გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2579
სათაური: კატეგორიული სილოგიზმის მესამე და მეოთხე ფიგურა
ავტორები: სურმანიძე, თამარი 
ხელმძღვანელი: ზარნაძე, დავით 
ხარისხის სახელი: მათემატიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: მათემატიკა
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კატეგორიული სილოგიზმის ფიგურები
ფიგურის დასკვნების დასაბუთება
მარტივი კატეგორიული წინადადებები
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის ობიექტი და საგანი დედუქციური მსჯელობის ერთ-ერთი სახის, კატეგორიული სილოგიზმის მესამე და მეოთხე ფიგურის სახეობების (მოდუსების) განხილვაა. თითოეულ ფიგურაში 64 სახეობის დასკვნაა, რომელთაგან ჭეშმარიტია მხოლოდ 6, დანარჩენი კი მცდარია. ეს დასკვნები ისე ემსგავსებიან ერთმანეთს, რომ გარკვეული ცოდნის გარეშე რთულია მათი ჭეშმარიტობისა და მცდარობის გარჩევა. წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის ამოცანა, სწორედ კატეგორიული სილოგიზმის III და IV ფიგურის ჭეშმარიტი და მცდარი მოდუსების დეტალური შეფასება/განხილვა, მათი გამოსახვა ეილერ-ვენის დიაგრამებითა და ანალიტიკური მსჯელობებით მტკიცებებაა. აგრეთვე ჭეშმარიტი მოდუსების ტოლფასობის გარკვევაა. კვლევის მეთოდი ეილერ-ვენის დიაგრამები და ანალიზური მსჯელობებია.
მოცემული საკითხი აქტუალურია ჩვენს ყოველდღიურობაში: თითქოსდა მარტივი კამათი თუ უბრალოდ, ზოგადი საუბრიდან აზრის გამოტანის უნარიც კი ხშირად კატეგორიულ სილოგიზმამდე მიდის.
ამასთან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში და ეროვნულ გამოცდებში, ხშირად გვხვდება კატეგორიული სილოგიზმის შინაარსის ვერბალური სავარჯიშოები და ტესტები. შესაბამისად მისი შესწავლა განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იქნება საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და აბიტურიენტე¬ბისათვის. მითუმეტეს, რომ ამ საკითხის შესწავლა და მისი წარმოდგენა მტკიცებითი, თუ სიმრავლური სახით ნაკლებად ხდება. ნაშრომის მიზანი კატეგორიული სილოგიზმის საკითხების გასაგები და საინტერესო ფორმით მისაწვდომობაა.
სამაგისტრო ნაშრომი მოცემულია თაბახის 85 გვერდზე. მოიცავს ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად ნაწილს და დასკვნას. ნაშრომს თან ახლავს გამოყენებული ლიტერატურის სია.
URI: https://openscience.ge/handle/1/2579
ჩანს კოლექციებში:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tamar Surmanidze Samagistro.pdfკატეგორიული სილოგიზმის მესამე და მეოთხე ფიგურა2.84 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

58
checked on May 16, 2024

გადმოწერა

287
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.