Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2392
Title: ფულადი ნაკადების ანგარიშგების ანალიზის აქტუალური საკითხები სს "გეფას“ და შპს „იმპექსფარმის“ მაგალითზე
Analysis of Cash Flow Issues on the example of “Impexpharm LLC” And “ JSC Gefa”
Authors: Eradze, Mariam 
ერაძე, მარიამ 
Advisor: ჭილაძე, იზოლდა 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: ფულადი სახსრების კონტროლი
ფულის დეფიციტი
კომპანიის გადახდისუნარიანობა
პერსონალის შრომის ანაზღაურება
საგადასახადო ვალდებულები
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
For the development of the company, it is necessary to control the cash flow (SCF) and the effective management of this process allows the management to avoid cash shortages. Cash is the main resource of the company's solvency, staff remuneration and timely payment of tax liability. Based on the above, the analysis of cash flow reporting is a priority for any business unit and for external users.
The subject of research is the statement of cash flows. The aim of the study is to identify and analyze the results of the cash flow statement (SCF) of companies. In this master's work JSC "Gefa" and "Impexfarm" LLC present research objects. After studying and analyzing their cash flow statements, key findings and conclusions were revealed. Among them, it is noteworthy that both companies are focused on developing their own businesses, which is reflected in the growth of net cash flow from year to year and finds a physical reflection in the acquisition of fixed assets. In addition, the solvency rate is unsatisfactory for JSC “Gefa” and has a positive trend for “Impexpharm” LLC. In both cases, there has been an increase in the inefficiency and a lack of money, which is perceived as a negative phenomenon and needs more attention in future reporting periods. Recommendations were also developed during the research.

კომპანიის განვითარებისათვის აუცილებელია, მიმდინარეობდეს ფულადი სახსრების კონტროლი, აღნიშნული პროცესის ეფექტიანი წარმართვა კი ხელმძღვანელობას აძლევს საშუალებას, თავიდან აიცილოს ფულის დეფიციტი. სწორედ ფულადი სახსრები წარმოადგენს კომპანიის გადახდისუნარიანობის, პერსონალის შრომის ანაზღაურებისა და საგადასახადო ვალდებულების დროულად დაფარვის ძირითად რესურსს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფულადი ნაკადების ანგარიშგების ანალიზი აქტუალური საკითხია ნებისმიერი ბიზნეს ერთეულისა და ფინანსური ანგარიშგების გარე მომხმარებლებისთვის.
საანალიზო საწარმოების კვლევის საგანია ფულადი ნაკადების ანგარიშგება. მიზანი კი საანალიზო საწარმოების ფულადი ნაკადების ანგარიშგების ანალიზური შედეგების გამოვლენა, შესწავლა და გაანალიზება. მოცემულ სამაგისტრო ნაშრომში სს „გეფა“ და შპს „იმპექსფარმი“ წარმოდგენენ საკვლევ ობიექტებს. მათი ფულადი ნაკადების ანგარიშგების შესწავლისა და გაანალიზების შემდგომ გამოვლინდა ძირითადი მიგნებები და დასკვნები. მათ შორის აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია საკუთარი ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც წლიდან წლამდე წმინდა ფულადი ნაკდების ზრდაში ვლინდება და ფიზიკურ ასახვას ჰპოვებს ძირითადი საშუალებების შეძენაში, რითაც აისხნება დეფიციტური ნიშნები საინვესტიციო საქმიანობაში. გარდა ამისა, გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები არ არის დემაკმაყოფილებელი კომპანიებისათვის. ორივე საწარმოში ფიქსირდება ფულის არაეფექტიანობა და დეფიციტი საფინანსო საქმიანობაში, რაც უარყოფით მოვლენად აღიქმება და მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში მენეჯმენტის რეაგირებას საჭიროებს. კვლევის პროცესში, ასევე შემუშვებულ იქნა რეკომენდაციები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2392
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Mariam Eradze Samagistro.pdfფულადი ნაკადების ანგარიშგების ანალიზის აქტუალური საკითხები სს "გეფას“ და შპს „იმპექსფარმის“ მაგალითზე688.72 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

91
checked on Apr 19, 2024

Download(s)

116
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.