გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2416
სათაური: ინტელექტუალური მიგრაციის თანამედროვე ტენდენციები
ავტორები: სილაგაძე, სალომე 
ხელმძღვანელი: ზუბიაშვილი, თამაზ 
ხარისხის სახელი: Ph.D in Economics
ეკონომიკის დოქტორი
სასწავლო პროგრამის სახელი: ეკონომიკა (Economics)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Intellectual Migration
Globalization
Georgia
Economic Development
Intellectual Migration Tendencies
გლობალიზაცია
ინტელექტუალური მიგრაცია
საქართველო
ეკონომიკური განვითარება
ინტელექტუალური მიგრაციის შედეგები
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The new wave of intellectual migrants and the new challenges that it has brought on to
the global economy, is under the scientists' radar for over the last 50 years, or so. Hence, this
paper examines the emerging tendencies (migrants' destination countries, positive & negative
aspect and etc), the causes of brain drain and current state of affairs of the intellectual migration,
globally and in Georgia.
The structure of the research is composed of: introduction, three chapters, conclusion
and bibliography. The introduction discusses the actuality of the subject, the aim, the object &
the subject, research methodology, scientific literature, hypothesis, results and the practical
significance of the research paper. The surveys conducted by the author, provide an in-dept
analysis of the latest statistics and trends in Georgian intellectual migration.
The first chapter: "Intellectual Migration and its Causes" is dedicated to the discussion of
subjects such as: the theoretical and methodological basis of intellectual migration, general
tendencies of brain drain (based on the analysis of the countries such as: China, India, Iran and
Georgia), the causes of migration, such as: ecology, globalization, information technologies,
sexism, education and corruption.
In the second chapter "the Positive and Negative Aspects of Intellectual Migration", the
author examines positive effects ( education, spread of innovation, money transfers) and
negative effects (human capital reduction, suspension of technology development, difficulty of
creating a stable social environment and "sunk" investments).
As for the third chapter, it is dedicated to the analysis and survey of the local citizens',
Georgian emigrants' and local experts' surveys concerning intellectual migration. All of the
mentioned surveys were designed and conducted specifically for the research paper.
The results of the aforementioned study can be used by specialists of the subject, together
with universities and interested parties for the study of intellectual migration, its tendencies and
consequential causes.

მეცნიერების ყურადღების ცენტრში ექცევა მიგრაციის ახალი ტალღა, რომლის
შემადგენელ ნაწილს ინტელექტუალი, განათლებული პირები შეადგენენ. აღნიშნული
ტალღა როგორც გლობალურ ასევე, ეროვნულ ეკონომიკასა და საზოგადოებას მრავალი
გამოწვევის წინაშე აყენებს, რომლის არ დაძლევის შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ
სახელმწიფოებს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები წარმოექმნას.
ნაშრომში განხილულია თუ რა თავისებურებები (ნაკადების მიმართულება,
დადებითი და უარყოფითი ასპექტები), გამომწვევი მიზეზი აქვს განათლებულ პირთა
მიგრაციას და თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით.
ამასთან ერთად, ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე სიღრმისეულადაა
გაანალიზებული ქართული ინტელექტუალური ემიგრაციის უახლოესი სტატისტიკა და
ტენდენციები.
კვლევის სტრუქტურა შედგება შესავალის, სამი თავის, დასკვნისა და
გამოყენებული ლიტერატურისაგან.
შესავალში განხილულია კვლევის აქტუალობა, მიზანი, საგანი და ობიექტი,
სამეცნიერო ლიტერატურა, ჰიპოთეზა და საკვლევი საკითხები, შედეგები და
მეცნიერული სიახლეები და პრაქტიკული მნიშვნელობა.
ნაშრომის პირველი თავი ეხება „ინტელექტუალური მიგრაციის კვლევის
თეორიულ- მეთოდოლოგიურ საფუძვლებს“. მასში განხილულია მისი ზოგადი
ტენდენციები, თავისებურებები საქართველოში, ჩინეთში, ინდოეთში, ირანში. აქვე
განხილულია მიგრაციის გამომწვევი მიზეზები- ეკოლოგია, გლობალიზაცია,
ინფორმაციული ტექნოლოგიები, სექსიზმი, განათლება, კორუფცია.
მეორე თავში განხილულია ინტელექტუალური ემიგრაციის, როგორც დადებითი
- განათლება, ინოვაციების გავრცელება, მოქალაქეთა დაბრუნება, ფულადი გზავნილები,
ასევე, უარყოფითი - ადამიანური კაპიტალის შემცირება, ტექნოლოგიური განვითარების
შეფერხება, სტაბილურობის შენარჩუნების სირთულე, დაკარგული ინვესტიციები
მხარეები;
სადისერტაციო ნაშრომის მესამე თავში განხილულია "საქართველოში
ინტელექტუალური მიგრაციის გამოწვევები და პერსპექტივები". ეს თავი ეძღვნება
სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, კერძოდ: საქართველოს მოქალაქეთა
სოციოლოგიური კვლევის შედეგების ანალიზს, ექსპერტთა რეკომენდაციების ანალიზს
და ა.შ.
კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა. კვლევის შედეგების გამოყენება
შესაძლებელია: ინტელექტუალური მიგრაციის ნაკადების, გამომწვევი მიზეზების,
ტენდენციების პრობლემების კვლევით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის;
უმაღლეს სასწავლებლებში საერთაშორისო ეკონომიკის, საერთაშორისო
ურთიერთობების და/ან მიგრაციის სალექციო კურსების სწავლებისას; ქვეყნის
ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისთვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/2416
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Sadoktoro Silagadze.pdfინტელექტუალური მიგრაციის თანამედროვე ტენდენციები5.08 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

161
checked on May 23, 2024

გადმოწერა

390
checked on May 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.