გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2788
სათაური: ქსნის ხეობა უცხოური წყაროების მიხედვით
სხვა სათაურები: (XVIII ს.- XIX საუკუნის დასაწყისი)
ავტორები: მეგრელიშვილი, ზაზა 
ხელმძღვანელი: ახლოური, დავით 
ხარისხის სახელი: საქართველოს ისტორიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საქართველოს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საქართველოს ისტორია
ქსნის ხეობა
უცხოური წყაროები
საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
საქართველოს ისტორიის შესწავლით ოდითგანვე იყვნენ დაინტერესებული უცხოელი მკვლევარები და მოგზაურები. მათ არაერთი საინტერესო ცნობა დაგვიტოვეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა საკითხების შესახებ. აქედან გამომდინარე, ქართული ისტორიოგრაფიაც ცხოველ ინტერესს იჩენდა უცხოელ ავტორთა ცნობების მიმართ.
ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის მიზანია მეთვრამეტე საუკუნისა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ქსნის საერისთავოსა და სამუხრანბატონოს წარსულთან დაკავშირებული უცხოური წყაროების მოძიება, მათი გაანალიზება, ქართულ წყაროებთან და ისტორიულ რეალობასთან შედარება. ყოველივე ამის საფუძველზე ვახდენთ უძველესი წარსულის მქონე ქსნის ხეობის ისტორიის შესაბამისი პერიოდის კვლევას, მხარის სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების შესწავლას. გარდა ამისა, ნაშრომში ნაჩვენებია მოსახლეობის მუდმივი მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, საუბარია ხეობის საფორტიფიკაციო ნაგებობების დანიშნულებასა და როლზე, სასარგებლო წიაღისეულზე, ეთნოგრაფიულ ყოფაზე...
ნაშრომში, ძირითადად, გამოყენებულია რუსული, გერმანული და თურქული წყაროები, რომლებიც მდიდარ მასალას შეიცავს მეთვრამეტე საუკუნისა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ქსნის ხეობის ისტორიის შესახებ. უცხოური წყაროები საშუალებას გვაძლევს ასევე გავაანალიზოთ, არა მხოლოდ ქსნის საერისთავოსა და სამუხრანბატონოს, არამედ ზოგადად საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთან და რუსეთთან.

Foreign murders and travelers who have long been interested in studying the history of Georgia. They have a lot of interesting information about the political, socio-economic, cultural or other issues of our country. Due to this, Georgian historiography showed animal interest in the references of foreign authors.
The aim of our master's thesis is to find foreign sources related to the past of Ksani Saeristavo and Samukhranbatono in the eighteenth and early nineteenth centuries, to analyze them, to compare them with Georgian sources and the historical reality. Based on all this, we study the relevant period of the history of the Ksani gorge with an ancient past, the social, economic or political issues of the region. In addition, the paper shows the reasons for the constant migration of the population, the purpose and role of fortifications in the valley, minerals, ethnographic life…
The paper mainly uses Russian, German and Turkish sources, which contain rich material about the history of the Ksani Valley in the eighteenth and early nineteenth centuries. Foreign sources also allow us to analyze not only Ksani Saeristavo and Samukhranbatono, but also Georgia in general with its neighbors, including Turkey and Russia.
URI: https://openscience.ge/handle/1/2788
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Zaza Megrelishvili samagistro.pdfქსნის ხეობა უცხოური წყაროების მიხედვით944.72 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

79
checked on Apr 26, 2024

გადმოწერა

357
checked on Apr 26, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.