Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2471
Title: Corporate Bonds Market and Public Debt Management Policy in Georgia
კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი და სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკა საქართველოში
Authors: Saria, Tsira 
სარია, ცირა 
Advisor: ჯგერენაია, ემზარ 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: ობლიგაცია, როგორც სავალო ფასიანი ქაღალდი
საბანკო დაკრედიტების ალტერნატივა
საბაზრო ეკონომიკა
სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკის გავლენა
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Bonds as a debt securities and an alternative to bank lending, is one of the most important sources of funding for the corporation in a market economy. The development of the corporate bond market contributes to the diversification of the financial system and the efficient redistribution of savings, which in turn ensures stable economic growth in the country and the well-being of society.
The development of the corporate bond market in Georgia is associated with specific challenges, in particular, the paper discusses the dynamics of the activation of the corporate market in recent years, however, the dominance of the banking system in the Georgian financial sector. Given this low non-competitive environment and the low level of development of the capital market in the country, the factors hindering the development of the corporate bond market.
At the same time, the paper analyzes the impact of public debt management policy on the corporate bond market and the current challenges of Georgia's public debt management policy: the paper shows that it is important for the development of the corporate bond market to reduce sovereign risks and develop the right public debt management policy. Unreasonable spending of public debt may even lead to a sovereign crisis, which increases the risks associated with corporate bonds and reduces the ability of corporations to find financial resources. Also, in order to create a less risky debt portfolio in the case of Georgia, it is necessary to reduce the risks associated with the public debt portfolio and develop the debt securities market, which in turn will promote the development of the corporate lending market.

ობლიგაცია, როგორც სავალო ფასიანი ქაღალდი და საბანკო დაკრედიტების ალტერნატივა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კორპორაციისთვის დაფინანასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარება საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციასა და დანაზოგების ეფექტიან გადანაწილებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და საზოგადოების კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
საქართველოში კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარება კონკრეტულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, კერძოდ, ნაშრომში განხილულია ბოლო წლების განმავლობაში კორპორაციული ბაზრის გააქტიურების დინამიკა და მიუხედავად ამისა, დღემდე საქართველოს საფინანსო სექტორში საბანკო სისტემის დომინანტობის საკითხი. აღნიშნული, არაკონკურენტული გარემოსა და ქვეყანაში არსებული კაპიტალის ბაზრის განვითარების დაბალი დონის გათვალისწინებით, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია.
ამასთან, ნაშრომში გაანალიზებულია სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკის გავლენა კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე და საქართველოს სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკის არსებული გამოწვევები, კერძოდ: ნაშრომი წარმოაჩენს, რომ კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სუვერენული რისკების შემცირება და სახელმწიფო ვალის მართვის სწორი პოლიტიკის შემუშავება. სახელმწიფო ვალის არაგონივრულმა ხარჯვამ შესაძლოა ქვეყანა სუვერენულ კრიზისამდეც კი მიიყვანოს, რაც ზრდის კორპორაციულ ობლიგაციებთან დაკავშირებულ რისკებს და ამცირებს კორპორაციების მიერ ფინანსური რესურსის მოძიების შესაძლებლობებს. ამასთან, საქართველოს შემთხვევაში ნაკლებად რისკიანი სავალო პორტფელის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სახელმწიფო სავალო პორტფელთან დაკავშირებული რისკების შემცირება და სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შუწყობს კორპორაციული ობიგაციების ბაზრის განვითარებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/2471
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tsira Saria Samagistro.pdfკორპორაციული ობლიგაციების ბაზარი და სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკა საქართველოში1.1 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

188
checked on Apr 25, 2024

Download(s)

263
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.