გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2847
სათაური: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის
ავტორები: საათაშვილი, ნინო 
ხელმძღვანელი: ლომსაძე, მალხაზ 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
Master of Law
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლი ს საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სამართალი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
სამოხელეო დანაშაული
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ფუნდამენტურ კვლევასა და ანალიზს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულების - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა (332-ე მუხლი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (333-ე მუხლი) შემადგენლობათა შესახებ. იგი მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის განსახილველ დანაშაულთა კვალიფიკაციასა და დამნაშავისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად საკანონმდებლო და პრაქტიკულ პრობლემებზე, რომელთა აღმოფხვრა, ამ დანაშაულთა თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.
ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა სამოხელეო დანაშაულის ამსრულებელთა წრეს. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელესთან გათანაბრებული პირის ცნებას, საჭიროა აღნიშნული ბუნდოვანების აღმოფხვრა, კერძოდ, მოხელესთან გათანაბრებული პირის ცნების ან/და მისი მოხელესთან გამთანაბრებელი რაიმე ცენზის კანონით განსაზღვრა. ამასთანავე, საჭიროა საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო დანაშაულის თავში განხორციელდეს ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით და სამოხელეო დანაშაულის ამსრულებელთა შორის გათვალისწინებულ იქნეს ასევე: პოლიტიკური თანამდებობის პირი, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
ზემოაღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დეტალური მიმოხილვით წინამდებარე ნაშრომი საფუძვლიან ცოდნას მისცემს განსახილველი თემით დაინტერესებულ ყველა პირს.
URI: https://openscience.ge/handle/1/2847
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nino Saatashvili Samagistro.pdfსისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის935.78 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

123
checked on May 2, 2024

გადმოწერა

419
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.