გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2417
სათაური: ფისკალური სტიმულების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე
ავტორები: ტაბაღუა, სულხან 
ხელმძღვანელი: ანანიაშვილი, იური 
ხარისხის სახელი: Ph.D in Economics
ეკონომიკის დოქტორი
სასწავლო პროგრამის სახელი: ეკონომიკა (Economics)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Fiscal policy
multiplier
government size
economic growth
Georgia
ფისკალური პოლიტიკა
მულტიპლიკატორი
მთავრობის ზომა
ეკონომიკური ზრდა
საქართველო
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Raising of social-economic welfare of society is the main task of any government's
economic policy, which is not only defined by the amount of produced goods and services.
In addition a number of objectives need to be solved and all this requires to implement the
effective economic policy by the government.
Proper planning of economic policy of the government is especially important for the
countries with a transition economy when the important institutions are at the stage of
formation for the functioning of market economy. Considering this, fiscal stimulus
elaborated by the government needs in-depth analysis because they impact on the current
and future situation of all sectors of economy and are reflected on economic growth of the
country.
Fiscal Stimulus, as one of the important economic leverage of government, on the one
hand, determine the macroeconomic sustainability of the country, on the other hand, it is
the main instrument to respond to economic crises. Consequently, its role is important to
reach macroeconomic equilibrium in a short and long run period.
In developed as well asin developing countries, including Georgia, the activation of
fiscal stimulus led to the changes of government size in the economy, which gives the
additional impulse of assessing the role and significance of the change of government size in
the process of promoting economic growth.
After the collapse of the Soviet Union, all Soviet countries including Georgia started
modernization of economy. This naturally generated the need for a consistent reduction of
almost 100% of government size in economy.
The issue of reducing the involvement of the government in the economy was a
precondition for proper economic policies, thus became an important issue what should be
the indicator of optimal size of the government.

საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლება
ნებისმიერი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, რაც მხოლოდ
წარმოებული საქონლითა და მომსახურების რაოდენობით არ განისაზღვრება.
დამატებით საჭიროა მთელი რიგი ამოცანების გადაწყვეტა და ეს ყველაფერი მთავრობის მხრიდან ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სწორად დაგეგმვა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, სადაც
საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ინსტიტუტები ჯერ
კიდევ ჩამოყალიბების სტადიაზეა. აღნიშნულის გათვალისწინებით მთავრობის მიერ
შემუშავებული ფისკალური სტიმულები მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს, რადგან
ისინი გავლენას ახდენს ეკონომიკის ყველა სექტორის მიმდინარე თუ სამომავლო
მდგომარეობაზე და ასახვას ჰპოვებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
ფისკალური სტიმულები, როგორც მთავრობის ხელთ არსებული ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ქვეყნის
მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, მეორე მხრივ, წარმოადგენს ეკონომიკურ
კრიზისებზე გავლენის მოხდენის საშუალებას. შესაბამისად, მისი როლი
მნიშვნელოვანია, როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი მაკროეკონომიკური
წონასწორობის მიღწევის პროცესში.
განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებში, ისევე როგორც საქართველოში,
ფისკალური სტიმულების გააქტიურებამ განაპირობა ეკონომიკაში მთავრობის ზომის
ცვლილება. აღნიშნულმა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის, კიდევ უფრო
მეტი აქტუალურობა შესძინა მთავრობის ზომის ცვლილების როლისა და
მნიშვნელობის შეფასების საკითხს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მასში შემავალი ყველა ქვეყანა, მათ შორის
საქართველო, ეკონომიკის მოდერნიზაციის გზაზე დადგა. ამან ბუნებრივად
წარმოშვა მთავრობის ზომის თითქმის 100%-იანი მაჩვენებლის თანმიმდევრული
შემცირების აუცილებლობა. ეკონომიკაში მთავრობის მონაწილეობის შემცირების
საკითხი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელი პირობა
იყო, მაგრამ ამასთან აქტუალური გახდა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა
ყოფილიყო მთავრობის ოპტიმალური ზომის მაჩვენებელი.
URI: https://openscience.ge/handle/1/2417
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Sadoktoro Tabaghua.pdfფისკალური სტიმულების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე2.84 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

151
checked on May 19, 2024

გადმოწერა

293
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.