Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2428
Title: ქართული საექსპორტო კომპანიების კონკურენტუნარიანობა დინამიურ გარემოში
Authors: Diasamidze, Mari 
დიასამიძე, მარი 
Advisor: ღაღანიძე, გიორგი 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის პროცესები
საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგები
ქვეყნის საექსპორტო კომპანიების კონკურენტუნარიანობა
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
At the present stage, when the processes of integration of the Georgian economy into the world economic space are so active and deepening, it is especially important for the economic recovery of the country to study in depth the essence of foreign trade relations and its peculiarities.
The priority for Georgia's economic growth is to study the existing and potential opportunities and use them to the maximum, as well as to stimulate and support the sectors with export potential. Our country actually has a large export resource, the strategic use of which is one of the most important factors to overcome the difficult economic background in Georgia.
The aim of this master's thesis is to discuss the competitiveness of the country's export companies in a dynamic environment, for which several fundamental issues are studied, such as: the essence of Georgia's foreign trade, its importance and role in the country's economic development. Problems and ways to overcome them.
The aim of the paper is to clearly see and analyze the competitiveness of Georgia's leading export companies and products. Evaluate the available resources and the important areas where certain aspects of the country's competitive advantage are highlighted.
In order to study this issue in depth, research has been conducted and relevant conclusions have been made

თანამედროვე ეტაპზე, როდესაც ასე აქტიურად მიმდინარეობს და უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის პროცესები მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში, ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგარეო სავაჭრო ურთიერთობების არსისა და მისი თავისებურებების სიღრმისეულად შესწავლა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის პრიორიტეტულია არსებული და პოტენციური შესაძლებლობების შესწავლა და მათი მაქსიმალურად გამოყენება, ასევე ერთმნიშვნელოვნად საყურადღებოა საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების სტიმულირება და მხარდაჭერა. ჩვენს ქვეყანას რეალურად აქვს დიდი საექსპორტო რესურსი, რომლის სტარატეგიულად გამოყენება საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონის გამოსასწორებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მოცემული სამაგისტრო ნაშრომის მიზანია, განვიხილოთ ქვეყნის საექსპორტო კომპანიების კონკურენტუნარიანობა დინამიურ გარემოში, რისთვისაც შესწავლილია რამდენიმე ფუნდამენტალური საკითხი, როგორიცაა: საქართველოს საგარეო ვაჭრობის არსი, მნიშვნელობა და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე განხილულია საქართველოს საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია, ექსპორტ-იმპორტის თანამედროვე მდგომარეობა, ქვეყნის ექსპორტში არსებული პრობლემები და მათი დაძლევის გზები.
ნაშრომის მიზანია, ნათლად დავინახოთ და გავაანალიზოთ საქართველოს ლიდერი საექსპორტო კომპანიებისა და პროდუქტების კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები. შევაფასოთ არსებული რესურსი და ის მნიშვნელოვანი დარგები, სადაც იკვეთება ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის ცალკეული ასპექტები.
მოცემული საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით ჩატარებულია კვლევა და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2428
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Mari Diasamidze Samagistro.pdfქართული საექსპორტო კომპანიების კონკურენტუნარიანობა დინამიურ გარემოში830.01 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

115
checked on Apr 20, 2024

Download(s)

282
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.