Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2847
Title: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის
Authors: საათაშვილი, ნინო 
Advisor: ლომსაძე, მალხაზ 
Degree Name: სამართლის მაგისტრი
Master of Law
Degree Discipline: სამართლი ს საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 
Keywords: სამართალი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
სამოხელეო დანაშაული
Issue Date: 2020
Abstract: 
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ფუნდამენტურ კვლევასა და ანალიზს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულების - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა (332-ე მუხლი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (333-ე მუხლი) შემადგენლობათა შესახებ. იგი მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის განსახილველ დანაშაულთა კვალიფიკაციასა და დამნაშავისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად საკანონმდებლო და პრაქტიკულ პრობლემებზე, რომელთა აღმოფხვრა, ამ დანაშაულთა თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.
ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა სამოხელეო დანაშაულის ამსრულებელთა წრეს. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელესთან გათანაბრებული პირის ცნებას, საჭიროა აღნიშნული ბუნდოვანების აღმოფხვრა, კერძოდ, მოხელესთან გათანაბრებული პირის ცნების ან/და მისი მოხელესთან გამთანაბრებელი რაიმე ცენზის კანონით განსაზღვრა. ამასთანავე, საჭიროა საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო დანაშაულის თავში განხორციელდეს ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით და სამოხელეო დანაშაულის ამსრულებელთა შორის გათვალისწინებულ იქნეს ასევე: პოლიტიკური თანამდებობის პირი, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
ზემოაღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დეტალური მიმოხილვით წინამდებარე ნაშრომი საფუძვლიან ცოდნას მისცემს განსახილველი თემით დაინტერესებულ ყველა პირს.
URI: https://openscience.ge/handle/1/2847
Appears in Collections:სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nino Saatashvili Samagistro.pdfსისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის935.78 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

122
checked on Apr 19, 2024

Download(s)

407
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.