Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/2413
Title: | სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და რეგიონების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები | Authors: | ჯიბუტი, მარიამ | Advisor: | ხარაიშვილი, ეთერ | Degree Name: | Ph.D in Economics ეკონომიკის დოქტორი |
Degree Discipline: | ეკონომიკა (Economics) | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Economics and Business ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი |
Keywords: | სივრცით-ტერიტორიული მოწყობა ეკონომიკური განვითარება რეგიონები |
Issue Date: | 2020 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | Regional development and regional policy are the basis of a country's economic growth. Each region has its own role in the development of the country, which is related to the efficient use of their resources. The aim of the paper is to develop recommendations for economic development opportunities in the regions of Georgia based on the study of spatial arrangement models focused on economic development and analysis of economic growth approaches of territorial units. Research results enabled us to establish criteria for evaluating the effectiveness of the regional division; measure the concentration of economic sectors in territorial units; assess the levels of distribution of economic activity; revealed the level of economic diversification for each sector; show economic interdependence and connections between settlements, “growth centers” and the opportunities to benefit other settlement by supporting development of centers (based on the example of Kazbegi municipality and the results of a qualitative research conducted). The study examined the priorities set by official policy papers and research of foreign experience that allowed us to elaborate recommendations for regional policy improvement. Research results showed that the development perspective and opportunities for economic convergence are higher for the regions that have economic centers; it is unreasonable to choose a strategy to slow down the growth of relatively rich regions with growing economies and to promote poorer regions, especially for developing countries having the limited resources; Georgia can use the Polish experience, including a new approach to investment promotion, which envisages the replacement of special economic zones by the whole area of the country; concentrated growth in cities should be perceived as a strength and emphasis should be placed on their economic connection to other territorial units; economic activity is already diversified among the regions, which requires policy makers to focus on more sectoral specialization. The approaches, opinions, conclusions and recommendations presented in the paper provide an opportunity to improve the planning of spatial-territorial arrangement in Georgia and to use the opportunities for economic development of the regions more effectively and thoroughly. რეგიონების განვითარება და რეგიონული პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საფუძველია. თითოეულ რეგიონს საკუთარი როლი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, რაც დაკავშირებულია მათი რესურსის ეფექტიანად გამოყენებასთან. ნაშრომის მიზანია ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული სივრცითი მოწყობის მოდელების შესწავლისა და ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური ზრდის მიდგომების ანალიზის საფუძველზე საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. მიზნის მისაღწევად ჩატარებულმა კვლევებმა საშუალება მოგვცა ჩამოგვეყალიბებინა რეგიონების გამიჯვნის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმები; დაგვედგინა ეკონომიკის სექტორების კონცენტრაცია ტერიტორიულ ერთეულებში; შეგვეფასებინა ეკონომიკური აქტივობის განაწილების დონეები; გამოგვევლინა ეკონომიკის დივერსიფიკაციის დონე თითოეული სექტორისათვის; ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მაგალითით და მუნიციპალიტეტში ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგების საფუძველზე გვეჩვენებინა დასახლებებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, „მიზიდულობის ცენტრები“ და მათი გამოყენებით სხვა დასახლებებისთვის სარგებლის მიღების შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში მოხდა სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტებით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და უცხოური გამოცდილების შესწავლა, რამაც საშუალება მოგვცა რეგიონული პოლიტიკის გაუმჯობესების რეკომენდაციები წარმოგვედინა. კვლევის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარების პერსპექტივა და ეკონომიკური დაახლოების შესაძლებლობები უფრო მაღალია იმ რეგიონებისთვის, რომელთაც ეკონომიკური ცენტრები აქვთ; განვითარებადი ქვეყნებისთვის, შეზღუდული რესურსების პირობებში, მზარდი ეკონომიკის მქონე შედარებით მდიდარი რეგიონების ზრდის შენელებისა და ღარიბი რეგიონების ხელშეწყობის სტრატეგიის არჩევა არამიზანშეწონილია; სასურველია საქართველომ გამოიყენოს პოლონური გამოცდილება, მათ შორის ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი მიდგომა, რაც ითვალისწინებს სპეციალური ეკონომიკური ზონების ჩანაცვლებას ქვეყნის მთლიანი ტერიტორიით; ქალაქებში კონცენტრირებული ზრდა აღქმული უნდა იყოს როგორც ძლიერი მხარე და აქცენტი გაკეთდეს მათ სხვა ტერიტორიულ ერთეულებთან ეკონომიკურ დაკავშირებაზე; ეკონომიკური საქმიანობა უკვე დივერსიფიცირებულია რეგიონებს შორის, რაც პოლიტიკის გამტარებლების აქცენტის უფრო მეტად დარგობრივ სპეციალიზაციაზე გაკეთებას საჭიროებს. ნაშრომში წარმოდგენილი მიდგომები, მოსაზრებები, დასკვნები და რეკომენდაციები შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს საქართველოში სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დაგეგმვა და მეტად ეფექტიანად იქნას გამოყენებული რეგიონების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/2413 |
Appears in Collections: | ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Sadoktoro Jibuti.pdf | სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და რეგიონების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები | 1.98 MB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
128
checked on Oct 2, 2024
Download(s)
365
checked on Oct 2, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.