გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2597
სათაური: გუნდურობის პრინციპი ინკლუზიურ განათლებაში
ავტორები: ფარტენაძე, მაგდა 
ხელმძღვანელი: გელაძე, დარეჯან 
ხარისხის სახელი: განათლების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: განათლება
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ინკლუზიურ განათლება
აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები
გუნდური მუშაობა
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომი ‘’გუნდურობის პრინციპი ინკლუზიურ განათლებაში‘’, ეხება ინკლუზიური განათლების ხელშეწყობასა და დანერგვას. 21-ე საუკუნის ადამიანისთვის განსხვავებულობა უცხო ნამდვილად არ არის, პიროვნების განვითარებასთან ერთად ვითარდება ინტელექტი და წარსულში არსებული სტერეოტიპების მსხვრევა, იარლიყებისა და ცრურწმენების თავიდან აცილება, მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბება განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი კუთხით, თითოეული მოსწავლე ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიხედით უფლებამოსილია მიიღოს განათლება თანატოლების ერთად, ერთ საკლასო ოთახში. ინკლუზიური განათლების დასანერგად აუცილებელია სკოლის თითოეული წევრის გუნდური მუშაობა. გულისხმიერი მიდგომა ბავშვებისადმი, მეტი დაკვირვება და ჩართვა სასწავლო პროცესში, ინდივიდუალიზაციის პროცესი, ბავშვის ჩამოყალიბება კომპლექსური პროცესია და რიგ მიდგომებთან და საჭიროებებთან მივყავართ, რაც მასწავლებლის გულისხმიერებას, დიდძალ ენერგიას, მოსწავლეებისადმი სიყვარულს მოითხოვს, განსაკუთრებით მეტი ყურადღება სჭირდებათ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან, აღზრდა თავისთავად კულტურის ნაწილია, კულტურა საზოგადოების გარეშე არ არსებობს, ხოლო საზოგადოებას შევადგენთ ჩვენ ადამიანები, ეს ცხოვრებისეული ციკლი რომ არ შეწყდეს საჭიროა მომავალი თაობების ჯანსაღად აღზრდა, ეს ჩვენ ერთად ყველას შეგვიძლია.
სამაგისტრო ნაშრომში მოცემული აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში არსებული რეალობა ინკლუზიური განთლების კვალდაკვალ, რა კონკრეტული სახის სირთულეების გადალახვა უწევთ სკოლის ადმინისტრაციას ფსიქოლოგს, მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს. სკოლის გუნდი უნდა ფლობდეს ინკლუზიური განათლების არსს და პრინციპებს. გუნდურად უნდა აწარმოონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და დაგეგმონ აქტივობები მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.
სამაგისტრო ნაშრომი დაეხმარება და სტიმულს მისცემს ,როგორც მოქმედ მასწავლებლებს, ასევე მაძიებლ მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს და მათ ვინც ფიქრობს რომ ინკლუზიური განათლების როლი საზოგადოების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფორმირებაში განუზომელია.

The master’s thesis ,,The Principle Of Teamwork In Inclusive Education’’ deals with the promotion and introduction of inclusive education. The differences of the human beings is no stranger in 21st century, with the development of personality the intellect develops and breaks down stereotypes of the past, avoding labels and superstitions, forming a student personality regardless of ethnicity, religion or race in one classroom. Implementing inclusive education requires teamwork for each member of the school. A caring approach to children, more observatrion and involvement in the learning process, the process of individualization, child’s development is a complex process and leads to anumber of approaches and needs, which requires the teacher’s kindness, great energy, love for students .,especially children with special needs, are upbringing itself is part of the culture. The culture does not exist without society , and society is made up of us humans, thet is life cycle is not to be interrupted by the healthy upbringing of future generations ,this we can do all do together.
The reality in the general education schools of Adjara given in the master’s thesis, following the inclusive education, what specific difficulties the school administration, psychologist, teachers, parents, students have to overcome. The school team must possesss the essence and principle of inclusive education. As a team, they should develop an individual curriculum for a student with special educational needs and plan activities based on the needs of the students.
The master’s thesis will help and motivate both current teachers, aspiring teachers, special educators and those who think the role of inclusive education in the economic and political formation of society is immeasurable.
URI: https://openscience.ge/handle/1/2597
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Magda Partenadze Samagistro.pdfგუნდურობის პრინციპი ინკლუზიურ განათლებაში881.26 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

137
checked on May 5, 2024

გადმოწერა

1,022
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.