გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2755
სათაური: საერთაშორისო ტერორიზმი და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკა
International Terrorism and NATO Security Policy
ავტორები: კუცია, გიორგი 
kutsia, Giorgi 
ხელმძღვანელი: გუჩუა, ალიკა 
სასწავლო პროგრამის სახელი: საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
დაწესებულება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო ტერორიზმი
ნატოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ნატოს ანტიტერორისტული პოლიტიკა
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ნატოს მნიშვნელობას საერთშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ტერორიზმი და მისი შედეგები ერთ-ერთ უმთავრეს და ყველაზე საშიშ პრობლემას წარმოადგენს, რომლის წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას. ეს ფენომენი, ამა თუ იმ ხარისხით, ეხება როგორც განვითარებულ, ისე ჯერ კიდევ განვითარებად ქვეყნებს. 21-ე საუკუნის რეალობაა ის ფაქტი, რომ ტერორიზმი სულ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნების უსაფრთხოებას, რასაც დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ზიანი მოაქვს. ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს მისი მსხვერპლი. გასული საუკუნის განმავლობაში ტერორიზმი როგორც ფენომენი, მნიშვნელოვნად შეიცვალა. ტერორიზმს ხშირად უწოდებენ ჩვენი დროის გლობალურ პრობლემას, და მეცნიერთა და პრაქტიკოსთა პროგნოზები ტერორისტული საქმიანობის შემდგომი განვითარების შესახებ ნუგეშის მომცემი ნამდვილად არაა.
საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია ტერორისტული აქტივობის ზრდით, ტერორისტების მსხვერპლთა სიმრავლისა და ტერორით გამოწვეული უზარმაზარი მატერიალური ზიანის გამო. ტერორისტული საქმიანობა თანამედროვე პირობებში ხასიათდება ფართო მასშტაბით, მკაფიოდ განსაზღვრული სახელმწიფო საზღვრების არარსებობით, საერთაშორისო ტერორისტული ცენტრებით და ორგანიზაციებით.
კვლევის ობიექტი არის ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოში და ნატოს ანტიტერორისტულ პოლიტიკა. შესწავლის საგანია: ტერორისტული ორგანიზაციების
საქმიანობა და მისი გავლენა ქვეყნებზე, აგრეთვე ამ ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.
ნაშრომში განხილულია ტერორიზმის წარმოშობის წანამძრვრები, საერთაშორისო ტერორიზმის როლი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში, ასევე ნატოს ანტიტერორისტული პოლიტიკა, რაშიც მოიაზრება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის როლი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

The paper presents the importance of NATO in the fight against international terrorism. Terrorism and its consequences are one of the major and most dangerous problems facing the modern world. This phenomenon, to one degree or another, applies to both developed and still developing countries. The reality of the 21st century is the fact that terrorism is increasingly threatening the security of countries, leading to great political, economic and moral damage. Any country, any person can become its victim. Terrorism as a phenomenon has changed significantly over the past century. Terrorism is often referred to as the global problem of our time, and the predictions of scientists and practitioners about the further development of terrorist activity are not really comforting.
The international community is concerned about the increase in terrorist activity due to the large number of terrorist victims and the enormous material damage caused by terrorism. Terrorist activities in modern conditions are characterized by a large scale, the absence of clearly defined state borders, international terrorist centers and organizations.
The object of research is terrorism in the modern world and NATO counterterrorism policy. Subject of study: terrorist organizations
Activities and its impact on countries, as well as measures to combat this phenomenon.
The paper discusses the origins of terrorism, the role of international terrorism in the international security architecture, as well as NATO's counterterrorism policy, which considers the role of the North Atlantic Alliance in the fight against international terrorism.
URI: https://openscience.ge/handle/1/2755
ჩანს კოლექციებში:სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Giorgi Kutsia Samagistro.pdfსაერთაშორისო ტერორიზმი და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკა802.04 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

358
checked on Apr 29, 2024

გადმოწერა

373
checked on Apr 29, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.