Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2579
Title: კატეგორიული სილოგიზმის მესამე და მეოთხე ფიგურა
Authors: სურმანიძე, თამარი 
Advisor: ზარნაძე, დავით 
Degree Name: მათემატიკის მაგისტრი
Degree Discipline: მათემატიკა
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
Keywords: კატეგორიული სილოგიზმის ფიგურები
ფიგურის დასკვნების დასაბუთება
მარტივი კატეგორიული წინადადებები
Issue Date: 2021
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის ობიექტი და საგანი დედუქციური მსჯელობის ერთ-ერთი სახის, კატეგორიული სილოგიზმის მესამე და მეოთხე ფიგურის სახეობების (მოდუსების) განხილვაა. თითოეულ ფიგურაში 64 სახეობის დასკვნაა, რომელთაგან ჭეშმარიტია მხოლოდ 6, დანარჩენი კი მცდარია. ეს დასკვნები ისე ემსგავსებიან ერთმანეთს, რომ გარკვეული ცოდნის გარეშე რთულია მათი ჭეშმარიტობისა და მცდარობის გარჩევა. წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის ამოცანა, სწორედ კატეგორიული სილოგიზმის III და IV ფიგურის ჭეშმარიტი და მცდარი მოდუსების დეტალური შეფასება/განხილვა, მათი გამოსახვა ეილერ-ვენის დიაგრამებითა და ანალიტიკური მსჯელობებით მტკიცებებაა. აგრეთვე ჭეშმარიტი მოდუსების ტოლფასობის გარკვევაა. კვლევის მეთოდი ეილერ-ვენის დიაგრამები და ანალიზური მსჯელობებია.
მოცემული საკითხი აქტუალურია ჩვენს ყოველდღიურობაში: თითქოსდა მარტივი კამათი თუ უბრალოდ, ზოგადი საუბრიდან აზრის გამოტანის უნარიც კი ხშირად კატეგორიულ სილოგიზმამდე მიდის.
ამასთან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში და ეროვნულ გამოცდებში, ხშირად გვხვდება კატეგორიული სილოგიზმის შინაარსის ვერბალური სავარჯიშოები და ტესტები. შესაბამისად მისი შესწავლა განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იქნება საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და აბიტურიენტე¬ბისათვის. მითუმეტეს, რომ ამ საკითხის შესწავლა და მისი წარმოდგენა მტკიცებითი, თუ სიმრავლური სახით ნაკლებად ხდება. ნაშრომის მიზანი კატეგორიული სილოგიზმის საკითხების გასაგები და საინტერესო ფორმით მისაწვდომობაა.
სამაგისტრო ნაშრომი მოცემულია თაბახის 85 გვერდზე. მოიცავს ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად ნაწილს და დასკვნას. ნაშრომს თან ახლავს გამოყენებული ლიტერატურის სია.
URI: https://openscience.ge/handle/1/2579
Appears in Collections:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tamar Surmanidze Samagistro.pdfკატეგორიული სილოგიზმის მესამე და მეოთხე ფიგურა2.84 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

56
checked on Apr 29, 2024

Download(s)

287
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.