გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2406
სათაური: საცხოვრისის ბაზარი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
ავტორები: კიკორია, გიგა 
ხელმძღვანელი: მარშავა, ქეთევან 
ხარისხის სახელი: Ph.D in Economics
ეკონომიკის დოქტორი
სასწავლო პროგრამის სახელი: ეკონომიკა (Economics)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საცხოვრისის ბაზარი
განვითარების პერსპექტივები
საქართველო
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
თემის აქტუალობა: უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, უძრავი
ქონების, განსაკუთრებით კი საცხოვრისის ბაზარი, მუდმივად არის აქტუალური
განხილვის საგანი მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც. შესაბამისად, დღითიდღე
იზრდება მისი მეცნიერული შესწავლის აუცილებლობა და ინტერესი.
ბოლოდროინდელი კრიზისები დაკავშირებულია სწორედ უძრავი ქონების ბაზართან
და დაბალი ლიკვიდობის მქონე სესხებთან.
საცხოვრისი მეტად აქტუალურია ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან იგი
აკმაყოფილებს ფუნდამენტურ ადამიანურ მოთხოვნილებებს და ფართო სოციალური
ეფექტი გააჩნია. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკაში და გავლენას
ახდენს ფინანსური სისტემის განვითარებაზე. ეკონომიკის ზრდა მუდმივად
საჭიროებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ასევე კაპიტალურ დანახარჯებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, შინამეურნეობების
განკარგვადი შემოსავალი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა, რამაც კერძო
საკუთრების ფლობაზე მოთხოვნაც გაზარდა. ერთი მხრივ, გრძელვადიანი
მშენებლობებისა, მეორე მხრივ კი იპოთეკური სესხების დაფინანსებამ საბანკო
სფეროს გააქტიურება გამოიწვია. შესაბამისად, საჭირო ხდება იმ მომხმარებელთა
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, რომელთაც აღებული აქვთ სესხი
საცხოვრისის შეძენის მიზნით.
ბინათმშენებლობა მომგებიან ბიზნესს წარმოადგენს, რადგან არსებობს ხალხის
ურყევი მოთხოვნა ფლობდნენ საკუთარ საცხოვრისს, რაც უზრუნველყოფს მათ
უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და კონფიდენციალურობას. ეს, თავის მხრივ,
სამშენებლო კომპანიებს შორის წარმოშობს მძაფრ კონკურენციას მოიზიდონ
მყიდველთა დიდი რაოდენობა, რომელიც მათ პროექტებში ინვესტიციებს
განახორციელებს. თუმცა, ჯერ კიდევ არარსებული ბინების ყიდვა დიდ რისკს
უკავშირდება, თუ ამ ბინების მშენებლობა დამოკიდებულია ისეთი ადამიანების
კეთილ ნებაზე, რომლებიც მიდრეკილნი არიან არამართლზომიერი სქემების
გამოყენებისკენ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
მშენებლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი
სექტორია. მოთხოვნას კი ამ სექტორში ქმნიან მომხმარებლები. შესაბამისად, თემის
აქტუალობას ხაზს უსვამს იპოთეკური სესხის მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა,
რომლის შესწავლაც აუცილებელია, რათა მეცნიერული დასკვნები გავაკეთოთ და
დავახასიათოთ ზოგადი სურათი, რომელიც ქმნის საცხოვრისზე მოთხოვნას.
URI: https://openscience.ge/handle/1/2406
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Sadoktoro Kikoria.pdfსაცხოვრისის ბაზარი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში1.85 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

191
checked on May 22, 2024

გადმოწერა

144
checked on May 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.