გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2398
სათაური: Transfer Pricing Planning and Evaluation in the Context Of Tax Legislation
საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დაგეგმვა და შეფასება საგადასახადო კანონმდებლობის ჭრილში
ავტორები: სახამბერიძე, მოსე 
ხელმძღვანელი: გამსახურდია, თამარ 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კონტროლირებული ოპერაციები
საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობები
ტრანსფერული ფასწარმოქმნა
საქართველოს შემოსავლების სამსახური
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სამაგისტრო ნაშრომი „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დაგეგმვა და შეფასება საგადასახადო კანონმდებლობის ჭრილში“ შედგება შესავლის, სამი თავისა და დასკვნისგან.
შესავალში წარმოდგენილია: პრობლემის აქტუალურობა, ნაშრომის მიზანი და ამოცანები, კვლევის საგანი და კვლევის ობიექტი, კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები, აგრეთვე გამოყენებული ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა.
გამომდინარე იქიდან, რომ კონტროლირებული ოპერაციები შეიძლება იყოს მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, პირველ თავში საუბარი იქნება კონტროლირებული ოპერაციების და ტრანსფერული ფასწარმოქმნის ინტერნაციონალურ ბუნებაზე, მათ როლზე თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში და იმ პრობლემატიკაზე, რაც აღნიშნული საკითხების ირგვლივ ჩნდება. კონტროლირებული ოპერაციების არსის უკეთ გასააზრებლად მოვიყვანთ მაგალითებს და გავეცნობით „გაშლილი ხელის“ პრინციპს. აქვე ზოგადად განხილულ იქნება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ქართული და საერთაშორისო საკანონმდებლო თუ სარეკომენდაციო ნორმები.
მეორე ნაწილი დაეთმო ტრანსფერული ფასწარმოქმნის უმთავრესი პრინციპის - შედარებადობის პრინციპის და საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდების სიღრმისეულ მიმოხილვას.
ნაშრომის მესამე ნაწილში წარმოდგენილია პრაქტიკულ მაგალითები საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების კუთხით ჩატარებულ საგადასახადო შემოწმებებიდან და მათზე დაყრდნობით გაკეთებულია კონკრეტული დასკვნები.

The MA thesis "Transfer Pricing Planning and Evaluation in the Context Of Tax Legislation" consists of an introduction part, three chapters and a conclusion.
The introduction part presents: the topicality of the problem, the aim and objectives of the paper, the subject and object of the research, the theoretical and methodological foundations of the research and a brief review of the bibliography as well.
Due to the fact the Transfer Pricing can only be an integral component of international financial relations, the first chapter of the paper will focus on the international nature of the Transfer Pricing, their main role in the modern global world and the problems that arise around the mentioned issues. In order to understand the essence of the Transfer Pricing better several examples will be given in the paper and we will learn the Arm's length principle. In addition to this Georgian and International legislative or recommendatory norms of international controlled transactions will be discussed here in general.
The second part of the paper is devoted to an in-depth review of the main principle of transfer pricing - Arm's length principle and the methods of evaluating Transfer Pricing transactions.
The third part of the paper presents the practical examples from tax inspections conducted by Georgian Revenue Service in the terms of Transfer Pricing transactions and specific conclusions are made based on them.
URI: https://openscience.ge/handle/1/2398
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Mose Sakhamberidze Samagistro.pdfსაერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დაგეგმვა და შეფასება საგადასახადო კანონმდებლობის ჭრილში1.67 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

97
checked on May 17, 2024

გადმოწერა

468
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.