Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2852
Title: მტკიცებულებების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში საქართველოსა და უცხო ქვეყნებში
Authors: ხორგუაშვილი, ოთარ 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: სისხლის სამართალი
საპროცესო კოდექსი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მტკიცებულებათა ცნება
ბრალდებულის ჩვენება
მოწმის ჩვენება
Issue Date: 2018
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომის თემას წარმოადგენს „მტკიცებულებების მოპოვება და დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში“. 2009 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით სრულიად ახლებურად დარეგულირდა მტკიცებულებათა მოპოვებისა და დასაშვებობის წესი საკანონმდებლო დონეზე. აღნიშნულის თანახმად, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობა მხარეთა საპროცესო უფლებაა, რომელიც თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. საქართვლოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულების მოპოვებასა და დაუშვებლობას გარკვეული საფუძვლებით, ადგენს მათი კანონიერების შემოწმების სტანდარტს, რაც მნიშვნელოვანი პროცესუალური გარანტიაა მხარეებისთვის. თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო რეგულირებისა, საპროცესო ნორმები, იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა ზოგ შემთხვევაში განსხვავებული და პრობლემატურია, არ იძლევა ერთგვაროვანი განმარტების შესაძლებლობას და საჭიროა საკანონმდებლო ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის შეჯერების საფუძველზე მნიშვნელოვანი განმარტებების გაკეთება.
სწორედ აღნიშნული საფუძვლით, წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მტკიცეულებათა მოპოვებისა და დასაშვებობის საკითხის განხილვა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ანალიზი, აკადემიური კომენტარების, სტატიების/ნაშრომების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კვლევების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების განხილვა, ასევე საერთო სასამართლოებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი განსახილველ საკითხთან მიმართებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/2852
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Otar Khorguashvili Samagistro.pdfმტკიცებულებების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში საქართველოსა და უცხო ქვეყნებში1.12 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

179
checked on Apr 25, 2024

Download(s)

2,259
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.