გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2852
სათაური: მტკიცებულებების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში საქართველოსა და უცხო ქვეყნებში
ავტორები: ხორგუაშვილი, ოთარ 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
Master of Law
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სისხლის სამართალი
საპროცესო კოდექსი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მტკიცებულებათა ცნება
ბრალდებულის ჩვენება
მოწმის ჩვენება
გამოცემის თარიღი: 2018
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომის თემას წარმოადგენს „მტკიცებულებების მოპოვება და დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში“. 2009 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით სრულიად ახლებურად დარეგულირდა მტკიცებულებათა მოპოვებისა და დასაშვებობის წესი საკანონმდებლო დონეზე. აღნიშნულის თანახმად, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობა მხარეთა საპროცესო უფლებაა, რომელიც თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. საქართვლოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულების მოპოვებასა და დაუშვებლობას გარკვეული საფუძვლებით, ადგენს მათი კანონიერების შემოწმების სტანდარტს, რაც მნიშვნელოვანი პროცესუალური გარანტიაა მხარეებისთვის. თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო რეგულირებისა, საპროცესო ნორმები, იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა ზოგ შემთხვევაში განსხვავებული და პრობლემატურია, არ იძლევა ერთგვაროვანი განმარტების შესაძლებლობას და საჭიროა საკანონმდებლო ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის შეჯერების საფუძველზე მნიშვნელოვანი განმარტებების გაკეთება.
სწორედ აღნიშნული საფუძვლით, წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მტკიცეულებათა მოპოვებისა და დასაშვებობის საკითხის განხილვა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ანალიზი, აკადემიური კომენტარების, სტატიების/ნაშრომების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კვლევების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების განხილვა, ასევე საერთო სასამართლოებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი განსახილველ საკითხთან მიმართებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/2852
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Otar Khorguashvili Samagistro.pdfმტკიცებულებების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში საქართველოსა და უცხო ქვეყნებში1.12 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

189
checked on May 19, 2024

გადმოწერა

2,343
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.