public servants on the example of European countries.
This paper will focus on the difficulties and shortcomings faced by the public service during the evaluation of a civil servant, in particular: how well this or that evaluation method fits the specifics of each public institution, which evaluation method is the most common, how objectively the evaluation is conducted and whether there are any subjective signs. If the evaluation process is confidential, how effective and timely the feedback is, whether the evaluation has a formal face and more.
Also, it’s being planned to compile a questionnaire and conduct a survey, in which officials of Georgian public institutions will participate.
The paper will compare the Georgian evaluation system with the evaluation systems of European countries and will reveal similarities and differences.
The paper also deals with the review of disputes related to cases of appeals against evaluation results and court decisions.
And lastly, at the end of the paper, a conclusion on the current issue is presented.
URI: https://openscience.ge/handle/1/2882
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Guram Gergauli Samagistro.pdfსაჯარო მოხელის შეფასების სისტემის სირთულეები890.85 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

148
checked on May 1, 2024

Download(s)

547
checked on May 1, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.