გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2423
სათაური: Pension System Analysis and Risk Assessment in Georgia
საპენსიო სისტემის ანალიზი და რისკების შეფასება საქართველოში
ავტორები: Melkadze, Zhuzhuna 
მელქაძე, ჟუჟუნა 
ხელმძღვანელი: კახნიაშვილი, ნ. 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო დაგროვებით საპენსიო სისტემა
საქართველოს საპენსიო სისტემა
საპენსიო რეფორმა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წლების განმავლობაში საქართველოში სახელმწიფო პენსია გაიცემოდა, რომლის ფარგლებშიც ასაკით პენსიონერები ფიქსირებულ საყოველთაო პენსიას იღებდნენ. სახელმწიფო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა საქართველოს საპენსიო სისტემისათვის სიახლე იყო. საპენსიო რეფორმა 2017 წლიდან დაიწყო და 2019 წლისათვის შესაბამისი ასაკის დასაქმებული პირებისათვის სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა დაინერგა. თვითდასაქმებულთა და რეფორმის ძალაში შესვლის დროს 40 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის მოქმედებს ნებაყოფილობითი ჩართვის მოდელი. მოცემულ ნაშრომში გამოკვლეულია საპენსიო რეფორმის განვითარების ტენდენციები, განხილულია საქართველოში დანერგილი საპენსიო მოდელის დამახასიათებელი ასპექტები. ამასთანავე, შესწავლილ იქნა საერთაშორისო გამოცდილება ევროპული ქვეყნების, კონკრეტულად კი იტალიის, პოლონეთისა და ნიდერლანდების მაგალითზე. ნაშრომში ემპირიული კვლევის ფარგლებში გამოკვლეულია საზოგადოებრივი განწყობა ახალი საპენსიო სისტემის მიმართ და მოცემულია რეკომენდაციები საპენსიო სისტემის გაუმჯობესებისათვის.
სამაგისტრო ნაშრომი შედგება შესავლის, ოთხი თავისა და შესაბამისი ქვეთავებისაგან, სადაც გაანალიზებულია დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი ასპექტები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. დასკვნაში შეჯამებულია ძირითადი მიგნებები და მოცემულია კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშავებული თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის რეკომენდაციები.

Over the years in Georgia, the persons who reached the pensionable age would receive a fixed universal pension. The transition to the state cumulative retirement system was a novelty for the Georgian pension system. Pension reform began in 2017, and by 2019, a mandatory cumulative retirement system was introduced for employees of the pensionable age. The voluntary participation model was introduced for the self-employed and the citizens over 40 years of age by the time of the enactment of the reform. This paper examines the pension reform development trends in Georgia and the properties of the pension model introduced. The international experience is studied on the example of European countries, specifically Italy, Poland, and the Netherlands.
The paper explores the public attitude towards the new pension system based on the empirical research and gives recommendations for improving the pension system. This thesis consists of an introduction, four chapters, and corresponding subsections, which analyze the main aspects of the cumulative pension system in Georgia and abroad. The conclusion summarizes the main findings and gives recommendations of theoretical and practical significance based on the results of the research.
URI: https://openscience.ge/handle/1/2423
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Zhuzhuna Melkadze Samagistro.pdfსაპენსიო სისტემის ანალიზი და რისკების შეფასება საქართველოში685.57 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

134
checked on May 16, 2024

გადმოწერა

224
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.