გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2807
სათაური: ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ისტორიიდან (1991-2002 წწ.)
From the history of relations between the Georgian state and the church (1991-2002)
ავტორები: პეტრემღვდლიშვილი, თორნიკე 
Petremgvdlishvili, T. 
ხელმძღვანელი: ჯანელიძე, ოთარ 
ხარისხის სახელი: საქართველოს ისტორიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საქართველოს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველოს ისტორია
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში პოზიტიური როლი მიუძღვის. იგი ქვეყანაში დღესაც ერთ-ერთი ძლიერ საზოგადოებრივ ინსტიტუტად რჩება.
სამაგისტრო ნაშრომის მიზანია წარმოჩნდეს ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ხასიათი და მისი განმაპირობებელი ფაქტორები ისტორიულად და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა რეალობაში. ქრონოლოგიური ჩარჩო 1991-2002 წლებს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან კონკორდატის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
თემა მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო პრობლემა, მაგრამ საქართველოში დღეს მიდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მას აქვს ასევე დიდი საზოგადოებრივი დატვირთვა და ინტერესიც.
ტექსტი შეიცავს ანოტაციას (ქართულ და ინგლისურ ენებზე), შესავალს, შვიდ პარაგრაფად დაყოფილ სამ თავსა და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის ბიბლიოგრაფია.
ნაშრომი გამოქვეყნებული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის გარდა, დაფუძნებულია ჩემს მიერ ზეპირი ისტორიების მეთოდით შეკრებილ ახალ მასალაზე, რომელიც პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში და პრობლემის განსხვავებული პერსპექტივიდან განხილვის საშუალებას იძლევა.
ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მოდელი წარსულში და დღეს განსხვავებულია, მისი ცვლა განპირობებული იყო, როგორც კონკრეტული ეპოქებით, ისე სახელმწიფოს ფორმითა თუ ბუნებით.

The Georgian Orthodox Church plays a positive role in the life of the Georgian people and state. It remains one of the strongest public institutions in the country today.
The character of the master’s thesis is to show the nature of the relationship between the Georgian state and the church and its benevolent factors historically and especially in the Post- Soviet reality. Chronological framework covers the period 1991- 2002- the period from the restoration of Georgia’s state independence to the concordat.
The topic is important as a scientific problem, but given the socio-political processes taking place in Georgia today, it also has a great social impact and interest.
The text contains an annotation (in Georgian and English), an introduction, three chapters divided into seven paragraphs and a conclusion, which is accompanied by a bibliography.
Beside the published sources and scientific literature, the work is based on the material I have compiled through the method of oral histories, which first enters the scientific circulation and allows the problem to be discussed from a different perspective.
The model of the relationship between the Georgian state and the church is different in the past and today, its change was conditioned by specific epochs, as well as by the form or nature of the state.
URI: https://openscience.ge/handle/1/2807
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tornike Petremgvdlishvili Samagistro.pdfქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ისტორიიდან696.09 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

128
checked on May 2, 2024

გადმოწერა

477
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.