Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2788
Title: ქსნის ხეობა უცხოური წყაროების მიხედვით
Other Titles: (XVIII ს.- XIX საუკუნის დასაწყისი)
Authors: მეგრელიშვილი, ზაზა 
Advisor: ახლოური, დავით 
Degree Name: საქართველოს ისტორიის მაგისტრი
Degree Discipline: საქართველოს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Institution: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოს ისტორია
ქსნის ხეობა
უცხოური წყაროები
საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან
Issue Date: 2021
Abstract: 
საქართველოს ისტორიის შესწავლით ოდითგანვე იყვნენ დაინტერესებული უცხოელი მკვლევარები და მოგზაურები. მათ არაერთი საინტერესო ცნობა დაგვიტოვეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა საკითხების შესახებ. აქედან გამომდინარე, ქართული ისტორიოგრაფიაც ცხოველ ინტერესს იჩენდა უცხოელ ავტორთა ცნობების მიმართ.
ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის მიზანია მეთვრამეტე საუკუნისა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ქსნის საერისთავოსა და სამუხრანბატონოს წარსულთან დაკავშირებული უცხოური წყაროების მოძიება, მათი გაანალიზება, ქართულ წყაროებთან და ისტორიულ რეალობასთან შედარება. ყოველივე ამის საფუძველზე ვახდენთ უძველესი წარსულის მქონე ქსნის ხეობის ისტორიის შესაბამისი პერიოდის კვლევას, მხარის სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების შესწავლას. გარდა ამისა, ნაშრომში ნაჩვენებია მოსახლეობის მუდმივი მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, საუბარია ხეობის საფორტიფიკაციო ნაგებობების დანიშნულებასა და როლზე, სასარგებლო წიაღისეულზე, ეთნოგრაფიულ ყოფაზე...
ნაშრომში, ძირითადად, გამოყენებულია რუსული, გერმანული და თურქული წყაროები, რომლებიც მდიდარ მასალას შეიცავს მეთვრამეტე საუკუნისა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ქსნის ხეობის ისტორიის შესახებ. უცხოური წყაროები საშუალებას გვაძლევს ასევე გავაანალიზოთ, არა მხოლოდ ქსნის საერისთავოსა და სამუხრანბატონოს, არამედ ზოგადად საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთან და რუსეთთან.

Foreign murders and travelers who have long been interested in studying the history of Georgia. They have a lot of interesting information about the political, socio-economic, cultural or other issues of our country. Due to this, Georgian historiography showed animal interest in the references of foreign authors.
The aim of our master's thesis is to find foreign sources related to the past of Ksani Saeristavo and Samukhranbatono in the eighteenth and early nineteenth centuries, to analyze them, to compare them with Georgian sources and the historical reality. Based on all this, we study the relevant period of the history of the Ksani gorge with an ancient past, the social, economic or political issues of the region. In addition, the paper shows the reasons for the constant migration of the population, the purpose and role of fortifications in the valley, minerals, ethnographic life…
The paper mainly uses Russian, German and Turkish sources, which contain rich material about the history of the Ksani Valley in the eighteenth and early nineteenth centuries. Foreign sources also allow us to analyze not only Ksani Saeristavo and Samukhranbatono, but also Georgia in general with its neighbors, including Turkey and Russia.
URI: https://openscience.ge/handle/1/2788
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Zaza Megrelishvili samagistro.pdfქსნის ხეობა უცხოური წყაროების მიხედვით944.72 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

79
checked on Apr 18, 2024

Download(s)

348
checked on Apr 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.