გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2578
სათაური: ბიზნესის განვითარების თანამედროვე ტენდენციები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში
ავტორები: თურმანიძე, თამარ 
ხელმძღვანელი: სანიკიძე, ჰამლეტ 
ხარისხის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ბიზნესის განვითარება
ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერის ფორმები
ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერა
მეწარმეობის განვითერება
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
2012 წლიდან გეგმაზომიერი რეფორმების შემუშავებით და მათი განხორციელებით საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში, საქართველოს მთავრობა ცდილობს სახელმწიფოს დემოკრატიულ მშენებლობას. დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება სამართლიანობის, თავისუფლების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პატივისცემის, საკუთრების ხელშეუხებლობის, თავისუფალი ბიზნესის, დამოუკიდებელი სასამართლოს და მედიის, განათლებისა და სამედიცინო დახმარების მიღების თანაბარი შეძაძლებლობების და თანასწორობის პრინციპებს.
საქართველოს მთავრობა თანამიმდევრულად მუშაობს კანონის უზენაესობის და განმტკიცების მიზნით, რათა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა მაქსიმალურად მოხდეს თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან. უზრუნველყოფილი და ხელშეუხებელი იყოს გამოხატვის თავისუფლება და მედიის ჩართულობის დამოუკიდებლობა. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, გაუმჯობესდეს სოციალური პროგრამები შეიქმნას მაქსიმალურად ბევრი სამუშაო ადგილები და დაძლეულ იქნეს სიღარიბე.
საქართველოს ევროპულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და გაძლიერება, მაღალი სტანდარტებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის ბალანსის შენარჩუნება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმეობისა და სამწყები ბიზნესის წახალისება, მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირება არის დღევანდელი საქართველოს ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება. 2018-2020 წლებში გადადგმული ნაბიჯები ქმნიან, გძელვადიან პერიოდში ქვეყნის სოციალური თუ ეკონომიკური განვითარების მყარ საფუძველს.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია უპირველესად დაფუძნებულია თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ხარისხობრივი მაჩვენებლებიც. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკაში წლების განმავლობაში დაგროვილი სტრუქტურული გამოწვევების საპასუხოდ. ასევე მიმართულია კერძო სექტორში, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის, ადამიანური რესურსების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებასა და ეფექტიანობის ზრდაზე, განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე.

Since 2012, Georgian government has been trying to build a democratic state by developing planned reforms and implementing them in Georgian economic space. A democratic state is based on the principles of justice, freedom, the rule of law and respect for human rights, inviolability of property, free business, an independent judiciary and equality and access to the media, education and medical care.
Government of Georgia is consistently working to strengthen and uphold the rule of law, so that the activities of law enforcement agencies and the independence of the judiciary are in full compliance with European standards. Ensure and inviolable freedom of expression and independence of media involvement. To provide equal education, healthcare, improve social programs, create as many jobs as possible and overcome poverty for any citizen of Georgia.
Georgia's full integration into the European space remains a priority. Developing and strengthening democratic institutions, maintaining a balance between high standards and economic growth, promoting small and medium-sized businesses, encouraging entrepreneurship and business, and integrating the country into the world economic system are the main priorities of Georgia today.
The steps taken in 2018-2020 form a solid foundation for the social or economic development of the country in the long run
The country's economic development strategy is primarily based on free market principles, where the private sector is the main driving force of the economy. Along with the high economic growth of the country, its qualitative indicators are also important. The government’s economic policies are aimed at responding to the structural challenges accumulated over the years in the country's economy. It is also aimed at maximizing the potential of human resources and increasing efficiency, development, rapid development of infrastructure and the introduction of open governance principles in the private sector, especially small and medium-sized businesses as the main driver of economic growth.
URI: https://openscience.ge/handle/1/2578
ჩანს კოლექციებში:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tamar Turmanidze Samagistro.pdf1.3 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

82
checked on May 16, 2024

გადმოწერა

72
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.